სოჭი 2014: ოლიმპიადის მონაწილეებმა შემადგენლობები დაასახელეს

AutoSharing Option
ბოლო დღე იყო სოჭის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის მონაწილეებისთვის - მათ საბოლოო შემადგენლობები უნდა წარმოედგინათ. ეს ერთი დღით ადრე გააკეთა აშშ-ის ნაკრებმა და ამ გუნდის საბოლოო განაცხადი 7 იანვრის ნომერში გაგაცანით. დღეს დანარჩენი 11 ნაკრების შემადგენლობას გადავავლებთ თვალს.

კანადა
რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინტერესით მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის შემადგენლობას ელოდნენ. კანადელთა საბოლოო განაცხადში ვანკუვერის თამაშების 11 ჩემპიონს ვხედავთ, კაპიტნის - სიდნი კროსბის მეთაურობით. მათგან, ვისაც ექსპერტები შემადგენლობაში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, სოჭში ვერ მიემგზავრებიან: ფორვარდები კლოდ ჟირუ, ჯეიმს ნილი, ჯო ტორნტონი, ერიკ სტაალი,
მარტინ სან ლუი, აგრეთვე მცველები დენ ბოილი და ბრენტ სიბრუკი.

კანადის ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: რობერტო ლუონგო (ვანკუვერი), კერი პრაისი (მონრეალი), მაიკ სმიტი (ფინიქსი);
მცველები: ჯეიმს ბოუმისტერი, ალექს პიეტრანჯელო (ორივე - სენტ ლუისი), დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი), დენ ჰემჰუისი (ვანკუვერი), დანკან კეიტი (ჩიკაგო), პი კეი საბენი (მონრეალი), მარკ-ედუარდ ვლასიჩი (სან ხოსე), ში უებერი (ნეშვილი);
ფორვარდები: ჯეიმი ბენი (დალასი), პატრის ბერჟერონი (ბოსტონი), ჯეფ კარტერი (ლოს ანჯელესი), სიდნი კროსბი, კრის კუნიტცი (ორივე - პიტსბურგი), მეტ დუშენი (კოლორადო), რაიან გეტცლაფი, კორი პერი (ორივე - ანაჰაიმი), პატრიკ მარლო (სან ხოსე), რიკ ნეში (რეინჯერსი), პატრიკ შარპი, ჯონათან ტეივზი (ორივე - ჩიკაგო), სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი), ჯონ ტავარესი (აილენდერსი).

ჩეხეთი
ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალოიზ გადამჩიკმა სოჭის ოლიმპიადისთვის განაცხადში შეიყვანა სუპერვეტერანი იარომირ იაგრი. 41 წლის ლეგენდარული ჰოკეისტისთვის ეს იქნება მეხუთე ოლიმპიადა კარიერაში. “ნიუ ჯერსი დევილზის” ფორვარდის განაცხადში შეყვანა მხოლოდ მისი ძველი დამსახურებების გამო არ მომხდარა. ვეტერანი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს და რეგულარული ჩემპიონატის 43 მატჩში 13 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

იაგრი თამაშობდა 1998 წლის ოლიმპიადაზე. ეს იყო ზამთრის პირველი თამაშები, რომელშიც NHL-ის ჰოკეისტები დაუშვეს. მაშინ ჩეხეთის ნაკრებმა ფინალში რუსეთი 1:0 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა. გარდა ამისა, იაგრს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული - 2006 წელს, ტურინის ოლიმპიადაზე.

ჩეხეთის განაცხადში კიდევ ერთი სუპერვეტერანია - 42 წლის პეტერ ნედვედი, რომელიც ჩეხეთის ექსტრალიგას წარმოადგენს. 25-კაციან სიაში NHL-ის 17 ლეგიონერია. გუნდის კაპიტნად დანიშნეს “მონრეალის” ფორვარდი ტომაშ პლეკანეცი.

