ბელორუსს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ?

AutoSharing Option
ევროპარლამენტმა ბელორუსის მიმართ სანქციების გამო შესაძლოა ქვეყნისთვის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა მოითხოვოს, რომელიც 2014 წელს მინსკში უნდა ჩატარდეს.

ევროპის საბჭოს სანქციები ბელორუსთან დაკავშირებით, შესაძოა, რუსეთის მოკავშირე ქვეყნის სპორტულ სფეროსაც შეეხოს. ეს შეიძება იქამდე მივიდეს, რომ ქვეყანამ ჰოკეის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს.

19 დეკემბრის მოვლენების გამო ბელორუსი ამჟამად, როგორც უფლებადამცავი ორგანიზაციების, ასევე ევროპარლამენტის მხრიდან, კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე ოპოზიციის გამოსვლა გაიმართა, რომელიც
დაარბიეს.

აღნიშნული მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ ევროპარლამენტმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი მკაცრად შეაფასა და ევროპის მმართველებს საპასუხო სანქციებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის სანქციები შესაძლოა ბელორუსულ სპორტსაც შეეხოს, განსაკუთრებით კი იმ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. პირველ რიგში საუბარია ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ამ ტურნირის მასპინძლობა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ კონგრესზე 2009 წელს მიიღო. წარმატება მხოლოდ რიგით მეოთხე ბელორუსულმა განაცხადმა მოიპოვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში ჰოკეი ნომერ პირველი და ყველას, მათ შორის ლუკაშენკოს საყვარელი სპორტია. მსოფლიოს ჩემპიონატის მათჩები მინსკის ორ არენაზე უნდა ჩატარდეს. ერთ-ერთი მრავალფუნქციური "მინსკ-არენაა", რომლის ტევადობა 15 ათასია და საშინაო მატჩებს კონტინენტალური ჰოკეის ლიგის გუნდი "დინამო" ატარებს. გასულ წელს ამ არენაზე ლიგის ვარსკვლავთა მატჩი ჩატარდა.

2014 წელს სოჭის ოლიმპიადაც იმართება, რამაც ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა ძალიან დაჩრდილოს. თუმცა თუ პოლიტპატიმრები ბელორუსის ციხეში დარჩებიან, ევროპარლამენტი ქვეყნისთვის ამ ტურნირის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს. მიიღებს თუ არა ევროკავშირი ბელორუსთან დაკავშირებით სანქციებს, 31 დეკემბერს გადაწყდება.


მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული