კვირის გუნდი. ეჭვგარეშეა, რომ ეს სტატუსი "ვანკუვერ კენაქსს" ეკუთვნის, რომელიც უპრობლემოდ უმკლავდება მეტოქეებს და ლიგაში დღეს პირველ ადგილს იკავებს. წლის ბოლოს "დეტროიტთან" ოვერტაიმში წაგების შემდეგ, "კენაქსმა", ზედიზედ მოუგო "კოლამბუსს", "ედმონტონს", "ფილადელფიას", "დალასს", "კოლორადოსა" და "სან ხოსეს", თანაც 26 შაიბა გაიტანა.
ბოლო ორი-სამი სეზონია მუდმივად ლაპარაკობენ იმაზეა, რომ დროა "ვანკუვერმა" სტენლის თასი მოიპოვოს, მაგრამ პლეი ოფში გუნდი ისე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, როგორც რეგულარულში და საწყის ეტაპებზე ეთიშება ბრძოლას.
კანადური კლუბის წარმატებას ხელს უწყობს სუსტი დივიზიონი. მისი სამი წარმომადგენელი - "ედმონტონი", "კალგარი"
მონრეალის დი აილენდერსის ტრეიდები. გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი გაცვლა "მონრეალ კანადიენსმა" განახორციელა, რომელსაც პრაქტიკულად უფასოდ ერგო მაღალი დონის მცველი ჯეიმს ვიშნევსკი. მის სანაცვლოდ კანადელებმა "ნიუ იორკ აილენდერს" 2012 წლის დრაფტის მეორე და მეხუთე რაუნდებში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლება დაუთმეს. 26 წლის ვიშნევსკი კარგად მოქმედებს საკუთარი კარის სიახლოვეს, სასარგებლოა რიცხობრივი უპირატესობის დროს და თავის ზონაში კარგი პირველი პასით გამოირჩევა. ამასთან, ვიშნევსკის წლიური ხელფასი 3.2 მილიონი დოლარია, რაც მისი დონის მოთამაშისთვის არ არის დიდი თანხა.
რაც შეეხება "აილენდერსს", ვიშნევსკისა და მეკარე დუეინ როლოსონის გაშვებით (გამოცდილმა გოლკიპერმა "ტამპა ბეი" გააძლიერა) კლუბმა ოფიციალურად "აღიარა", რომ წელს არ აქვს პლეი ოფში მოხვედრის პრეტენზია და დრაფტის მაღალი არჩევის ნომრისთვის იბრძოლებს.
კრის ოსგუდის მე-400 გამარჯვება. დაახლოებით ერთი კვირის წინ "დეტროიტ რედ უინგზის" 38 წლის მეკარე კრის ოსგუდი მეცხრე გოლკიპერი გახდა NHL-ის ისტორიაში, ვინც კარიერაში 400 გამარჯვებას მოუყარა თავი. რაც მთავარია, ვეტერანი მეკარე კარგ ფორმაშია და ლიგის ყველაზე წარმატებული მეკარეების სიაში უფრო ზევით ასვლაც შეუძლია. მაგალითად, მეცხრე ადგილზეა გრანტ ფიური, რომელსაც 403 გამარჯვება აქვს კარიერაში, შემდეგ მოდის გლენ ჰოლი 407 მოგებით. ამ დუეტს კრისი, ალბათ, წელს გაუსწრებს. ხოლო ლეგენდარული ტონი ესპოზიტოს შედეგის (423) გასაუმჯობესებლად ოსგუდს სავარაუდოდ შემდეგ სეზონამდე მოცდა მოუწევს. აბსოლუტურ რეკორდსმენამდე მარტინ ბროდომდე კი უახლოეს ათწლეულში ვერც ოსგუდი და ვერც სხვა მეკარე ვერ მიაღწევს.
კვირის ტრავმა. არც ერთი კვირა ისე არ ჩაივლის, რომ თუნდაც ერთი წამყვანი მოთამაშე არ გამოაკლდეს რეგულარულ ჩემპიონატს. ამჯერად ტრავმები მიიღეს "ჩიკაგოსა" და ანაჰაიმის" ლიდერებმა - ჯონათან ტეუვზმა და რაიან გეტცლაფმა, თუმცა საბედნიეროდ, მათი დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა. ტეუვზი გუშინ დაუბრუნდა ყინულს, გეტცლაფთან დაკავშირებით კი ოდნავ რთულად არის საქმე - მას შაიბა სახეში მოხვდა და ძვალი აქვს გაბზარული. მისი დაბრუნების თარიღი ექიმების საბოლოო ვერდიქტზეა დამოკიდებული.
დაახლოებით თვენახევარს გამოტოვებს "ნიუ იორკ რეინჯერსის" თავდამსხმელი ერიკ კრისტენსენი, რომელმაც მუხლი დაიზიანა. ალბათ, ამ სეზონში ვერ ითამაშებს "პიტსბურგის" ფორვარდი მაიკ კომრი - მას ბარძაყზე ოპერაციის გამო ოთხი თვე გაუცდება. და კიდევ - ერთი თვე ვერ ითამაშებს "დეტროიტის" ფორვარდი დენ კლირი, რომელმაც უხეიროდ მოიგერია მეტოქის დარტყმა.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ვაშინგტონ კეპიტალზის" მეკარე სემიონ ვარლამოვი დაასახელა. ამ გოლკიპერმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 56 დარტყმიდან 55 მოიგერია.
მეორე ვარსკვლავი "ფინიქს კოიოტზის" ფორვარდი შეინ დოუნია. ოთხ მატჩში მან 5 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა და შედეგიანი მატჩების რაოდენობა ექვსამდე აიყვანა.
მესამე ვარსკვლავი გახდა "დეტროიტ რედ უინგზის" მცველი ნიკლას ლიდსტრიომი. დოუნის მსგავსად მანაც ოთხ მატჩში 8 ქულა (2+6) დააგროვა. ლეგენდარული შვედი ვეტერანი ზედიზედ შვიდი მატჩია ქულის გარეშე არ ტოვებს მოედანს. 40 წლის ლიდსტრიომი მცველებს შორის ქულების რაოდენობით მეორე ადგილზეა - 39 მატჩში 37 ქულა (11+26) აქვს.
კაროლინა-ფლორიდა 3:4 (ო)
1:1, 0:1, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 დელპი-2 (ბოდი-3), 1:1 ვიდემანი-3 (სტილმანი-6, დვორაკი-6), 1:2 ჰიგინსი-7 (კულიკოვი-7, ფროლიკი-16), 1:3 სტილმანი-4 (სანტორელი-8, დადონოვი-7), 2:3 ბოიჩუკი-3 (კოული-9, ე. სტაალი-20), 3:3 ჰარისონი-1 (კოული-10, მაკბიენი-11), 3:4 ალენი-3 (მატიასი-8, ფროლიკი-17).
ტორონტო-ბოსტონი 1:2
1:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 გრაბოვსკი-14 (შენი-7), 1:1 ჰორტონი-12 (საიდენბერგი-13), 1:2 სავარი-2 (ჰორტონი-14, ლუჩიჩი-12).
კალგარი-აილენდერსი 2:5
1:3, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ტავარესი-12 (პარენტო-14, ენდრიუ მაკდონალდი-9), 0:2 მოულსონი-13 (პარენტო-15, ტავარესი-14), 1:2 მოსი-5 (პარდი-3, ბაბჩუკი-11), 1:3 ტავარესი-13 (ენდრიუ მაკდონალდი-10, ნილსენი-14), 1:4 მოულსონი-14 (ჰამონიკი-5, კონოპკა-5), 2:4 მოსი-6 (ტ. ჯეკმენი-5), 2:5 გრაბნერი-9 (იტონი-3).
ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 3:4
1:1, 1:1, 1:2
გოლები: 1:0 ჰანძუში-5 (ჯ. ჯონსონი-23, მარტინესი-2), 1:1 მარიან ჰოსა-9 (კოპეცკი-17, შარპი-18), 1:2 შარპი-22 (პ. კეინი-18, ტეუვზი-19), 2:2 რ. სმიტი-15 (ჯასტინ უილიამსი-18), 2:3 შარპი-23 (კოპეცკი-18), 3:3 რ. სმიტი-16 (ჯ. ჯონსონი-24, კოპიტარი-27), 3:4 ტეუვზი-16.
სან ხოსე-ვანკუვერი 3:4
0:1, 3:2, 0:1
გოლები: 0:1 დ. სედინი-21 (ჰ. სედინი-41, ბაროუზი-11), 1:1 ქლოუ-11 (დემერსი-11, ფერეირო-4), 1:2 ედლერი-3 (ერჰოფი-15, დ. სედინი-28), 2:2 მარლო-15 (ჰიტლი-21, დ. ბოილი-24), 3:2 მეიერსი-2 (ჰიტლი-22, ჰასკინსი-5), 3:3 ჰანსენი-5 (კესლერი-16, რეიმონდი-12), 3:4 ბაროუზი-8 (ერჰოფი-16, ბალარდი-2).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 39 24 10 5 53
2. ტამპა ბეი* 39 23 11 5 51
3. ბოსტონი* 38 21 11 6 48
4. პიტსბურგი 40 25 12 3 53
5. ვაშინგტონი 40 23 12 5 51
6. ატლანტა 42 21 15 6 48
7. რეინჯერსი 40 22 15 3 47
8. მონრეალი 40 21 16 3 45
9. კაროლინა 38 18 15 5 41
10. ფლორიდა 37 18 17 2 38
11. ოტავა 40 16 19 5 37
12. ბაფალო 38 16 18 4 36
13. ტორონტო 38 14 20 4 32
14. აილენდერსი 37 12 19 6 30
15. ნიუ ჯერსი 38 10 26 2 22
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ვანკუვერი* 38 25 8 5 55
2. დეტროიტი* 39 24 10 5 53
3. დალასი* 40 23 13 4 50
4. სან ხოსე 40 21 14 5 47
5. ანაჰაიმი 42 21 17 4 46
6. სტ. ლუისი 38 20 13 5 45
7. ლოს ანჯელესი 39 22 16 1 45
8. კოლორადო 39 20 14 5 45
9. ჩიკაგო 41 21 17 3 45
10. ნეშვილი 38 19 13 6 44
11. კოლამბუსი 39 20 16 3 43
12. ფინიქსი 38 17 13 8 42
13. მინესოტა 38 18 15 5 41
14. კალგარი 40 18 19 3 39
15. ედმონტონი 37 12 18 7 31
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 65 (32+33)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 56 (31+25)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 50 (16+34)
ჰენრიკ სედინი (ვან) 50 (9+41)
დანიელ სედინი (ვან) 49 (21+28)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 45 (18+27)
კორი პერი (ანა) 44 (21+23)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 44 (14+30)
ლუი ერიქსონი (დალ) 42 (16+26)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 42 (15+27)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 42 (14+28)
გოლები
სიდნი კროსბი (პიტ) 32
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 31
პატრიკ შარპი (ჩიკ) 23
კორი პერი (ანა) 21
დანიელ სედინი (ვან) 21
რაიან კესლერი (ვან) 19
ბრედ რიჩარდსი (დალ) 18
ერიკ სტაალი (კარ) 18
ლოგან კუტური (ს-ხოს) 18
ალექსანდრ სიომინი (ვაშ) 18
რიკ ნეში (კოლამ) 18
დენი ბრიერი (ფილ) 18
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 41
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 34
სიდნი კროსბი (პიტ) 33
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 30
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 28
დანიელ სედინი (ვან) 28
კრის ლეტანგი (პიტ) 27
პაველ დაციუკი (დეტ) 27
ტობიას ენტრიომი (ატლ) 27
ბრედ რიჩარდსი (დალ) 27
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 17