ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ანაჰაიმ დაქსის" მეკარე ჯონ გიბსონი დაასახელა. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი მოიგო.

გიბსონი საშუალოდ შეხვედრაში 0.76 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.8 პროცენტს იგერიებდა. ანაჰაიმელმა ორ თამაშში შეასრულა "შათაუტი", რის შემდეგაც, კარიერაში ოთხი "მშრალი" მატჩი დაუგროვდა.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ნეშვილ პრედატორზის" მცველი ში უებერი. მან 3 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა და მცველებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო. უებერმა "დეტროიტთან" (4:5) მატჩში სამი გოლი გაიტანა და კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ის "პრედატორზის" ისტორიაში პირველი მცველია, ვინც მატჩში სამი შაიბა შეაგდო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნიუ ჯერსი დევილზის" ფორვარდმა მაიკ კამალერიმ. მან ოთხ მატჩში 7 ქულა (4+3) მიითვალა.

ლიგა ფართოვდება?
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ ლიგის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ახალ წლამდე მიიღონ. ფუნქციონერის თქმით, ახალ გუნდებს ფინანსური პრობლემები არ გააჩნიათ.

"გაფართოების წინააღმდეგ არავინ წასულა, არსებობს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა, - განაცხადა ბეტმენმა NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - ბევრ საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. კერძოდ, გუნდებს, რომლებსაც ლიგაში შესვლა სურთ, არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური პრობლემები. ასევე წესრიგში უნდა იყოს სტადიონი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გადაწყვეტილება, შესაძლოა, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღოთ".

კომისარმა ისიც განაცხადა, რომ ლიგა მხოლოდ ორ კანდიდატურას განიხილავს - კვებეკი და ლას ვეგასი.

ბოსტონი-ნეშვილი 2:3
1:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 კ. მილერი-2 (კრეიჩი-18, ბელესკი-10), 1:1 იოსი-6 (რიბეირო-12, შ. უებერი-8), 2:1 ლ. ერიქსონი-10 (სპუნერი-8, პ. ბერჟერონი-17), 2:3 არვიდსონი-3 (ჰოჯსონი-5, შ. უებერი-9).

კოლორადო-მინესოტა 2:1 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ბერი-3 (სოდერბერგი-13, კომო-7), 1:1 პარიზე-8 (მიკაელ გრანლუნდი-14, პომინვილი-11), 2:1 ჯ. მიტჩელი-6 (დუშენი-11, ბერი-15).

ვანკუვერი-ბაფალო 5:2
2:1, 2:0, 1:1
გოლები: 0:1 ბ. ჯონტა-3 (მაკგინი-8), 1:1 ვრბატა-7 (ჰიგინსი-1, ჰატონი-9), 2:1 ვრბატა-8 (ჰამჰუისი-4, დ. სედინი-18), 3:1 პრუსტი-1 (დორსეტი-4, კრაკნელი-2), 4:1 ჰ. სედინი-9 (ედლერი-10, დ. სედინი-19), 4:2 რაინჰარტი-8 (რ. ო'რაილი-14), 5:2 ვრბატა-9 (კრაკნელი-3, პრუსტი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული