კვირის გუნდი. გასული კვირის შედეგების მიხედვით ამ სტატუსს რამდენიმე გუნდი იმსახურებდა, მაგრამ მხოლოდ "ფინიქსმა" შეძლო მოგებათა სერიის შენარჩუნება, რომელიც უკვე ოთხი მატჩია გრძელდება. უფრო მეტიც, "კოიოტზი" ბოლო რვა მატჩი მინიმუმ ქულით გადის მოედნიდან და შესაბამისად, ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც 2011 წელს ძირითად დროში შეხვედრა არ წაუგია!
ასეთმა წარმატებულმა თამაშმა გუნდს დასავლეთი კონფერენციის ცხრილში მე-13 ადგილიდან მეოთხემდე ასვლის საშუალება მისცა და ახლა "დალასმა" უნდა ინერვიულოს საკუთარ დივიზიონში პირველობის შესაძლო დაკარგვაზე. "ფინიქსის" მთავარი პრობლემა შეტევითი ხაზის მოთამაშეებს ეხება. ეს კარგად აისახება ბომბარდირთა
"კოიოტების" მაღალი ადგილი ცხრილში იმითაც არის გასაკვირი, რომ გუნდი ძალიან სუსტად მოქმედებს არათანაბარი შემადგენლობების დროს. რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების პროცენტით 22-ეა ლიგაში, უმცირესობაში გაშვებული გოლებით - 25-ე.
ტრავმები. გასულ კვირასაც ტრავმები მრავლად იყო. ამ მხრივ ყველაზე მეტად "დეტროიტს" არ გაუმართლა, რომელიც მეკარე კრის ოსგუდისა (ორი თვე) და ფორვარდ ტომას ჰოლმსტრიომის გარეშე დარჩა. ოპერაცია გადაიტანა მცველმა კრის სტიუარტმა, რომელიც თამაშში დაახლოებით ორ თვეში დაბრუნდება. "რედ უიგზისთვის" საბედნიეროდ, მეკარე ჯიმი ჰოვარდმა თითქმის მოირჩინა მუხლის ტრავმა და უახლოეს დღეებში დაუბრუნდება გუნდს.
არასასიამოვნო ამბებია "ნიუ იორკ რეინჯერსის" ბანაკიდან - სეზონის ბოლომდე გამოაკლდა გუნდს ალექსანდრ ფროლოვი, რის გამოც "რეინჯერებს" ტრეიდის განხორციელება მოუწიათ - მცველ მიხალ როჟსივალის ნაცვლად ფორვარდი ვოიტეკ ვოლსკი დაიმატეს. გარდა ამისა, ორი დღის წინ გახდა ცნობილი "ფლორიდას" კაპიტნის ბრაიან მაკეიბის სერიოზული ტრავმის შესახებ - სახეში მოხვედრილმა შაიბამ მას ძვალი გაუტეხა. ამის გამო, "პანტერები" მინიმუმ ერთი თვე საუკეთესო მცველის გარეშე ითამაშებენ. "კოლორადო", შესაძლოა, სეზონის ბოლომდე რაიან ო'რაილის გარეშე დარჩენილიყო, მაგრამ მხარის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ფორვარდი მხოლოდ ორი კვირა იქნება თამაშსგარეთ.
ტეემუ სელიანეს 1300 ქულა. ფინელმა ვარსკვლავმა "ედმონტონ ოილერზს" ორი შაიბა გაიუტანა და კარიერაში 1300-ე და 1301-ე ქულა მიითვალა. ახლა ვეტერანს NHL-ში 620 შაიბა და 681 საგოლე პასი აქვს, 1301 ქულა კი ლიგის ისტორიაში 32-ე მაჩვენებელია. თუ სელიანე მომდევნო სეზონშიც გადაწყვეტს თამაშს, მას არ გაუჭირდება ჟილბერ პეროსა და პიერ ტარჯონის შედეგების გაუმჯობესება. ამ ჰოკეისტებს კარიერაში 1326 და 1327 ქულა დაუგროვებიათ. თუმცა ამ მოთამაშეების გასწრება, შესაძლოა, მიმდინარე სეზონშიც მოესწროს.
