საშინელებები ყინულზე [+VIDEO]

AutoSharing Option
რუსეთის ბავშვთა გუნდებს "პინგვინებსა" და "სევერნაია ზვეზდას" შორის მომხდარი ჩხუბი ყველაზე საშინელი ეპიზოდების სიაში შევიდა, რომლებიც 2010 წლის ჰოკეის მატჩებში მოხდა. სია, რომელიც ათი ეპიზოდისგან შედგება, პოპულარული ბლოგის Puck Daddy-ის ავტორებმა შეადგინეს. რუსული გუნდების ჩხუბმა ამ რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჩხუბი 2010 წლის იანვარში მოხდა. ინციდენტის შედეგად მოთამაშეებმა, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატებოდა, საერთო ჯამში, 707 საჯარიმო წუთი მიიღეს.

საინტერესოა, რომ კონტინენტური ჰოკეის ლიგის მატჩში ომსკის "ავანგარდისა" და მოსკოვის ვიტიაზს" შორის მომხდარი მასობრივი ჩხუბი, Puck Daddy-ის რეიტინგში არ მოხვდა,
თუმცა ეს თამაშიც 2010 წლის იანვარში გაიმართა.

საშინელ ეპიზოდებს შორის მერვე ადგილი რუსეთის ნაკრების ჰოკეისტის ალექსანდრ ოვეჩკინის ძალისმიერმა ილეთმა დაიკავა ჩეხი იარომირ იაგრის წინააღმდეგ. ამ ინციდენტის შედეგად იაგრმა ტვინის შერყევა მიიღო.

მესამე ადგილი ჰოკეის მატჩების საშინელი ეპიზოდების რეიტინგში "სან-ხოსე შარკსის" ჰოკეისტის დენ ბოილის ავტოგოლმა დაიკავა "კოლორადო ეველანშთან" მატჩში. მეორე ადგილი დაიკავა ეპიზოდმა კანადელი პატრის კორმეს მონაწილეობით, რომელმაც კვებეკის იუნიორთა ლიგის მატჩში მეტოქეს მალულად იდაყვი ჩაარტყა.

პირველი ადგილი რეიტინგში ამერიკის ჰოკეის ლიგის ერთერთი კლუბის მწვრთნელმა ჯიმ პლეიფერმა დაიკავა, რომელმაც უკმაყოფილება უკიდურესად ემოციურად გამოხატა. თავის ერთერთ მოთამაშეს ჰოკეის ჯოხი გამოსტაცა და ბოლომდე დაამსხვრია, შემდეგ პიჯაკი გაიხადა, სხვა ჰოკეისტს წაართვა ჰოკეის ჯოხი და ისიც დაამტვრია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული