რეგულარული ჩემპიონატის გუშინდელ სათამაშო დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი. ისევ გვიწევს "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის, სიდნი კროსბის მოხსენიება. "პინგვინებმა" გუშინ 5:2 დაამარცხეს "ფლორიდა" და ერთი შაიბა სწორედ კროსბის ანგარიშზეა. ამით მან 22 მატჩამდე აიყვანა სერია, რომლის დროსაც მინიმუმ ერთ ქულას აგროვებს შეხვედრაში. ამ სერიის განმავლობაში სიდნიმ 22 შაიბის გატანა შეძლო.
ეს არის სიგრძით მეორე სერია ბოლო 18 წლის განმავლობაში - კროსბიმ გააუმჯობესა დენი ჰიტლის მიღწევა, რომელიც 2005 წელს დაფიქსირდა. კროსბი 58 ქულით რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია - მის ანგარიშზე 28 გოლი
* * *
სერიოზული დანაკლისი განიცადა "დეტროიტ რედ უინგზმა". ამ გუნდს მინიმუმ ოთხი კვირა ვერ დაეხმარება ერთ-ერთი ლიდერი, რუსი ვარსკვლავი პაველ დაციუკი, რომელმაც "ვანკუვერთან" ბოლო მატჩში მაჯა მოიტეხა.
მოთამაშეს ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა გარკვეული ხანი თაბაშირის სახვევის ტარება მოუწევს.
დაციუკმა პირველი პერიოდის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე მიიღო ტრავმა, როცა მიკაელ სამუელსონთან შეჯახებისას ცუდად დაეცა ყინულზე.
* * *
მთავარი ამბავი კი "ნიუ ჯერსი დევილზის" მთავარი მწვრთნელის, ჯონ მაკლინის გადაყენება იყო. კლუბის ხელმძღვანელთა ამ ნაბიჯს უკვე დიდი ხანი ელოდნენ, რადგან "ნეტსი" აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ უიმედო აუთსაიდერად ჩამოყალიბდა.
"ეშმაკების" ახალი მწვრთნელი ჟაკ ლემერი გახდა, რომელიც "დევილზს" მაკლინამდე ავარჯიშებდა.
ლემერმა 16 წელი იმუშავა NHL-ში. წვრთნიდა "მონრეალს", "მინესოტასა" და "ნიუ ჯერსის", რომელსაც 1995 წელს სტენლის თასი მოაგებინა. ეს სპეციალისტი 1994 წელს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
დეტროიტი-ვანკუვერი 5:4 (ო)
1:0,. 1:3, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ქლირი-15 (ბერტუცი-16, რაფალსკი-19), 1:1 ჰ. სედინი-7 (კესლერი-11, დ. სედინი-23), 2:1 ფილპულა-8 (ქლირი-10, ჯ. ერიქსონი-5), 2:2 სედინი-17 (კესლერი-12, ერჰოფი-11), 2:3 სამუელსონი-7 (ჰ. სედინი-32), 3:3 ზეტერბერგი-11 (კროგვალი-9, სალეი-6), 3:4 ტამბელინი-7 (კესლერი-13), 4:4 ლიდსტრიომი-8 (ზეტერბერგი-24, რაფალსკი-20).5:4 ზეტერბერგი-12 (რაფალსკი-21, ჰელმი-6).
აილენდერსი-ტამპა ბეი 2:1 (ო)
0:1, 1:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 მელოუნი-10 (ბ. კლარკი-8, პურსელი-18), 1:1 პარენტო-6 (ტავარესი-9, ენდრიუ მაკდონალდი-3), 2:1 ტავარესი-9 (ვიშნიევსკი-16, ენდრიუ მაკდონალდი-4).
პიტსბურგი-ფლორიდა 5:2
3:1, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ლეტესტუ-7 (ტაილერ კენედი-10, კონერი-3), 1:1 ვეისი-9 (ფროლიკი-12, ვივერი-5), 2:1 კროსბი-28 (კუნიტცი-13, ბ. ჯონსონი-1), 3:1 კუკი-7 (ტელბოტი-6, მალკინი-18), 4:1 ლავჯოი-1, 4:2 მაკეიბი-5 (ბ. ტომასი-3, ჰორდიჩუკი-2), 5:2 დუპუი-8 (ლეტანგი-24, კუნიტცი-14).
ჩიკაგო-ნეშვილი 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ბოლანდი-4 (პიზანი-5), 2:0 სკილი-5 (ბოლანდი-8, კიტი-20), 3:0 სკილი-6 (დოუელი-10, კიტი-21), 3:1 ს. კოსტიცინი-6 (ერატი-12, რ. სუტერი-13), 4:1 ბიკელი-10 (კალიმორი-6).