ახალი ფორმატით გამართულმა ''ყველა ვარსკვლავის მატჩმა'' გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. მაყურებელმა ბევრი რამ პირველად იხილა. მაგალითად, არ იყო გუნდების ტრადიციული დაყოფა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ძმებმა სედინებმა პირველად ცხოვრებაში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, ყინულზე გამოჩნდა ჯეფ სკინერი, რომელიც "ყველა ვარსკლავის მატჩის" ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტი გახდა...
პუბლიკა გაახალისა რუსმა ალექსანდ ოვეჩკინმა, რომელიც "ჯაშუშურ სკანდალში" გაეხვა. ის მოწინააღმდეგე გუნდის სახელდახელო კრებაზე შენიშნეს, თუმცა რუსი ვარსკვლავი იქ არავის დაუპატიჟია.
შესაძლოა, სწორედ ეს დაეხმარა ვაშინგტონელს იმაში, რომ 51-ე წამზე გაიტანა გოლი და დააწინაურა ერიკ სტაალის გუნდი, რომელიც
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სტაალის თანაგუნდელებმა უფრო სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი, ვიდრე ლიდსტრიომის გუნდმა. "ლურჯები" მეხუთე გოლს ძელმა გადაარჩინა, ამასობაში კი კოპიტარმა შეძლო ერთი გოლის გაქვითვა.
სწორედ ეს გოლი აღმოჩნდა გარდამტეხი. მართალია სტაალი და კომპანია შეტევებს აგრძელებდნენ, მაგრამ "პიტსბურგის" მეკარე ფლერი კლდესავით იდგა და პერიოდის ბოლომდე შაიბა აღარ გაუშვა. სამაგიეროდ, შეცდომების დაშვება დაიწყო უორდმა, რომელიც ვერ გაუმკლავდა ბიფულინის, ერიქსონისა და დუშენის დარტყმებს - 4:4. ერთ პერიოდში რვა შაიბა - სავსებით საკმარისი იყო.
მეორე პერიოდში მეკარეების ცვლილებამ "თეთრებს" მოუტანა უპირატესობა: შარპმა ისევ დააწინაურა სტაალის გუნდი - ეს გოლი ჰილერის შეცდომის ბრალი იყო. შვეიცარიელმა მეკარემ შესანიშნავი სეივებით მოგვიანებით გამოისყიდა ბრალი, მაგრამ ლეტანგის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა - 6:4.
ლიდსტრიომის ბიჭები დიდი ხანი უგოლოდ ტრიალებდნენ პრაისის კართან. "მონრეალის" მეკარე გაუვალი იყო და გოლი მაშინ გაუშვა, როცა მარტო დარჩენილს ორნი დაესხნენ თავს - კოპიტარმა დუბლი შეასრულა - 6:5.
მცველებმა საერთოდ დაივიწყეს საკუთარი მოვალეობები და ძირითად დროს მეტოქის ზონაში ატარებდნენ, ამიტომაც მეკარეებს დიდი ჯაფა ადგათ. პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლიდსტრიომის გუნდმა არამარტო აღადგინა სტატუს-ქვო, არამედ წინ გასვლაც შეძლო: გოლები სტემკოსმა და ბრიერმა გაიტანეს. "მასპინძლებს" შეეძლოთ თანაფარდობის აღდგენა, მაგრამ ჰილერმა ბულიტი აიღო.
მესამე პერიოდი ახალგაზრდა ვარსკვლავის, სკინერის ზედიზედ სამი გაფუჭებული მომენტით დაიწყო. პარტნიორის დახმარება თავის თავზე აიღო სტაალმა - მეკარესთან პირისპირ გასულმა თანაფარდობა აღადგინა - 7:7.
იქვე დუშენმა ვერ გამოიყენა ბულიტი, სამაგიეროდ ლეტანგმა შორიდან ზუსტად გაისროლა და "თეთრები" ბოლოჯერ გავიდნენ წინ - 8:7. მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - ბრიერმა და ტეუვზმა უპირატესობა ლიდსტრიომის გუნდს დაუბრუნეს, ხოლო, როცა სენტ ლუისმა მეათე შაიბა გაიტანა, "სტაალელებისთვის" თამაში წაგებული იყო - თამაშის გადასარჩენად დრო თითქმის აღარ დარჩა.
თუმცა ნეშმა მცირე ინტრიგა დაუბრუნა შეხვედრას. 9:10-ზე სათამაშო კიდევ წუთი რჩებოდა. სტაალის გუნდმა მეკარე მოხსნა და ექვსი ჰოკეისტით შეუტია, მაგრამ ამით საკუთარ კარში მე-11 შაიბა მიიღო - ერიქსონმა ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო მარკ სტაალის საპასუხო გოლი უკვე აღარაფერს წყვეტდა.
სტაალი-ლიდსტრიომი 10:11
გოლები: 1:0 ოვეჩკინი (ხარა, გრინი), 2:0 შჩასტნი (შარპი, ბეიკსი), 3:0 ელიაში (შარპი, შჩასტნი), 4:0 ჟირუ (შარპი, ბეიკსი), 4:1 კოპიტარი (უებერი), 4:2 ბიფულინი (კეინი, კეიტი), 4:3 ერიქსონი (ჰავლატი), 4:4 დუშენი (ლიდსტრიომი), 5:4 შარპი (ჟირუ), 6:4 ლეტანგი (დ.სედინი, ოვეჩკინი), 6:5 კოპიტარი (ერიქსონი, ჰავლატი), 6:6 სტემკოსი (სენტ ლუისი, რიჩარდსი), 6:7 ბრიერი (ჰ.სედინი, უებერი), 7:7 ე. სტაალი (პერი, ნეში), 8:7 ლეტანგი (ელიაში, სკინერი), 8:8 ბრიერი (ჰ.სედინი, უებერი), 8:9 ტეუვზი (ერიქსონი, ჰავლატი), 8:10 სენტ ლუისი (ბერნსი), 9:10 ნეში (პერი, ხარა), 9:11 ერიქსონი (ტეუვზი, ჰავლატი), 10:11 მ. სტაალი (ბოილი, ჟირუ).
მეკარეები: უორდი, პრაისი, ლუნდკვისტი - ფლერი, ჰილერი, ტომასი.
.