კიდევ უფრო საინტერესოა სნაიპერთა რეიტინგი. მიმდინარე სეზონში 14 გოლით ტეემუმ გაუსწრო დინო სისარელისა და ბობი ჰალს, რითაც ლიგის გოლეადორთა ყველა დროის სიაში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. სელიანეს მონაგარი 620 გოლს ითვლის და შემდეგი სიაში ჯო საკიკი დგას - ყოფილ კოლორადოელს ხუთი შაიბით მეტი აქვს. ვფიქრობთ, ტეემუს არ გაუჭირდება დარჩენილ ნახევარ სეზონში ექვსი გოლის გატანა, რითაც NHL-ის ისტორიაში მე-14 სნაიპერი გახდება. მე-13 ადგილზე მყოფ დეივ ანდრეჩუკამდე ფინელს ჯერ ბევრი უკლია - 20 გოლი.
სტემკოსმა კროსბის გაასწრო. თანამედროვეობის საუკეთესო ბომბარდირებს კი თავიანთი რბოლა აქვთ და მასში გასულ კვირას სტივენ სტემკოსმა ("ტამპა ბეი") სიდნი კროსბის ("პიტსბურგი") გაუსწრო. "პინგვინების" კაპიტანი ჯერაც არ დაბრუნებულა მოედანზე ტვინის შერყევის შემდეგ, ამ დროის განმავლობაში კი სტემკოსმა რამდენიმე შაიბა შეაგდო და სეზონის გოლეადროთა სიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა - 33 გოლი 32-ის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, სტივენმა შეამცირა სხვაობა კროსბისთან ბომბარდირთა დავაში და ახლა, ლიდერს მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება. ამ დუეტს კი ორივე რეიტინგში ვანკუვერელი დანიელ სედინი წამოეწია, ასე რომ, რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბრდირისა და სნაიპერის ტიტულისთვის ბრძოლის ბედი, შესაძლოა, ამ სამ კონკურენტს შორის გადაწყდეს.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კაროლინა ჰარიკეინზის" ფორვარდი იუსი იოკინენი დაასახელა. ფინელმა წინა შვიდი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი - ოთხი შაიბა გაიტანა და ჯამში 7 ქულა დააგროვა. იოკინენი გასულ კვირას ჩატარებულ სამივე შეხვედრაში აგროვებდა მინიმუმ ერთ ქულას.
მეორე ვარსკვლავი გახდა "ბოსტონ ბრუინზის" ფორვარდი პატრის ბერჟერონი. იოკინენის მსგავსად მანაც 7 ქულა (3+4) დააგროვა, ოღონდ ოთხ შეხვედრაში. კანადელი თავდამსხმელი კლუბის საუკეთესო ბომბარდირია - 44 მატჩში 34 ქულა (14+20) აქვს.
მესამე ვარსკვლავი მეკარე გახლავთ - "ფინიქს კოიოტზის" კარის დარაჯი ილია ბრიზგალოვი, ვინც გასულ კვირას საშუალოდ 2.00 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 93.8 პროცენტს იგერიებდა.
ბოსტონი-კაროლინა 7:0
3:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 მ. სტიუარტი-1 (ჰორტონი-16, მაკკუაიდი-6), 2:0 ხარა-8 (მაკკუაიდი-7), 3:0 ხარა-9 (კრეისი-22, პ. ბერჟერონი-21), 4:0 გ. კემპბელი-6 (შ. ტორნტონი-4, ველერი-11), 5:0 პ. ბერჟერონი-15, 6:0 რაიდერი-14 (საიდენბერგი-18, კამპფერი-3), 7:0 ხარა-10 (კრეისი-23, ლუჩიჩი-13).
აილენდერსი-ნიუ ჯერსი 2:5
0:2, 2:3, 0:0
გოლები: 0:1 ჟარკოვი-1 (ტედენბი-6, არნოტი-9), 0:2 კოვალჩუკი-13 (გრინი-13, ზაიაცი-18), 0:3 ტედენბი-5 (ფრეზერი-1, პელეი-3), 1:3 პარენტო-11 (კომო-16, მარტინეკი-5), 2:3 გრანბერი-11 (ბელეი-8, ჰამონიკი-7), 2:4 პელეი-3 (ფრეზერი-2, არნოტი-10), 2:5 ზუბრუსი-7 (ელიაში-22, როლსტონი-7).
ფინიქსი-სან ხოსე 2:4
1:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 მარლო-18 (ვლასიჩი-8, პაველსკი-21), 1:1 დ. მორისი-4 (იენდლი-29, დოუნი-20), 1:2 ჰიტლი-18 (კუტური-10, ჯ. ტორნტონი-30), 1:3 კუტური-20 (დ. ბოილი-26, ჰიტლი-25), 2:3 ეკმან ლარსონი-1 (კორპიკოსკი-13, სტემპნიაკი-12), 2:4 ჯ. ტორნტონი-13.
ფლორიდა-ატლანტა 2:3 (ბ)
0:0, 0:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 ვიდემანი-6 (სანტორელი-12, ვეისი-19), 2:0 კულიკოვი-5 (სტილმანი-11, ვეისი-20), 2:1 ლიტლი-13 (ანტროპოვი-15, პევერლი-15), 2:2 ტორნბურნი-6 (ე. კეინი-14, ლიტლი-14).
ბულიტები გაიტანეს: სანტორელი (ფლორიდა), ლიტლი (ატლანტა), ბურმისტროვი (ატლანტა).
მონრეალი-კალგარი 5:4 (ო)
2:0, 2:2, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 ელერი-3 (კამალერი-18, პლეკანეცი-22), 2:0 კამალერი-13 (ჰალპერნი-12, სუბანი-13), 3:0 ა. კოსტიცინი-12 (ი. უებერი-4, შპაჩეკი-13), 4:0 ჰალპერნი-7 (მოენი-5, შპაჩეკი-14), 4:1 ბურნი-15 (ო. იოკინენი-17, სერიჩი-8), 4:2 იგინლა-19 (ბოუმისტერი-12), 4:3 კოტალიკი-3 (ო. იოკინენი-18), 4:4 ტანგეი-11 (იგინლა-23, ბ. მორისონი-17), 5:4 სუბანი-4 (გომესი-17, გილი-4).
დალასი-ლოს ანჯელესი 2:1
0:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-17 (კოპიტარი-31), 1:1 ლ. ერიქსონი-17 (ბ. რიჩარდსი-35, რიბეირო-31), 2:1 ლანგენბრუნერი-5 (ბ. რიჩარდსი-36, ბენი-18).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 45 29 11 5 63
2. ბოსტონი* 45 25 13 7 57
3. ტამპა ბეი* 46 26 15 5 57
4. პიტსბურგი 46 28 14 4 60
5. ვაშინგტონი 46 25 14 7 57
6. მონრეალი 46 26 17 3 55
7. რეინჯერსი 47 26 18 3 55
8. ატლანტა 48 23 18 7 53
9. კაროლინა 45 22 17 6 50
10. ფლორიდა 44 21 20 3 45
11. ბაფალო 44 19 20 5 43
12. ტორონტო 44 18 21 5 41
13. ოტავა 46 17 23 6 40
14. აილენდერსი 44 14 23 7 35
15. ნიუ ჯერსი 45 13 29 3 29
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ვანკუვერი* 45 29 10 6 64
2. დეტროიტი* 45 28 11 6 62
3. დალასი* 46 28 13 5 61
4. ფინიქსი 46 23 14 9 55
5. ნეშვილი 45 24 15 6 54
6. ჩიკაგო 47 25 18 4 54
7. ანაჰაიმი 48 25 19 4 54
8. კოლორადო 45 23 16 6 52
9. სან ხოსე 47 23 19 5 51
10. მინესოტა 45 22 18 5 49
11. ლოს ანჯელესი 45 24 20 1 49
12. სტ. ლუისი 44 21 17 6 48
13. კოლამბუსი 45 21 20 4 46
14. კალგარი 46 20 20 6 46
15. ედმონტონი 44 14 23 7 35
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
სიდნი კროსბი (პიტ) 66 (32+34)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 61 (33+28)
დანიელ სედინი (ვან) 58 (27+31)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 56 (19+37)
ჰენრიკ სედინი (ვან) 55 (9+46)
ბრედ რიჩარდსი (დალ) 54 (18+36)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 50 (16+34)
კორი პერი (ანა) 49 (23+26)
ლუი ერიქსონი (დალ) 49 (17+32)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 47 (16+31)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 33
სიდნი კროსბი (პიტ) 32
დანიელ სედინი (ვან) 27
პატრიკ შარპი (ჩიკ) 25
დენი ბრიერი (ფილ) 24
რაიან კესლერი (ვან) 24
კორი პერი (ანა) 23
ერიკ სტაალი (კარ) 22
რიკ ნეში (კოლამ) 21
ბობ რაიანი (ანა) 21
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 46
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 37
ბრედ რიჩარდსი (დალ) 36
სიდნი კროსბი (პიტ) 34
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 34
კრის ლეტანგი (პიტ) 33
ტობიას ენსტრიომი (ატლ) 33
ლუი ერიქსონი (დალ) 32