ჩეხეთის საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: იაკუბ კოვარჟი (ავტომობილისტი, რუსეთი), ონდჟეი პაველეცი (ვინიპეგი, NHL), ალექსანდრ სალაკი (სკა, რუსეთი);
მცველები: მიხალ ბარინკა (ვიტკოვიცე), რადკო გუდასი (ტამპა ბეი, NHL), ტომაშ კაბერლე (კლადნო), ლუკაშ კრაიჩეკი (დინამო მნ, ბელორუსი), ზბინეკ მიხალეკი (ფინიქსი, NHL), მიხალ როჟსივალი (ჩიკაგო, NHL), ლადისლავ შმიდი (კალგარი, NHL);
ფორვარდები: რომან ჩერვენკა (სკა, რუსეთი), პატრიკ ელიაში (ნიუ ჯერსი, NHL), მიხალ ფროლიკი (ვინიპეგი, NHL), მარტინ ჰანზალი (ფინიქსი, NHL), ალეშ ჰემსკი (ედმონტონი, NHL), იარომირ იაგრი (ნიუ ჯერსი, NHL), დავიდ კრეიჩი (ბოსტონი, NHL), მილან მიხალეკი (ოტავა, NHL), პეტრ ნედვედი (ლიბერეცი), ირჟი ნოვოტნი (ლევი, სლოვაკეთი), ონდჟეი პალატი (ტამპა ბეი, NHL), ტომაშ პლეკანეცი (მონრეალი, NHL), ვლადიმირ სობოტკა (სენტ ლუისი, NHL), იაკუბ ვორაჩეკი (ფილადელფია, NHL).

შვედეთი
"ტრე კრუნურის" რიგებში ბევრ ვეტერანს ვხედავთ: განაცხადშია ექვსი ჰოკეისტი, რომლებმაც 2006 წელს, ტურინში მოიპოვეს ოლიმპიური ოქროები: მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი, მცველი ნიკლას კრონვალი და ფორვარდები - დანიელ ალფრედსონი, დანიელ სედინი, ჰენრიკ სედინი და ჰენრიკ ზეტერბერგი. იაგრის მსგავსად, 41 წლის ალფრედსონისთვის ეს იქნება კარიერაში მეხუთე ოლიმპიადა.

ვარაუდობდნენ, რომ შვედების განაცხადში ყველა ჰოკეისტი NHL-დან იქნებოდა, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა პერ მორტსმა გამონაკლისი დაუშვა ჯიმი ერიქსონისთვის, რომელიც შვედეთის ლიგის კლუბ "შელეფტეოს" წარმოადგენს.

იმ ჰოკეისტებიდან, რომლებიც საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ, ექსპერტები აღნიშნავენ მეკარე რობინ ლენერს, მცველებს იონას ბროდინს, ჰამპუს ლინდჰოლმს, ვიქტორ ჰედმანს, ფორვარდებს მიკა ზიბანეჯადს, პატრიკ ჰორნკვისტსა და მარკუს იოჰანსონს. ამასთან, შემადგენლობაში ვხედავთ ტრავმირებულებს - ჯონათან ერიქსონს, ოლივერ ეკმან-ლარსონსა და ალექსანდრ სტინს. გარდა ამისა, ერთ-ერთ წამყვან მცველ ალექსანდრ ედლერს დისკვალიფიკაციის გამო ოლიმპიადის პირველი ორი მატჩის გამოტოვება მოუწევს.
მეკარეები: იონას ენროტი (ბაფალო), იონას გუსტაფსონი (დეტროიტი), ჰენრიკ ლუნდკვისტი (რეინჯერსი);
მცველები: ალექსანდრ ედლერი (ვანკუვერი), ოლივერ ეკმან-ლარსონი (ფინიქსი), ჯონათან ერიქსონი (დეტროიტი), ნიკლას ჰიალმარსონი (ჩიკაგო), ერიკ კარლსონი (ოტავა), ნიკლას კრონვალი (დეტროიტი), ჯონი ოდუია (ჩიკაგო), ჰენრიკ ტალინდერი (ბაფალო);
ფორვარდები: დანიელ ალფრედსონი (დეტროიტი), ნიკლას ბექსტრიომი (ვაშინგტონი), პატრიკ ბერგლუნდი (სენტ ლუისი), ჯიმი ერიქსონი (შელეფტეო), ლუი ერიქსონი (ბოსტონი), იოჰან ფრანცენი (დეტროიტი), კარლ ჰაგელინი (რეინჯერსი), მარკუს კრიუგერი (ჩიკაგო), გაბრიელ ლანდესკოგი (კოლორადო), დანიელ სედინი, ჰენრიკ სედინი (ორივე - ვანკუვერი), იაკუბ სილფვერბერგი (ანაჰაიმი), ალექსანდრ სტინი ("სენტ ლუისი"), ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტროიტი).

