კვირის მიმოხილვა

AutoSharing Option

გასული კვირის შედეგების მიხედვით ორი გუნდის გამორჩევა შეიძლება. პირველია "კოლორადო ეველანში", რომელმაც ბოლო კვირას ოთხი თამაში ჩაატარა შინ - ორჯერ მოუგო "ჩიკაგოს", დაამარცხა "ოტავა" და ძლიერი "მონრეალი". მოკრძალებული შემადგენლობისა და ხშირი ტრავმიანობის ფონზე ეს შთამბეჭდავი შედეგია. ამის წყალობით "კოლორადო" დროებით სათავეში ჩაუდგა საკუთარ დივიზიონს. ბოლო ექვს მოგებულ მატჩში "ეველანშმა" 27 შაიბა გაიტანა და პირველ ადგილზეა ლიგაში გოლების რაოდენობით.

თუ კოლორადოელთა მიღწევა ერთგვარ მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ, "ფილადელფიას" წარმატებები სავსებით ლოგიკურია, რადგან ამ შემადგენლობით "მფრინავებს" რეგულარული ჩემპიონატის მოგებაც შეუძლიათ. გუშინდელ დღემდე "ფლაიერსს"

ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო თანადივიზიონელ "პიტსბურგთან" მოგება, რითაც "ფილადელფიამ" შეწყვიტა "პინგვინების" 12-მატჩიანი გამარჯვებათა სერია. ახლა "ფლაიერსს" 35 მატჩში 49 ქულა აქვს და დამაჯერებლად იგებს რეგულარულს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ლიდერ "დეტროიტს" ორი მატჩი რეზერვში აქვს, ის ჯერ ვერ ახერხებს ლიგაში ლიდერობის დაბრუნებას.

კვირის ტრავმა
სამწუხაროდ გასულ კვირას ხშირი ტრავმიანობა იყო და რაც ყველაზე ცუდია, რეგულარულ ჩემპიონატს ბევრი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. "ფილადელფიას" წამყვანი მცველი კრის პრონგერი ექვსი კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. თავად ჰოკეისტმა განაცხადა, რომ მოასწრებს "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" გამოჯანმრთელებას, მაგრამ, შესაძლოა, კლუბმა არ გაუშვას ჰოკეისტი ამ შოუზე და მას ზედმეტი ერთი დღე დასვენება მისცეს. "ფლაიერსს" გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და ამ ეტაპზე პრონგერის გარეშეც გავა ფონს. უფრო მნიშვნელოვანია ტრავმების თავიდან აცილება და გამოცდილი მცველის პლეი ოფისთვის შენახვა.

სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს "კოლორადოს" მცველი კაილ ქუინსი, რომელმაც "ვაშინგტონთან" მატჩში მხარი დაიზიანა. 25 წლის ჰოკეისტს რთული ოპერაცია ელის, ამიტომაც კაილს მხოლოდ მომავალ ჩემპიონატში ვიხილავთ ყინულზე.

ხელი მოიტეხა "რეინჯერსის" თავდამსხმელმა რაიან კელეჰანმა და დაახლოებით ექვსი კვირის გამოტოვება მოუწევს. გარდა ამისა, მორიგი ტრავმა აქვს "ტორონტოს" მეკარე ჟან-სებასტიან ჟიგერს. მისი დაბრუნების თარიღი ჯერ უცნობია.

"ჩიკაგოს" ფანებმა ჩელიოსს უსტვინეს. ლეგენდარული მცველი კრის ჩელიოსი "ჩიკაგოსა" და "დეტროიტის" მატჩს დაესწრო, სადაც შაიბის სიმბოლური ჩაგდება განახორციელა და მის საპატივცემულოდ მოწყობილი ცერემონიითაც ისიამოვნა. შეგახსენებთ, რომ ჩელიოსი ცხრა სეზონი თამაშობდა "ჩიკაგოს" შემადგენლობაში და 1999 წელს "დეტროიტში" გაუშვეს, სადაც კიდევ ცხრა სეზონი ითამაშა და ორჯერ სტენლის თასი მოიგო. როგორც ჩანს, ზოგიერთმა გულშემატკივარმა დღემდე ვერ აპატია კრისს "დეტროიტში" გადასვლა და ამის გამო ცერემონიის დროს სტვენა აუტეხა ლეგენდარულ ჰოკეისტს.

ჩელიოსმა ამ ზაფხულს 48 წლის ასაკში დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.

ნიკლას ლიდსტრიომის ჰეთ-თრიკი
იმ დღეს, როცა ლეგენდარულმა შვედმა მცველმა სამი შაიბა გაიტანა, კიდევ სამი ჰეთ-თრიკი შესრულდა, მაგრამ ლიდსტრიომის მიღწევა ყველაზე ღირსშესანიშნავი იყო. სკანდინავიელს 19 წელი და 1442 მატჩის ჩატარება დასჭირდა იმისთვის, რომ კარიერაში პირველად გაეტანა ერთ შეხვედრაში სამი გოლი. შესანიშნავი მიღწევაა კარიერის მიწურულს!

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კოლორადო ეველანშის" ფორვარდი მეტ დუშენი დაასახელა. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო მონაგარმა 7 ქულა (4+3) შეადგინა. დუშენი "კოლორადოს" საუკეთესო ბომბარდირია - 33 მატჩში 34 ქულა აქვს (13+21).

მეორე ვარსკვლავიც ასევე კოლორადოელი ფორვარდია - ტომას ფლიშმანმა დუშენის ანალოგიური სტატისტიკა დააფიქსირა: 4 გოლი და 3 შედეგიანი პასი. ჩეხი ფორვარდი დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიდა "ვაშინგტონიდან" "კოლორადოში" და ახალ კლუბში ჩატარებულ 9 მატჩში 11 ქულა დააგროვა.

მესამე ვარსკვლავი გახდა "კაროლინა ჰარიკეინზის" ფორვარდი ერიკ სტაალი. სამ მატჩში მის ანგარიშზე 5 ქულა იყო - 4 გოლი და ერთი შედეგიანი პასი.


ბოსტონი-ანაჰაიმი 0:3
0:1, 0:2, 0:0
გოლები: 0:1 მაკმილანი-2 (სბისა-1, სელიანე-19), 0:2 ვიშნოვსკი-5 (სელიანე-20, ს. კოივუ- 8), 0:3 პერი-17 (მაკმილანი-2, სატონი-2)

ფილადელფია-ფლორიდა 0:5
0:2, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 ბ.ტომასი-2 (რაინპრეხტი-6, ვოკოუნი-1), 0:2 დადონოვი-2 (მაკეიბი-12, კულიკოვი-6), 0:3 მატიასი-5 (რისონერი-9, დადონოვი-4), 0:4 სანტორელი-9 (ბერნიე-6), 0:5 კულიკოვი-2 (მაკეიბი-13, უეისი-11)

პიტსბურგი-ფინიქსი 6:1
2:0, 3:0, 1:1
გოლები: 1:0 ლეტანგი-6 (ტაილერ კენედი-9, მალკინი-15), 2:0 მალკინი-12 (კროსბი-29), 3:0 მალკინი-13 (კროსბი-30), 4:0 კროსბი-27 (მალკინი-16, ლეტანგი-23), 5:0 კუკი-6 (ტელბოტი-5, მალკინი-17), 5:1 ვოლსკი-6 (მორისი-4, ბელანჟე-11), 6:1 კონერი-3 (ლეტესტუ-9)

ტორონტო-ატლანტა 3:6
0:2, 1:1, 2:3
გოლები: 0:1 მოდინი-5 (ჰეინსი-5, სლეიტერი-5), 0:2 ენსტრიომი-4 (ბიფულინი-23), 1:2 ჯ.მიტჩელი-1 (კესელი-7, ტ.კაბერლე-17), 1:3 მოდინი-6 (ენსტრიომი-21, ბიფულინი-24), 1:4 ე.სტიუარტი-10 (ლიტლი-7), 1:5 ენსტრიომი-5 (ლიტლი-8, ე.სტიუარტი-12), 2:5 გრაბოვსკი-12 (მაკარტური-17, ტ.კაბერლე-18), 3:5 კულემინი-11 (ვერსტეეგი-11, გრაბოვსკი-13), 3:6 ლედი-12 (ტორნბურნი-7, ენსტრიომი-22)

