"ყველა ვარსკვლავის მატჩის" წინ გუნდების კაპიტნებმა დრაფტის პროცედურის მეშვეობით შემადგენლობები დააკომპლექტეს. ნიკლას ლიდსტრიომი და ერიკ სტაალი მორიგეობით ირჩევდნენ მოთამაშეებს იმ სიიდან, რომელიც წინასწარ შეადგინა ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ.
პირველ ნომრად სტაალმა "კაროლინაში" თავისი თანაგუნდელი, მეკარე კემ უორდი აირჩია, ლიდსტრიომმა კი უპირატესობა მიანიჭა რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ სტივენ სტემკოსს. საბოლოოდ, დრაფტის შემდეგ გუნდების შემადგენლობებმა ასეთი სახე მიიღო:
სტაალის გუნდი: ერის სტაალი ("კაროლინა"), კემ უორდი ("კაროლინა"), ალექსანდრ ოვეჩკინი ("ვაშინგტონი"), დანიელ სედინი ("ვანკუვერი"), ზდენო ხარა ("ბოსტონი"), რიკ ნეში ("კოლამბუსი"), ჰენრიკ ლუნდკვისტი
ლიდსტრიომის გუნდი: სტივენ სტემკოსი ("ტამპა ბეი"), დანკან კეიტი ("ჩიკაგო"), ჰენრიკ სედინი ("ვანკუვერი"), ში უებერი ("ნეშვილი"), ტიმ ტომასი ("ბოსტონი"), დანიელ ბრიერი ("ფილადელფია"), დასტინ ბიფულინი ("ატლანტა"), ჯონათან ტეუვზი ("ჩიკაგო") , მარკ-ანდრე ფლერი ("პიტსბურგი"), იონას ჰილერი ("ანაჰაიმი"), ბრედ რიჩარდსი ("დალასი"), კეიტ იენდლი ("ფინიქსი"), ბრენტ ბერნსი ("მინესოტა"), მარტინ ჰავლატი ("დალასი"), ანზე კოპიტარი ("ლოს ანჯელესი"), მეტ დუშენი ("კოლორადო"), ლუის ერიქსონი ("დალასი"), ფილ კესელი ("ტორონტო").
რაც შეეხებათ მწვრთნელებს, "სტაალის გუნდის" დამრიგებელი გახდა "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" თავკაცი ჯოელ კინევილი, "ლიდსტრიომის გუნდს" კი "ვანკუვერის" მთავარი მწვრთნელი ალენ ვინიო მოამზადებს.
* * *
მოგეხსენებათ, "ყველა ვასკვლავის მატჩში" უნდა ეთამაშა "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტან სიდნი კროსბის, მაგრამ ლიგის მთავარი ვარსკვლავი ტრავმას მკურნალობს. კროსბიმ ბოლო ცხრა მატჩი ტვინის შერყევის გამო გამოტოვა და ჯერაც შორს არის დაბრუნებისგან.
ჯერჯერობით კროსბიმ მხოლოდ ყინულის მიღმა მსუბუქი ვარჯიშების განახლება შეძლო და ძირითად დროს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს.
ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობა ვერ ასახელებს ფორვარდის ყინულზე დაბრუნების ზუსტ თარიღს. ანალოგიური სიტუაციაა კლუბის მეორე ლიდერ ევგენი მალკინთან დაკავშირებით, რომელიც მუხლის ტრავმას მკურნალობს.