ფინეთი
ფინეთის შემადგენლობის გამოცხადებისას მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - მოხვდებოდა თუ არა განაცხადში ლეგენდარული ფორვარდი, 43 წლის ტეემუ სელიანე. გაირკვა, რომ სუპერვეტერანი სოჭში მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელი თავის მეექვსე (!) ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის რეკორდის გამეორება, რომელიც ასევე ფინელ რაიმო ჰელმინენს ეკუთვნის.

სამაგიეროდ, "სუომის" განაცხადში ვერ მოხვდა კიდევ ერთი ცნობილი ვეტერანი საკუ კოივუ.

ფინელთა რიგებში 16 წარმომადგენელს ვხედავთ NHL-დან:

მეკარეები: კარი ლეჰტონენი (დალასი, NHL), ანტი ნიემი (სან ხოსე, NHL), ტუუკა რასკი (ბოსტონი, NHL);
მცველები: იუსო ჰიეტანენი (ტორპედო, რუსეთი), ლასე კუკონენი (კერპეტი), სამი ლეპისტო (ავტომობილისტი, რუსეთი), ოლი მიაიატია (პიტსბურგი, NHL), სამი სალო (ტამპა ბეი, NHL), კიმო ტიმონენი (ფილადელფია, NHL), სამი ვატანენი (ანაჰაიმი, NHL), ოსი ვიანიანენი (იოკერიტი);
ფორვარდები: აალტონენ იუჰამატი (კერპეტი), ალექსანდრ ბარკოვი (ფლორიდა, NHL), ფალტერი ფილპულა (ტამპა ბეი, NHL), მიკაელ გრანლუნდი (მინესოტა, NHL), იუსი იოკინენი (პიტსბურგი, NHL), ოლი იოკინენი (ვინიპეგი, NHL), მიკო კოივუ (მინესოტა, NHL), ლეო კომაროვი (დინამო მ, რუსეთი), პეტრი კონტიოლა (ტრაქტორი, რუსეთი), ლოური კორპიკოსკი (ფინიქსი, NHL), იორი ლეჰტერია (სიბირი, რუსეთი), ანტი პილსტრიომი (სალავატ იულიაევი, რუსეთი), ტუომო რუუტუ (კაროლინა, NHL), ტეემუ სელიანე (ანაჰაიმი, NHL).

რუსეთი
მეკარეები: სერგეი ბობროვსკი (კოლამბუსი, NHL), სემიონ ვარლამოვი (კოლორადო, NHL), ალექსანდრ ერიომენკო (დინამო მ);
მცველები: ანტონ ბელოვი (ედმონტონი, NHL), ვიაჩესლავ ვოინოვი (ლოს ანჯელესი, NHL), ალექსეი ემელინი, ანდრეი მარკოვი (ორივე - მონრეალი, NHL), ევგენი მედვედევი, ილია ნიკულინი (ორივე - აკ ბარსი), ნიკიტა ნიკიტიკი, ფიოდორ ტიუტინი (ორივე - კოლამბუსი, NHL);
ფორვარდები: არტიომ ანისიმოვი (კოლამბუსი, NHL), პაველ დაციუკი (დეტროიტი, NHL), ილია კოვალჩუკი, ვიქტორ ტიხონოვი (ორივე - სკა), დენის კოკარევი, სერგეი სოინი (ორივე - დინამო მ), ნიკოლაი კულემინი (ტორონტო, NHL), ევგენი მალკინი (პიტსბურგი, NHL), ვიაჩესლავ ნიჩუშკინი (დალასი, NHL), ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი, NHL), ალექსანდრ პოპოვი (ავანგარდი), ალექსანდრ რადულოვი (ცსკა), ვლადიმირ ტარასენკო (სენტ ლუისი, NHL), ალექსეი ტერეშჩენკო (აკ ბარსი).

