ზამთრის კლასიკა ვაშინგტონმა მოიგო

AutoSharing Option

ამინდის კაპრიზების მიუხედავად, ახალი წლის პირველ დღეს ტრადიციად ქცეული "ზამთრის კლასიკა" მაინც გაიმართა. მისი რამდენჯერმე გადატანის მიზეზი თბილი ამინდი და წვიმა გახდა. თუმცა ბოლოს პრინციპული მეტოქეები - "პიტსბურგ პინგვინზი" და "ვაშინგტონ კეპიტალზი" მაინც გავიდნენ სახელდახელოდ მოწყობილ ყინულზე.

პირველი პერიოდი თითქმის ყველა კომპონენტში თანაბარი აღმოჩნდა და ლოგიკურად საყაიმო ანგარიშით დასრულდა. დედაქალაქელთა მცველმა ჯონ კარლსონმა შორიდან ძელს გაარტყა შაიბა, შემდეგ კი მასპინძლების ფორვარდს მარკ ლეტესტუს ასევე ძელმა შეუშალა ხელი ანგარიშის გახსნაში. "პიტსბურგის" რიგებში, პირველ რიგში, ჯორდან სტაალის დაბრუნება იყო აღსანიშნავი. მან ჯამში

15 წუთი გაატარა ყინულზე და ხანგრძლივი პაუზის ფონზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

მეორე პერიოდი მცირე წვიმითა და ოვეჩკინის ერთი-ერთზე გასვლით დაიწყო, მაგრამ ფლერიმ თავისი პარტნიორები გადაარჩინა, ერთ წუთში კი სეზონში პირველი შედეგიანი პასი გაიფორმა - გოლკიპერის დაწყებული კომბინაცია ლეტანგმა გააგრძელა და მალკინმა დაასრულა. "ვაშინგტონმა" მალე გაათანაბრა ანგარიში.  ეს რიცხობრივი უპირატესობისას მოხდა - ტელბოტის გაძევებისთვის "პინგვინები" ნუბლმა დასაჯა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო შაიბა ფლერის კარში. როგორც ჩანს, ყინულის ხარისხი არც ისე მაღალი იყო და "პიტსბურგის" მეკარე რამდენჯერმე შეცდა. ერთ-ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდა - იოჰანსონმა თავისუფალი ერიკ ფერი მონახა და მანაც მშვიდად გაიტანა ცარიელ კარში.

 

მასპინძლების თამაში არ იყო ჩვეულ დონეზე, მაგრამ "პინგვიგზს" მაინც შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა რუპის გოლი მეკარეზე თავდასხმის გამო არ ჩათვალეს.

ბოლო პერიოდის ნახევარი ამინდის გაუარესებით აღინიშნა, თამაში კი "პიტსბურგის" მცირე უპირატესობით მიდიოდა. "პინგვინებს" შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მალკინმა ხელსაყრელი სიტუაციიდან ძელს გაარტყა შაიბა. დანარჩენ შემთხვევებში "ვაშინგტონი" დამაჯერებლად იცავდა თავს, ბოლოს კი ლამაზი კონტრშეტევა გამოუვიდა, რის შემდეგაც ფერმა დუბლი შეასრულა - 3:1.

ამის შემდეგ "პიტსბურგმა" საბოლოოდ შეწყვიტა ბრძოლა და მეოთხე შაიბაც მიიღო, მაგრამ ის არ ჩათვალეს, რადგან ოვეჩკინმა ხელი უბიძგა ფლერის. მიუხედავად ამისა, "ვაშინგტონმა" სამართლიანად გაიმარჯვა და ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა "პიტსბურგთან".


* * *
საახალწლო დღეებში ერთ საინტერესო ტრეიდიც განხორციელდა. "ტამპა ბეის" ხელმძღვანელობამ მეკარის პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა და "ნიუ იორკ აილენდერსიდან" 41 წლის ვეტერანი დუეინ როლოსონი გადაიბირა. არადა, ბოლო მატჩებში "ლაითნინგის" რიგებში კარგად გამოიყურებოდა 25 წლის გოლკიპერი სედრიკ დეჟარდენი. მანამდე კი "ტამპას" მეკარეები იყვნენ - დენ ელისი და მაიკ სმიტი, თუმცა მათ ბევრჯერ დააღალატეს გუნდი.

