"კალგარი ფლეიმზის" ლიდერი ჯერომ იგინლა ოჯახური გარემოებების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". კერძოდ, ჰოკეისტი ქალაქ როლიში ბებიის ავადმყოფობის გამო ვერ ჩავა.
როგორც ჰოკეის ეროვნული ლიგის ვებგვერდი წერს, იგინლას ადგილს "ფილადელფიას" ფორვარდი დანიელ ბრიერი დაიკავებს, რომელიც 2007 წელს გახდა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" საუკეთესო მოთამაშე.
"ოლ სტარზე" შეიძლება ვერ ვიხილოთ "პიტსბურგის" ერთ-ერთი ლიდერი ევგენი მალკინი. მას ფეხის ტრავმა აქვს და დღეს "ნიუ ჯერსისთან" შეხვედრას გამოტოვებს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა მალკინის ტრავმის ხარისხი და 30 იანვარს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობის საკითხი
.