იაგრმა 1662-ე მატჩი ჩაატარა NHL-ის რეგულარულ ჩემპიონატში და 1887 ქულა (755 გოლი+1132 შედეგიანი პასი) დაუგროვდა. პირველ ადგილზე უდიდესი უპირატესობით უეინ გრეტცკი იმყოფება - 2857 ქულა (894+1963).
44 წლის იაგრს ლიგაში დებიუტი 1990 წელს ჰქონდა - "პიტსბურგის" შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 11 სეზონი ითამაშა და ორჯერ გახდა სტენლის თასის მფლობელი.
"დღეს მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რათა უფრო დიდ ხანს დავრჩე ლიგაში. ყველა შანსის გამოყენებასა და თამაშისგან სიამოვნების მიღებას ვცდილობ.
თქვენ იცინოდით, როცა დაგპირდით, რომ 50 წლამდე ვითამაშებდი, მაგრამ ყოველდღე მონდომებით ვიმუშავებ, რომ ამას მივაღწიო", - განაცხადა "ბაფალოსთან" მატჩში შემდეგ იაგრმა.
სხვათა შორის, "ფლორიდასა" და "ბაფალოს" მატჩში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა - ფლორიდელთა მეკარემ რობერტო ლუონგომ კარიერაში 447-ე მატჩი მოიგო და ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ ტერი სავჩუკს გაუთანაბრდა.
სხვა მატჩები
- "აილენდერსმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. ძირითადად, ეს ორი ჰოკეისტის დამსახურებაა - მეკარე ტომას გრაისის, რომელმაც 48 დარტყმა მოიგერია და ანდერს ლის, ვინც დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
- "პიტსბურგის" შვიდმა სხვადასხვა ჰოკეისტმა გაიტანა შვიდი გოლი "რეინჯერსის" კარში. მათ შორის იყო ევგენი მალკინი, რომელმაც ორი საგოლე პასიც შეასრულა და ახლა, "პინგვინგზის" საუკეთესო ბომბარდირია 37 ქულით.
- "კოლამბუსმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ 10 მატჩი. გარდა ამისა, ეს არის მიმდინარე სეზონის ყველაზე გრძელი მოგებათა სერია.
- "ტამპა ბეიმ" ამ სეზონში მესამედ დაამარცხა "დეტროიტი". ორივე გუნდს, შეხვედრის მსვლელობისას, ძირითადე მეკარეები დაუშავდა და თამაში სათადარიგო გოლკიპერებმა გააგრძელეს.
- "მინესოტამ" ბოლო სამ სეზონში პირველად დაამარცხა "კოლორადო". "უაილდის" მეკარემ დევან დუბნიკმა 2016 წელს მეხუთე "შათაუტი" შეასრულა.
- "ოტავამ" რიცხობრივ უპირატესობაში ორი გოლი გაიტანა და შეწყვიტა "ჩიკაგოს" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია. თავად "სენატორებმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს, გარდა ამისა, პირველად გაიმარჯვეს ჩიკაგოში ბოლო 15 წლის განმავლობაში.
- დევიდ პერონმა ოვერტაიმის დაწყებიდან წუთსა და 55 წამის შემდეგ გაიტანა და "სენტ ლუისმა" შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. "ბლუზმენების" მეკარემ ჯეიკ ალენმა 36 დარტყმა მოიგერია.
"სან ხოსეს" ვეტერანი ლიდერი ჯო ტორნტონი 37-ე ჰოკეისტი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც კარიერაში 1400 ქულა დააგროვა.
ბოსტონი-აილენდერსი 2:4
0:2, 0:1, 2:1
გოლები: 0:1 ა. ლი-11, 0:2 ჰიკი-3 (ბეილი-14, ა. ლი-4), 0:3 კულემინი-4 (ბოიჩაკი-7), 1:3 ბლიდჰი-1 (კარლო-6, ხუდობინი-1), 2:3 დ. მური-8 (ხარა-6, ჰეიესი-1), 2:4 ა. ლი-12 (ბეილი-15, ლედი-10).
ნიუ ჯერსი-ნეშვილი 1:5
0:2, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ჯ. ნილი-13 (არვიდსონი-12, ეკჰოლმი-10), 0:2 ჯ. ნილი-14 (იოსი-13, არვიდსონი-13), 0:3 ეკჰოლმი-1 (კ. სმიტი-6), 0:4 ფორსბერგი-5 (იოსი-14, რ. იოჰანსენი-16), 0:5 რ. იოჰანსენი-7 (არვიდსონი-14, ელისი-7), 1:5 კალინინი-1 (ენდი გრინი-5, სევერსონი-14).
პიტსბურგი-რეინჯერსი 7:2
1:1, 2:0, 4:1
გოლები: 1:0 კროსბი-22 (ი. კოული-10, შულცი-14), 1:1 პუმპელი-2 (ჰრივიკი-1, ჰოლდენი-12), 2:1 მალკინი-14 (კუნიტცი-11, კესელი-22), 3:1 კესელი-11 (მალკინი-22, დუმოლენი-7), 3:2 გრაბნერი-14 (სტეპანი-17, ცუკარელო-14), 4:2 შულცი-6 (მალკინი-23), 5:2 რუსტი-9 (კროსბი-14), 6:2 ჰორნკვისტი-7 (ბონინო-9, კუნიტცი-12), 7:2 ბონინო-6 (რუსტი-6, ი. კოული-11).
კოლამბუსი-ლოს ანჯელესი 3:2 (ბ)
0:0, 1:1, 1:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ატკინსონი-13 (დუბინსკი-8, ჯენერი-5), 1:1 ჯ. კარტერი-15 (მარტინესი-12, დაუტი-12), 2:1 ატკინსონი-14 (დუბინსკი-9, სავარი-9), 2:2 ჯ. კარტერი 16.
ბულიტები გაიტანეს: ატკინსონი (კოლამბუსი), განიე (კოლამბუსი), ჯ. კარტერი (ლოს ანჯელესი).
მონრეალი-ანაჰაიმი 5:1
1:1, 1:0, 3:0
გოლები: 0:1 კოლიანო-9, 1:1 ბირონი-11 (პეტრი-8, ტ. მიტჩელი-5), 2:1 პლეკანეცი-3 (ბირონი-8, ლეჰკონენი-2), 3:1 პეტრი-7, 4:1 პასიორეტი-13 (პეტრი-9), 5:1 ტერი-1 (მაკერონი-2, ბოლიო-7).
ტამპა ბეი-დეტროიტი 4:1
1:0, 3:0, 0:1
გოლები: 1:0 ბ. ბოილი-7 (სტრალმანი-8, დრუენი-9), 2:0 დრუენი-8 (კილორნი-6, ტ. ჯონსონი-9), 3:0 პოინტი-3 (ტ. ჯონსონი-10, ჰედმანი-20), 4:0 ნამესტნიკოვი-4 (კილორნი-7, პოინტი-11), 4:1 მანტა-5 (იენსენი-1, ზეტერბერგი-16).
ფლორიდა-ბაფალო 4:3 (ბ)
1:0, 1:2, 1:1, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ბარკოვი-8 (იაგრი-11, დემერსი-8), 2:0 იენდლი-2 (ბარკოვი-16, იაგრი-12), 2:1 რაინჰარტი-7 (რისტოლაინენი-20, ო'რაილი-11), 2:2 ე. კეინი-6 (ბ. ჯონტა-7, ფრენსონი-7), 2:3 რისტოლაინენი-3 (რაინჰარტი-10), 3:3 ბიუგსტადი-1 (ბარკოვი-17, იაგრი-13).
ბულიტები გაიტანეს: ტროჩეკი (ფლორიდა), ბარკოვი (ფლორიდა).
მინესოტა-კოლორადო 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 კოილი-11 (ე. სტაალი-15, დუმბა-8), 2:0 მ. კოივუ-8 (დუმბა-9, მიკაელ გრანლუნდი-14).
ჩიკაგო-ოტავა 3:4
1:1, 1:3, 1:0
გოლები: 0:1 ბ. რაიანი-7 (ტარისი-10), 1:1 პანარინი-15 (სიბრუკი-18, პ. კეინი-23), 1:2 ბრასარი-7 (ვიდემანი-7, ბ. რაიანი-7), 1:3 პიატი-4 (პაგო-7, ზ. სმიტი-7), 2:3 მოტე-4 (ჰინოსტროზა-5, ჰარტმანი-6), 2:4 ფანოფი-5 (ტარისი-11, ე. კარლსონი-24), 3:4 პანიკი-9 (პ. კეინი-24, კიტი-22).
დალასი-სტ. ლუისი 2:3 (ო)
1:1, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ივსი-12 (სპეცა-11, კლინგბერგი-14), 1:1 შვარცი-12 (შჩასტნი-10, იასკინი-6), 2:1 სპეცა-6 (ჰუდლერი-2, ლინდელი-3), 2:2 ბერგლუნდი-5 (ბოუმისტერი-6, ფაბრი-12), 2:3 პერონი-8 (შვარცი-9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"