ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემები აქვს აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერ "ვაშინგტონ კეპიტალზს". ეს გუნდი ზედიზედ აგებს თამაშებს და მართალია, ჯერ ინარჩუნებს ადგილს კონფერენციის პირველ სამეულში, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, მალე დათმობს წამყვან პოზიციებს.
"რეინჯერსთან" მატჩში დედაქალაქელებმა ყველაფერი გააკეთეს ჰოკეის თამაშის გარდა. კერძოდ, პუბლიკას ჩხუბით ართობდნენ, თუმცა ვერც ამ მხრივ აჯობეს მეტოქეს - "კეპიტალზის" ლიდერის, რუსი ალექსანდრ ოვეჩკინისა და ბრენდონ დუბინსკის კრივი აშკარად ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, "რეინჯერსმა" სასტიკი დღე აყარა კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტს. საფინალო სირენის შემდეგ
კანადურ დერბიში "ედმონტონმა მინიმალურმი ანგარიშით წააგო "ვანკუვერთან". თამაში შვედმა ძმებმა სედინებმა მოიგეს, რომლებმაც თავიანთი გუნდის ორივე საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა. ერთადერთი, რაც "მენავთობეებმა" შეძლეს, 5 წამით ადრე ერთი საპასუხო შაიბის გატანა იყო. უფრო მეტისთვის მათ უბრალოდ დრო არ ეყოთ.
დღის მეორე გამანადგურებელი ანგარიში "ანაჰაიმისა" და "მინესოტას" მატჩში დაფიქსირდა. "იხვებმა" პირველი შემტევი სამეულის ბრწყინვალე თამაშის წყალობით 6:2 მოიგეს. განსაკუთრებით გამორჩეული იყო კორი პერი - მან ჰეთ-თრიკი და ორი შედეგიანი პასი მიითვალა. სოლიდური გახლდათ რაიან გეტცლაფის მონაგარი - 2 გოლი და ერთი პასი. "ანაჰაიმი" მყარად დამკვიდრდა პლეი ოფის ზონაში, "მინესოტა" კი ჯერ ამ ზონის მიღმა იმყოფება.
რეინჯერსი-ვაშინგტონი 7:0
1:0, 4:0, 2:0
გოლები: 1:0 პრუსტი-4 (ფროლოვი-7, ბ. ბოილი-3), 2:0 ანისიმოვი-8, 3:0 გაბორიკი-9 (მ. სტაალი-7, როჟსივალი-10), 4:0 დუბინსკი-14 (ჟირარდი-13, ანისიმოვი-9), 5:0 მ. სტაალი-6 (ბ. ბოილი-4, პრუსტი-8), 6:0 კელეჰანი-9 (დუბინსკი-13, ჟირარდი-14), 7:0 კელეჰანი-10.
ანაჰაიმი-მინესოტა 6:2
2:1, 3:1, 1:0
გოლები: 1:0 პერი-14 (რაიანი-11), 1:1 ბერნსი-9 (ჰავლატი-20, მ. კოივუ-18), 2:1 გეტცლაფი-9 (რაიანი-12, პერი-18), 3:1 გეტცლაფი-10 (პერი-19, ვიშნოვსკი-20), 3:2 ჟიდლიცკი-4 (ბრუნეტი-8, მ. კოივუ-19), 4:2 პერი-15 (ბულიტი), 5:2 რაიანი-14 (ლიდმანი-9, ვიშნოვსკი-21), 6:2 პერი-16 (გეტცლაფი-22, ფაულერი-12).
ედმონტონი-ვანკუვერი 1:2
0:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ბაროუზი-5 (დ. სედინი-19, ჰ. სედინი-30), 0:2 ჰ. სედინი-5 (დ. სედინი-20, კესლერი-9), 1:2 ებერლე-6 (პენერი-10, ფოსტერი-8).