ერთი პირობა ეს გუნდი რუსეთიდან წამოსული ევგენი ნაბოკოვის დამატებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი როლოსონზე შეაჩერა. ამ მეკარის სანაცვლოდ "ტამპამ" "აილენდერსს" 22 წლის მცველი ტაი ვისგარტი დაუთმო, რომელსაც 2006 წლიდან მოყოლებული ლიგაში მოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

30 დეკემბერი
ატლანტა-ბოსტონი 3:2 (ბ)
1:1, 1:1, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ენსტრიომი-6 (ბიფულინი-25, ბერგფორსი-12), 1:1 პ. ბერჟერონი-8, 1:2 ველერი-9 (კრეისი-18), 2:2 ენსტრიომი-7.
ბულიტები გაიტანეს: ლიტლი (ატლანტა), ველერი (ბოსტონი), სტეპლტონი (ატლანტა).

ტორონტო-კოლამბუსი 2:3
2:1, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კულემინი-13 (მაკარტური-19, ბოისი-1), 1:1 ჰუსელიუსი-7 (ჰეიდა-5, ვერმეტი-11), 2:1 ბოჟაკი-5 (კესელი-9), 2:2 ჰუსელიუსი-8 (ნეში-12, ვერმეტი-12), 2:3 უმბერგერი-11 (ნეში-13, რასელი-6).

ტამპა ბეი-მონრეალი 4:1
0:1, 2:0, 2:0
გოლები: 0:1 პასიორეტი-2 (გომესი-13), 1:1 სენტ ლუისი-16 (ლეკავალიე-9, სტემკოსი-24), 2:1 კუბინა-2 (სენტ ლუისი-34, სტემკოსი-25), 3:1 სტემკოსი- 30 (ბულიტი), 4:1 სტემკოსი- 31 (მელოუნი-20, ჰედმანი-12).

ჩიკაგო-სან ხოსე 3:5
1:1, 2:2, 0:2
გოლები: 1:0 შარპი-21 (კოპეცკი-16, სიბრუკი-19), 1:1 ნიკოლი-4 (ვლასიჩი-4), 1:2 ფერეირო-4 (კუტური-9, დ. ბოილი-22), 1:3 ჰიტლი-15 (დემერსი-10, დ. ბოილი-23), 2:3 ბროუერი-10 (პ. კეინი-17, შარპი-17), 3:3 ბ. კემპბელი-2 (ბოლანდი-9, ბიკელი-11), 3:4 ჯ. ტორნტონი-10 (ვლასიჩი-5, ჰიტლი-20), 3:5 ქლოუ-10.

ედმონტონი-კოლორადო 3:4 (ბ)
0:3, 1:0, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 გალიარდი-7 (პ. შჩასტნი-21, რ. უილსონი-6), 0:2 პ. შჩასტნი-14 (დ. ჯონსი-10, გალიარდი-4), 0:3 ფლიშმანი-10 (დუშენი-22), 1:3 ჰოლი-12 (სემ განიე-15, ებერლე-14), 2:3 ჰემსკი-8 (კოლიანო-7, პენერი-12), 3:3 კოლიანო-4 (ჰემსკი-13, პენერი-13).
ბულიტები გაიტანეს: ჰეიდუკი (კოლორადო).

ლოს ანჯელესი-ფილადელფია 4:7
2:2, 2:4, 0:1
გოლები: 1:0 რ. სმიტი-13 (სკუდერი-9, სტოლი-14), 1:1 ბრიერი-18 (მ. რიჩარდსი-22, მ. კარლი-15), 2:1 ჯასტინ უილიამსი-15 (დაუტი-17, კოპიტარი-26), 2:2 მ. რიჩარდსი-12 (ჟირუ-17, ო'დონელი-8), 2:3 ჰარტნელი-9 (ჟირუ-18, პოუ-8), 2:4 მ. რიჩარდსი-13 (ვან რიმსდიკი-9, ბრიერი-11), 3:4 ჯ. ჯონსონი-4, 3:5 ჯ. კარტერი-15 (მ. რიჩარდსი-23, ჟირუ-19), 3:6 ვან რიმსდიკი-8, 4:6 რ. სმიტი- 14 (სტოლი-15, დაუტი-18), 4:7 ლეინო-9 (ჯ. კარტერი-16, ნოდლი-6).


31 დეკემბერი
ფლორიდა-მონრეალი 2:3 (ო)
0:0, 2:2, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ვეისი-11 (ჰაგინსი-7, ვიდემანი-14), 2:0 კულიკოვი-3 (სანტორელი-6, ბუტი-10), 2:1 ვიშნიევსკი-4 (ჰამრლიკი-14, გომესი-15), 2:2 ჯონტა-13 (გომესი-15, ვიშნიევსკი-19), 2:3 ვიშნიევსკი-5 (კამალერი-17, პლეკანეცი-20).

ნიუ ჯერსი-ატლანტა 3:1
1:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 ფეინი-2 (არნოტი-7), 2:0 ლანგენბრუნერი-4 (არნოტი-8), 2:1 ბიფულინი-15 (ბურმისტროვი-10, ე. სტიუარტი-15), 3:1 კოვალჩუკი-9.

მინესოტა-ნეშვილი 1:4
0:1 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ფრენსონი-5 (ო'ბრაიენი-4, ლეგვანდი-7), 0:2 ჰორნკვისტი-9 (შ. უებერი-11, დუმონი-7), 1:2 კობესიუ-6 (ჰავლატი-26, კულენი-15), 1:3 ჯ. უორდი-4, 1:4 ს. კოსტიცინი-7 (ლეგვანდი-8, შ. უებერი-12).

კოლამბუსი-ოტავა 4:3 (ო)
1:0, 2:1, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 უმბერგერი-12 (ტიუტინი-7, ვორაჩეკი-15), 2:0 პალსონი-3 (კ. კლარკი-8), 3:0 ნეში- 18 (ჰუსელიუსი-4, ვერმეტი-13), 3:1 ფიშერი-11, 3:2 ფოლინო-5 (ვინჩესტერი-4, კ. ნილი-8), 3:3 ალფრედსონი-12 (მ. მიხალეკი-7, კოვალიოვი-10), 4:3 ვორაჩეკი-7.

დეტროიტი-აილენდერსი 3:4 (ო)
1:2, 1:1, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ფრანცენი-17 (ზეტერბერგი-30, ჰოლმსტრიომი-9), 1:1 მოულსონი-12 (ენდრიუ მაკდონალდი-7, ტავარესი-12), 1:2 ტავარესი-11 (ჟერვე-3, კონოპკა-4), 1:3 იოენსუ-3 (იურჩინა-2, მ. მარტინი-1), 2:3 ფილპულა-9 (ჰელმი-9, ლიდსტრიომი-25), 3:3 ტატარი-1 (ჰელმი-9, რაფალსკი-25), 3:4 პარენტო-9 (ტავარესი-13, ენდრიუ მაკდონალდი-8).

ანაჰაიმი-ფილადელფია 5:2
1:0, 2:1, 2:1
გოლები: 1:0 ჯ. ბლეიკი-7 (ლიდმანი-12, ჰილერი-1), 2:0 ვიშნოვსკი-6 (სელიანე-23, ს. კოივუ-10), 3:0 ჯ. ბლეიკი- 8 (ლუპული-2, ს. კოივუ-11), 3:2 ნოდლი-9 (მ. კარლი-16, ჯ. კარტერი-17), 3:2 ჯ. კარტერი-16, 4:2 რაიანი-15 (ლიდმანი-13, პერი-23), 5:2 ვიშნოვსკი-7 (სელიანე-24, მაკმილანი-4).

სენტ ლუისი-ფინიქსი 4:3
1:0, 2:0, 1:3
გოლები: 1:0 ბოიესი-9 (სტინი-14, ბ. ჯეკმენი-7), 2:0 ე. ჯონსონი-3 (ბეკსი-20, ჯეკმენი-8), 3:0 პიეტრანჯელო-5 (კოლაიაკოვო-12, ბერგლუნდი-13), 4:0 სტინი-12, 4:1 დოუნი-8 (ბელანჟე-12, აპშოლი-7), 4:2 კორპიკოსკი-9 (იენდლი-22, მორისი-5), 4:3 დოუნი- 9 (ა. ოკუანი-13, აპშოლი-8).

დალასი-ვანკუვერი 1:4
0:2, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 დ. სედინი-20 (ჰ. სედინი-40, ერჰოფი-14), 0:2 ტორესი-11 (ჰანსენი-8, ბიეკსა-7), 0:3 ჰ. სედინი-9 (ედლერი-21, დ. სედინი-27), 0:4 ბიეკსა-4 (ჰამჰუისი-7, მალორტა-11), 1:4 მოროუ-14 (ოიბეირო-25, ლ. ერიქსონი-25).

კალგარი-კოლორადო 3:2
0:0, 3:0, 0:2
გოლები: 1:0 კოსტოპულოსი-4 (ტ. ჯეკმენი-4, ჯორდანო-17), 2:0 იგინლა-16 (ტანგეი-20, ო. იოკინენი-12), 3:0 ტ. ჯეკმენი-4 (კოსტოპულოსი-4, ბაბჩუკი-10), 3:1 ვინიკი-6 (რ. ო'რაილი-10), 3:2 ფლიშმანი-11 (დუშენი-23).


1 იანვარი
პიტსბურგი-ვაშინგტონი 1:3
0:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 მალკინი-14 (ლეტანგი-27, მ-ა. ფლერი-1), 1:1 ნუბლი-9 (ბექსტრიომი-26, მაიკ გრინი-11), 1:2 ფერი-6 (მ. იოჰანსონი-4), 1:3 ფერი-7 (ჩიმერა-7, ერსკინი-6).

ბაფალო-ბოსტონი 7:6 (ბ)
3:4, 2:0, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 ფერენსი-2 (მაკუეიდი-4, სავარი-4), 1:1 პომინვილი-7 (ვანეკი-13, მ. უებერი-3), 1:2 საიდენბერგი-2, 1:3 მარჩანდი-6 (ბოიჩუკი-7, რეკი-15), 2:3 ვანეკი-14 (ტიმ კონოლი-9, პომინვილი-10), 2:4 ხარა-5 (პ. ბერჟერონი-16, რეკი-16), 3:4 სტეფორდი-11, 4:4 სტეფორდი-12 (გოსტადი-8), 5:4 პომინვილი-8 (სეკერა-11, ჰეხტი-10), 5:5 სეგუინი-6 (პეი-4), 5:6 კამპფერი-2 (სეგუინი-7, ხარა-11), 6:6 სტეფორდი-13 (ტიმ კონოლი-10, პომინვილი-11).
ბულიტები გაიტანეს: სტეფორდი (ბაფალო), რაიდერი (ბოსტონი), ვანეკი (ბაფალო), სეგუინი (ბოსტონი), ენისი (ბაფალო).

კაროლინა-ნიუ ჯერსი 6:3
4:1, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ტ. რუუტუ-9 (კორვო-8), 2:0 სკინერი-10 (გლისონი-7, ლაროუზი-7), 3:0 სამსონოვი-7 (კორვო-9, მაკბეინი-10), 4:0 დელპი-1 (ტ. რუუტუ-17, მაკბეინი-11), 4:1 პელეი-2 (კორენტი-5, სალმელა-1), 4:2 ზაიაცი-6 (ელიაში-18, ვოლჩენკოვი-1), 5:2 სამსონოვი-8 (ტ. რუუტუ-18, ე. სტაალი-19), 5:3 ელიაში-8 (კორენტი-6), 6:3 სკინერი-11 (ლაროუზი-8, ტ. რუუტუ-19).

ოტავა-ტორონტო 1:5
0:3, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 მაკარტური- 10 (ტ. კაბერლე-22), 0:2 ბოჟაკი-6 (კრები-3, კესელი-10), 0:3 ბოჟაკი-7 (კრები-4, კესელი-11), 0:4 ბოისი- 1 (ვერსტეეგი-15, კ. არმსტრონგი-2), 0:5 შენი-2 (ტ. კაბერლე-23, კულემინი-11), 1:5 გონჩარი-5 (ე. კარლსონი-16, ალფრედსონი-12).

ტამპა ბეი-რეინჯერსი 2:1 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ტირელი-4 (ტომპსონი-8), 1:1 გაბორიკი-11 (ჟირარდი-17), 2:1 ტომპსონი-6 (ტირელი-5, ლუნდინი-8).

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 0:1
0:0, 0:1, 0:0
გოლი: 0:1 სეტოგუჩი-7 (ჰასკინსი-4, ვლასიჩი-6).

ედმონტონი-კალგარი 1:2
0:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ტ. ჯეკმენი-5 (მოსი-5, ბოუმისტერი-10), 1:1 რ. ჯონსი-9 (გილბერტი-8, პენერი-14), 1:2 ჯორდანო-4 (ტანგეი-21, ო. იოკინენი-13).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული