"პიტსბურგ პინგვინზის" ზღაპარი დასრულდა. აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერი, რომელმაც ზედიზედ 12 მატჩი მოიგო და ბოლო 15 შეხვედრაში 30 შესაძლებლიდან 29 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტმა "ფილადელფიამ" შეაჩერა. "ფლაიერზმა" ამ მოგებით დაიბრუნა დივიზიონში და მთლიანად კონფერენციაში ლიდერობა.
წელს ეს გუნდები მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წინა სამ მატჩში მათ შინ არ უმართლებდათ - "პიტსბურგი" ორჯერ დამარცხდა საკუთარ არენაზე (ორივეჯერ - 2:3), სამაგიეროდ, სტუმრად დამაჯერებლად - 5:1 გაიმარჯვა. მაგრამ ამჯერად ტრადიცია დაირღვა.
აღნიშნულ შეხვედრაში "პიტსბურგს" დაუბრუნდა რუსი ვარსკვლავი ევგენი მალკინი, რომელმაც ტრავმის გამო ხუთი შეხვედრა გამოტოვა.
"მფრინავებმა" მეტოქეს ზედიზედ მე-13 მატჩი არ მოაგებინეს, სამაგიეროდ, გაგრძელდა "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის ფენომენალური სერია - ეს ფორვარდი 19 მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს, რაც მისი პირადი რეკორდია. კროსბიმ ამჯერად ორი პასი ჩაიწერა აქტივში და ახლა მისი სერია 20 გოლსა და 18 შედეგიან გადაცემას ითვლის.
ფილადელფია-პიტსბურგი 3:2
1:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ჟირუ-15 (ბრიერი-8, ჰარტნელი-14), 1:1 მალკინი-9 (გოლიგოსკი-11, კროსბი-26), 2:1 ჟერდიოვი-10 (ვან რიმსდიკი-8, ო'დონელი-6), 2:2 მალკინი-10 (კროსბი-27, ლეტანგი-22), 3:2 ჰარტნელი-8 (პრონგერი-11, კ. ტიმონენი-14).
ედმონტონი-ტორონტო 1:4
1:1, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 ფანოფი-1 (კესელი-7, კ. არმსტრონგი-1), 1:1 ებერლე-7 (სემ განიე-11, რაიან უიტნი-22), 1:2 გრაბოვსკი-9 (მაკარტური-14, ლებდა-1), 1:3 ვერსტეეგი-10 (შენი-6, ბრენტი-3), 1:4 კესელი-12 (ვერსტეეგი-9, ბოჟაკი-7).