სლოვაკეთი
სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვუიტეკმა სოჭის ოლიმპიადისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა. განაცხადში არიან თითოეულ რგოლში აღიარებული ლიდერები - მეკარე იაროსლავ ჰალაკი, მცველი ზდენო ხარა და ფორვარდი მარიან ჰოსა. სრული სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: პეტერ ბუდაი (მონრეალი, NHL), იაროსლავ ჰალაკი (სენტ ლუისი, NHL), იან ლასო (დონბასი, უკრაინა);
მცველები: ივან ბარანკა (ავანგარდი, რუსეთი), დომინიკ გრანიაკი (დინამო მ, რუსეთი), ზდენო ხარა (ბოსტონი, NHL), მარტინ მარინჩინი (ედმონტონი, NHL), ანდრეი მეზაროში (ფილადელფია, NHL), ანდრეი სეკერა (კაროლინა, NHL), მიხალ სერსენი (სლოვანი), ლუბომირ ვიშნიევსკი (აილენდერსი, NHL);
ფორვარდები: მილან ბარტოვიჩი (სლოვანი), მარიან გაბორიკი (კოლამბუსი, NHL), მიხალ ჰანზუში (ჩიკაგო, NHL), მარსელ ჰოსა (დინამო რ, ლატვია), მარიან ჰოსა (ჩიკაგო, NHL), ტომას იურკო (გრანდ-რეპიდზი, AHL), ტომაშ კოპეცკი (ფლორიდა, NHL), ტომაშ მარსინკო (კოშიცე), მიხელ მიკლიკი, პეტერ ოლვეცკი (ორივე - სლოვანი), რიხარდ პანიკი (ტამპა ბეი, NHL), ტომან სუროვი (დინამო მნ, ბელარუსი), ტომაშ ტატარი (დეტროიტი, NHL), ტომაშ ზაბორსკი (სალავატ იულიაევი, რუსეთი).

სხვები
შვეიცარიელთა რიგებში NHL-ის ექვს წარმომადგენელს ვხედავთ: მეკარეებს - რეტო ბერასა (“კალგარი”) და იონას ჰილერს (“ანაჰაიმი”), მცველებს - რაფაელ დიასსა (“მონრეალი”) და იანიკ ვებერს (“ვანკუვერი”), ფორვარდებს - დამიენ ბრუნერსა (“ნიუ ჯერსი”) და ნინო ნიდერაიტერს (“მინესოტა”).

მსოფლიოს უძლიერესი ლიგიდან სამი მოთამაშე ჰყავს შემადგენლობაში ავსტრიას: ფორვარდები მიხაელ გრაბნერი ("აილენდერსი"), მიხაელ რაფლი ("ფილადელფია") და ტომაშ ვანეკი ("აილენდერსი").

სლოვენიის ნაკრებში NHL-ს მხოლოდ ერთი ჰოკეისტი წარმოადგენს - “ლოს ანჯელეს კინგზის” ერთ-ერთი ლიდერი ანჟე კოპიტარი. ასევე არიან ლატვია და ნორვეგია, რომელთა განაცხადში ვხედავთ ზემგუს გირგენსონსა ("ბაფალო") და მატს ცუკარელოს ("რეინჯერსი").

* * *
სოჭის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირის ჯგუფები შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
A ჯგუფი: რუსეთი, სლოვაკეთი, აშშ, სლოვენია;
B ჯგუფი: ფინეთი, კანადა, ნორვეგია, ავსტრია;
C ჯგუფი: ჩეხეთი, შვედეთი, შვეიცარია, ლატვია.

ტურნირი 12 თებერვალს იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული