ნახევარი სეზონი ციფრებში

AutoSharing Option

ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი რეგულარული ჩემპიონატის ეკვატორზე საინტერესო სტატისტიკას გვამცნობს.
0 - შარშანდელი სეზონის ეკვატორზე საკუთარი დივიზიონების ვერც ერთ ლიდერს წელს ვეღარ ვხედავთ ცხრილის უმაღლეს საფეხურზე. აღმოსავლეთ კონფერენციაში "პიტსბურგმა", "ტამპა ბეიმ" და "ბოსტონმა" "ნიუ ჯერსი", "ბაფალო" და "ვაშინგტონი" ჩაანაცვლეს, დასავლეთის დივიზიონებში "ჩიკაგოს", "კოლორადოსა" და "სან ხოსეს" ნაცვლად "დეტროიტი", "ვანკუვერი" და "დალასი" ლიდერობენ.
1 - მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩში დასრულდა უგოლოდ სამი პერიოდისა და ოვერტაიმის შემდეგ - "მშრალი" მატჩი ოქტომბრის დასაწყისში "ბაფალომ" და "ოტავამ" ითამაშეს. ბულიტების სერიაში ერთადერთი ზუსტი დარტყმა

ბაფალოელი ტომაშ ვანეკის ანგარიშზე იყო.
2 - რიცხობრივ უმცირესობაში ორი ბულიტი გაიტანა "აილენდერსის" ფორვარდმა ფრანს ნილსენმა! ის ორჯერ გაიქცა კონტრშეტევაზე, მასზე დაჯარიმდნენ და ნიუიორკელმა ბულიტები გამოიყენა. ნილსენის "პენალტებისგან "ფილადელფია" და "ბოსტონი" დაზარალდნენ.
3 - სამი გოლი გაიტანა ოვერტაიმში დასტინ ბიფულინმა. "ატლანტას" მცველი ლიდერია ამ მაჩვენებლით.
4 - ამდენი რეალიზებული ბულიტი აქვთ ნახევარ სეზონში ტომაშ ვანეკს, ბრედ რიჩარდსა და ალექს ტანგეის. სწორედ ისინი ლიდერობენ ამ მაჩვენებლით.
5 - ხუთ მატჩში ვიხილეთ თამაშის ბედის ფანტასტიკური შემობრუნება, როცა ერთი გუნდი სამი შაიბით აგებდა, ჩამორჩენა გააბათილა და შემდეგ მოიგო შეხვედრა. კიდევ რვა გუნდმა შეძლო სამშაიბიანი დეფიციტის აღმოფხვრა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო ოვერტაიმში ან ბულიტების სერიაში.
6 - კარიერის განმავლობაში ექვსი გუნდის წინააღმდეგ შეასრულა "შათაუტი" მეკარე დუეინ როლოსონმა. ბოლოს ასეთი მეტოქე "ვაშინგტონი" იყო. ლიგის რეკორდი კი შონ ბურკს ეკუთვნის, რომელმაც შვიდ გუნდს არ გაატანინა გოლი.
7 - მატჩის დაწყებიდან შვიდი წამის შემდეგ შეძლო პიტსბურგელმა ევგენი მალკინმა "ტამპა ბეის" კარის აღება. რუსს ორი წამი არ ეყო NHL-ის რეკორდის გასაუმჯობესებლად.
8 - "ვაშინგტონმა" 2007 წლის ნოემბერის (როცა გუნდს სათავეში ბრიუს ბუდრო ჩაუდგა) შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ რვა მატჩი.
10 - სწორედ ამდენჯერ მიეცა "ედმონტონს" რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შანსი "მინესოტასთან" მატჩში (21 ოქტომბერი). ეს სეზონის რეკორდია.
11 - "რეინჯერსისა" და "ტამპას" შეხვედრის (23 დეკემბერი) ბედი ბულიტების სერიის მე-11 რაუნდმა გადაწყვიტა. ეს ყველაზე გრძელი სერიაა სეზონში.
12 - ამდენი ზუსტი დარტყმა შეასრულა "ედმონტონმა" დეკემბერში "ვანკუვერის" კარში, რაც ჩემპიონატის ანტირეკორდია. ამ რეიტინგში მეორე ადგილზე ასევე "ოილერზია" - "ფლორიდას" კარში 13-ჯერ გაისროლა.
14 - ზედიზედ 14 მატჩი წააგო "აილენდერსმა". ასეთი უიღბლო სერია არც ერთ გუნდს არ ჰქონია.
15 - 18 ნოემბერს "ტამპამ" და "ფილადელფიამ" ერთ მატჩში ჯამში 15 შაიბა გაიტანეს - სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი.
25 - ზედიზედ 25 მატჩის განმავლობაში "პიტსბურგის" კაპიტანი სიდნი კროსბი უქულოდ არ ტოვებდა მოედანს. ეს ყველაზე გრძელი სერიია 1992-93 წლების სეზონის შემდეგ, როცა შვედმა მატს სუნდინმა ზედიზედ 30 მატჩში აგროვა ქულები.
26 - ერთი პერიოდის განმავლობაში 26 დარტყმა - ასეთია მიმდინარე სეზონის რეკორდი. ასეთი შედეგი ორ გუნდს ჰქონდა: "დეტროიტს" "ლოს ანჯელესთან" მეორე პერიოდში და "ვაშინგტონს" "ბოსტონთან" მატჩის მესამე 20-წუთეულში.
28 - ორმოცი შეხვედრიდან 28 ძირითად დროში წააგო "ნიუ ჯერსიმ". მთელი შარშანდელი რეგულარულის განმავლობაში "ეშმაკები" ჯამში 27-ჯერ დამარცხდნენ.
55 - ამდენი ზუსტი დარტყმა შეასრულა "ფლორიდამ" "ატლანტასთან" მატჩში და ეს ჯერჯერობით სეზონის რეკორდია.
64 - ბულიტების სერიამ 64-ჯერ გაარკვია მატჩის ბედი.
118 - მეტოქეთა 118 დარტყმას გადაეღობა "ნიუ იორკ რეინჯერსის" მცველი დენ ჟირარდი, რითაც ჯერჯერობით სეზონის რეკორდსმენი გადა. ოდნავ ნაკლები დარტყმა (111) შეაჩერა კალგარელმა მარკ ჯორდანომ.
126 - საერთო ჯამში ამდენი წუთი გაგრძელდა 3 დეკემბერს "დეტროიტისა" და "ანაჰაიმის" შეხვედრა. ჩვეულებრივ, NHL-ის მატჩი ორი საათი და 30 წუთი მიმდინარეობს, მაგრამ "რედ უინგზმა" და "დაქსმა" პრაქტიკულად უპაუზოდ ითამაშეს. ასე სწრაფად ლიგაში მატჩი 2006-07 წლების სეზონის შემდეგ არ დასრულებულა.
188 - ყველაზე მეტი დარტყმა სეზონის პირველ ნახევარში "ვაშინგტონის" კაპიტან ალექსანდრ ოვეჩკინს ჰქონდა, თუმცა რუსმა ვარსკვლავმა მხოლოდ 14 შაიბის გატანა შეძლო, რაც რეალიზაციის 7.4 პროცენტი გახლავთ.
6,6 - 6 600 000-მა ჩრდილოამერიკელმა უყურა პირველ იანვარს Winter Classic-ს - "პიტსბურგსა" და "ვაშინგტონს" შორის ღია ცის ქვეშ გამართულ ორთაბრძოლას.

კაროლინა-ატლანტა 3:4 (ო)
1:1, 2:1, 0:1, 1:0
გოლები:  1:0 ტ. რუუტუ-10 (კორვო-11),  1:1 ლიტლი-11 (ანტროპოვი-13, ენსტრიომი-29), 2:1 დელპი-3 (დუაიერი-7, ტ. რუუტუ-23), 3:1 სკინერი-14 (კორვო-12, მაკბეინი-13), 3:2 ბერგფორსი-9 (ლედი-22, ენსტრიომი-30), 3:3 ლიტლი-12 (ე. სტიუარტი-16, ოდუია-12), 3:4 კოული-11 (ი. უაიტი-8, ე. სტაალი-21).
ნიუ ჯერსი-ტამპა ბეი 6:3
1:2, 0:0, 5:1
გოლები: 0:1 პურსელი-7 (რიტოლა-4, დაუნი-13), 1:1 კლარკსონი-6 (სესტიტო-1, პელეი-2), 1:2 მელოუნი-11 (ლეკავალიე-11, სენტ ლუისი-35), 2:2 კლარკსონი-7 (კოვალჩუკი-12, ელიაში-20), 3:2 არნოტი-10 (ტალინდერ-5, ჟარკოვი-1), 4:2 ზურუსი-6 (როლსტონი-4, ელიაში-21), 5:2 ელიაში-9 (როლსტონი-5), 5:3 მური-7 (ა. ჰოლი-5, ოლუნდი-5), 6:3 პალმიერი-1 (კოვალჩუკი-13, ბროდო-1).
მინესოტა-დალასი 0:4
0:2, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 დელეი-3 (ბ. რიჩარდსი-30, ლ. ერიქსონი-30), 0:2 ბენი-10 (გროსმანი-5, მოროუ-11), 0:3 ნილი-15 (ბ. რიჩარდსი-31, დელეი-13), 0:3 ბენი-11 (რიბეირო-27, მოროუ-12).
ჩიკაგო-აილენდერსი 5:0
1:0, 4:0, 0:0
გოლები: 1:0 შარპი-25 (პ. კეინი-20, სიბრუკი-20), 2:0 მარიან ჰოსა-10 (კოპეცკი-19, შარპი-19), 3:0 პ. კეინი-13 (ტეუვზი-20, ჰიალმარსონი-4), 4:0 ბოლანდი-6 (მარიან ჰოსა-14, ბიკელი-13), 5:0 ჰიალმარსონი-2 (მარიან ჰოსა-15, ბ. კემპბელი-13).
ანაჰაიმი-სან ხოსე 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 რაიანი-18 (ლიდმანი-16, ვიშნოვსკი-26).

 

ოსგუდს ოპერაცია ურჩევენ

"დეტროიტ რედ უინგზის" მეკარე კრის ოსგუდს ისევ აწუხებს საზარდულის ტრავმა. ამ მიზეზით უახლოეს დღეებში 38 წლის მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ოსგუდს სამკურნალოდ ოპერაცია ესაჭიროება. თავად ჰოკეისტი პლეი ოფის ეტაპის დაწყებამდე აპირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.


ყბის ჩამოღებისთვის ექვმატჩიანი სასჯელია

ჰოკეის ეროვნული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "კალგარი ფლეიმზის" ფორვარდი ტომ კოსტოპულოსი. ასეთი მკაცრი სასჯელი "დეტროიტის" მცველ ბრედ სტიურტის მიმარ გამოჩენილი უხეშობით არის გამოწვეული - კოსტოპულოსმა მეტოქეს ისე ჩაარტყა, რომ ყბა გაუტეხა.
გარდა ამისა, კალგარელ თავდამსხმელს 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.


რეინჯერსი რუსის გარეშე გააგრძელებს

"ნიუ იორკ რეინჯერსმა" სეზონის ბოლომდე დაკარგა რუსი ფორვარდი ალექსანდრ ფროლოვი. ჰოკეისტმა "სენტ ლუისთან" შეხვედრაში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ხანგრძლივი დროით გამოეთხოვა აქტიურ სპორტს.
ფროლოვი გასულ ზაფხულს გადავიდა "რეინჯერსში". 2000 წლის დრაფტის მე-20 ნომერმა წელს 43 მატჩში 16 (9+7) ქულის მოგროვება მოასწრო. სულ NHL-ში მის ანგარიშზე 397 ქულა (175+222) მოდის.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული