როგორც იქნა, პირველი მატჩი მოიგო სიდნი კროსბის გარეშე "პიტსბურგ პინგვინზმა". "პინგვინებმა" თავიანთი პირველი შეხვედრა კაპიტნის გარეშე სწორედ "მონრეალის" წინააღმდეგ ჩაატარეს და ბულიტების სერიაში დამარცხდნენ. ამას მოჰყვა წაგებები "მინესოტასა" და "ბოსტონთან" მატჩებში, თანაც "პიტსბურგმა" ამ სამ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.
"პინგვინზი" გუშინდელ შეხვედრასაც აგებდა. "მონრეალი" ყველანაირად ჯაბნიდა მეტოქეს, მაგრამ მეორე პერიოდის მეორე ნაწილიდან მოყოლებული, მასპინძლების ჰოკეისტები ზედიზედ იღებდნენ ორწუთიან ჯარიმებს, რაც "კანადიენსს" ძვირად დაუჯდა. სტუმრებმა შვიდი შემთხვევიდან ოთხჯერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა და 5:2 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია ჯორდან სტაალის პირველი ქულები სეზონში. სამ-სამი
მეკარე დუეინ როლოსონის სახით ძალიან ძვირფასი შენაძენი გამოუვიდა "ტემპა ბეის". ვეტერანმა მეკარემ ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ ჩაატარა და "შათაუტი" შეასრულა. ახლაც როლოსონმა ისევ დედაქალაქელებთან დაპირისპირებაში 23 დარტყმა შეასრულა, ისევ "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი და თავის გუნდს ძალიან პრინციპული შეხვედრა მოაგებინა. "ტამპამ" შეინარჩუნა ლიდერობა თავის დივიზიონში და ახლა ორი ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ "ვაშინგტონს".
ამ სეზონში მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "ჩიკაგო" და "კოლორადო". წინა სამი მატჩი "ზვავებმა" მოიგეს, მაგრამ ახლა "ბლეკჰოქსმა" შეძლო დამაჯერებელი რევანშის აღება - სტენლის თასის მფლობელმა ოთხი უპასუხო შაიბა გაუტანა "კოლორადოს".
განსაკუთრებით აღსანიშნავია მეკარე კორი კროუფორდის თამაში, რომელმაც 24 დარტყმა მოიგერია. "ჩიკაგოს" 26 წლის მეკარემ ზედიზედ მეორე "შათაუტი" შეასრულა, ხოლო მისი "მშრალი" სერია 126 წუთსა და 25 წამს გრძელდება.
სწორედ კორი კროუფორდი და დუეინ როლოსონი გახდნენ გუშინდელი სათამაშო დღის მეორე და მესამე ვარსკვლავები, პირველობა კი "ანაჰაიმის" ფორვარდ ბობი რაიანს ერგო, რომელმაც "სენტ ლუისთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. "დაქსმა" და "ბლუზმა" ერთად 11 გოლი გაიტანეს. აქედან შვიდი შაიბა "ბლუზმენთა" კარში შევარდა.
რაიანის გარდა, აღსანიშნავია ლუბომირ ვიშნევსკისა (1+2) და ფინელი ვეტერანის ტეემუ სელიანეს (0+2) შედეგიანი თამაში.
მონრეალი-პიტსბურგი 2:5
1:1: 1:2, 0:2
გოლები: 0:1 გოლიგოსკი-8 (კუნიტცი-16, ლეტესტუ-10), 1:1 პლეკანეცი-13 (დერჩი-9, პუიო-11), 2:1 დეშერნე-1 (სუბანი-11, პიატი-3), 2:2 ტაილერ კენედი-7 (ლეტანგი-31, ჯ. სტაალი-1), 2:3 ჯ. სტაალი-1, 2:4 გოლიგოსკი-9 (ჯ. სტაალი-2, ლეტანგი-32), 2:5 კუნიტცი-14 (ლეტანგი-33, გოლიგოსკი-17).
ტამპა ბეი-ვაშინგტონი 3:0
2:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 მური-8 (ტომპსონი-10, როლოსონი-1), 2:0 ბერგენჰაიმი-8 (ჰედმანი-13, დაუნი-14), 3:0 საიმონ განიე-4 (ბერგენჰაიმი-10, ლეკავალიე-12).
ჩიკაგო-კოლორადო 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ბროუერი-11 (კეიტი-22, პ. კეინი-21), 2:0 ბოლანდი-7 (პიზანი-6, სიბრუკი-21), 3:0 პიზანი-7 (ბოლანდი-11), 4:0 სკილი-7 (სიბრუკი-22).
ანაჰაიმი-სენტ ლუისი 7:4
3:0, 0:2, 4:2
გოლები: 1:0 რაიანი-19 (ლუპული-5, ვიშნოვსკი-27), 2:0 ჯეისონ ბლეიკი-9 (ს. კოივუ-13, სელიანე-26), 3:0 რაიანი-20 (პერი-25, ვიშნოვსკი-28), 3:1 ბეკსი-13 (სობოტკა-14, პიეტრანჯელო-14), 3:2 ბეკსი-14 (სობოტკა-15, ე. ჯონსონი-11), 4:2 რაიანი-21 (ლილია-4, ფაულერი-19), 5:2 პერი-22 (ბელეკსი-5, რაიანი-14), 6:2 ვიშნოვსკი-8 (ფაულერი-20, სელიანე-27), 7:2 მაკმილანი-4 (სატონი-3, მარჩანტი-5), 7:3 რივსი-1 (დ'აგოსტინი-12), 7:4 ბოიესი-10 (დ'აგოსტინი-13, სტინი-16).
.