ტამპა ბეი-კაროლინა 5:1
2:1, 3:0, 0:0
გოლები: 1:0 მური-6 (პურსელი-16, ტირელი-4), 1:1 სამსონოვი-6 (სკინერი-16, კოული-8), 2:1 სენტ ლუისი-13 (მელოუნი-17, მური-7), 3:1 კლარკი-7 (სენტ ლუისი-29, ჰედმანი-11), 4:1 სტემკოსი-26 (სენტ ლუისი-30, პურსელი-17), 5:1 ბერგენჰაიმი-7 (კლარკი-7, ლეკავალიე-8)

მინესოტა-კალგარი 4:1
1:0, 0:1, 3:0
გოლები: 1:0 ბროძიაკი-6 (სკანდელა-2, ჰავლატი-22), 1:1 ო.იოკინენი-6 (იგინლა-17, ტანგეი-17), 2:1 ჰავლატი-8 (კლატერბეკი-4, ჟიდლიცკი-13), 3:1 მადენი-5 (ბრუნეტი-10, ზენონი-2), 4:1 კლატერბეკი-9 (ბერნსი-11)

სენტ ლუისი-ვანკუვერი 1:3
0:0, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 ვოლპატი-1 (ბოლდუცი-1), 0:2 კესლერი-16 (ტორესი-4, სამუელსონი-14), 1:2 სტინი-10 (კრაკნელი-1, პოლაკი-1), 1:3 ტამბელინი-6 (სამუელსონი-15, ჰამჰუისი-5)

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 35 22 8 5 49
2. ატლანტა* 35 19 11 5 43
3. მონრეალი* 33 19 12 2 40
4. პიტსბურგი 34 22 10 2 46
5. ტამპა ბეი 33 19 10 4 42
6. ვაშინგტონი 35 19 12 4 42
7. რეინჯერსი 35 20 14 1 41
8. ბოსტონი 32 17 11 4 38
9. კაროლინა 32 15 13 4 34
10. ოტავა 35 14 17 4 32
11. ფლორიდა 31 15 16 0 30
12. ბაფალო 33 13 16 4 30
13. ტორონტო 33 12 17 4 28
14. ნიუ ჯერსი 32 9 21 2 20
15. აილენდერსი 30 6 18 6 18

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. დეტროიტი* 32 20 8 4 44
2. დალასი* 33 20 10 3 43
3. ვანკუვერი* 31 19 8 4 42
4. კოლორადო 33 19 10 4 42
5. ნეშვილი 32 17 9 6 40
6. ანაჰაიმი 37 18 15 4 40
7. სან ხოსე 33 17 11 5 39
8. ჩიკაგო 35 18 14 3 39
9. ლოს ანჯელესი 31 18 12 1 37
10. ფინიქსი 32 15 10 7 37
11. კოლამბუსი 32 16 13 3 35
12. სტ. ლუისი 32 15 12 5 35
13. მინესოტა 32 15 13 4 34
14. კალგარი 34 14 17 3 31
15. ედმონტონი 31 12 14 5 29
* - დივიზიონის ლიდერი


ბომბარდირები
გოლი+პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 57 (27+30)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 47 (16+21)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 43 (13+30)
კორი პერი (ანა) 39 (17+22)
პაველ დაციუკი (დეტ) 39 (12+27)
დანიელ სედინი (ვან) 38 (16+22)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 38 (15+23)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 38 (12+26)
ჰენრიკ სედინი (ვან) 37 (6+31)
გოლები
სიდნი კროსბი (პიტ) 27
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 26
პატრიკ შარპი (ჩიკ) 18
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 18
ლოგან კუტური (ს-ხოს) 17
კორი პერი (ანა) 17
რიკ ნეში (კოლამ) 17
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 31
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 30
სიდნი კროსბი (პიტ) 30
პაველ დაციუკი (დეტ) 27
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 26
რაიან უიტნი (ედმ) 24
დასტინ ბიფულინი (ატლ) 24

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული