ფრანცენის ხუთი გასროლა

AutoSharing Option

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული სათამაშო დღე "დეტროიტ რედ უინგზის" შვედი ფორვარდის - იოჰან ფრანცენის ბენეფისად იქცა. დღის ყველაზე ლამაზ, დაძაბულ და შედეგიან მატჩში სკანდინავიელმა ფორვარდმა 5 (!) გაუტანა "ოტავა სენატორზს".

მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები რეგულარულის საერთო ცხრილის სხვადასხვა პოლუსებზე იმყოფებიან, ბრძოლა მთელი 60 წუთის განმავლობაში არ შეწყვეტილა და ინიციატივა ხელიდან ხელში გადადიოდა.

შესაძლოა, "სენატორებს" მოგების მეტი შანსი ჰქონდათ. ეს იშვიათი გამონაკლისი იყო, როცა კანადურ კლუბსა და მის ლიდერებს თამაში გამოუვიდათ. მაგრამ "ოტავამ" ვერ მოაგვარა ფრანცენის ნეიტრალიზების პრობლემა და დამარცხდა.

შვედი ლეგიონერი სასწაულებს ახდენდა და რთულია გაიხსენო მატჩი, რომლის ბედიც ასე ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ჰოკეისტზე. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ორი შვედის - ჰენრიკ ზეტერბერგისა (0+3) და უბერებელი ნიკლას ლიდსტრიომის (0+2) წვლილიც, მაგრამ მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, ფრანცენი იყო, ვინც ორ-ორჯერ გაუტანა რობინ ლენერსა და ბრაიან ელიოტს, ბოლო შაიბა კი ცარიელ კარში შეაგდო.

დასავლეთის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "დეტროიტი" არ წყვეტს ბრძოლას კონფერენციაში პირველობისთვის. მართალია, "ვაკუვერი" ძალიან გაიჭრა წინ, მაგრამ "რედ უინგზს" ორი თამაში თადარიგში აქვს.

ზედიზედ მეოთხე მოგება გაიფორმა "პიტსბურგმა", რომელსაც კვლავ არ ჰყავდა სიდნი კროსბი და ევგენი მალკინი. 20 დარტყმა მოიგერია და "მშრალად" შეინახა საკუთარი კარი "პინგვინების" მეკარე ბრენტ ჯონსონმა, მაგრამ "შათაუტი" არ ჩაეთვალა, რადგან საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე რიკ დიპიეტროს აუტეხა ჩხუბი და ყინულიდან გააძევეს. თანაც ჯონსონმა ერთი დარტყმით ჩააგდო ნოკდაუნში მეტოქე და ექიმების წინასწარი დიაგნოზით, დიპიეტროს ყბა აქვს გატეხილი.

ზედიზედ მეორე დღეს მეორე მატჩი წააგო "ფინიქსმა", რომელიც ჯერჯერობით წარმატებით იბრძვის პლეი ოფის საგზურისთვის. მაგრამ თუ ერთი დღით ადრე ამ გუნდმა დასანანი მარცხი იწვნია "სან ხოსესგან", გუშინ სასტიკად წააგო "ვანკუვერთან" - 0:6. ძმები სედინების პასიურობის ფონზე, რაიან კესლერმა დუბლი გაიფორმა, მეისონ რეიმონდმა გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში, ხოლო მიკაელ სამუელსონი ორი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა კოდი ჯონსონი, რომელმაც მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა ლიგაში და პირველი გოლი გაიტანა. მეკარე რობერტო ლუონგომ კი 23 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 54-ე "შათაუტი" შეასრულა.

"ანაჰაიმმა" გუშინ მეოთხე გუნდი გახდა, ვინც საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა. "სან ხოსემ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და საფინალო სირენამდე ხელიდან აღარ გაუშვია. ერთადერთი, რაც "იხვებმა" შეძლეს, კემ ფაულერისა და ბობი რაიანის გოლებით სხვაობის მინიმუმამდე შემცირებაა. მეტის გაკეთება მასპინძლებმა ვერ მოახერხეს.

ოტავა-დეტროიტი 5:7
3:2, 1:2, 1:3
გოლები: 1:0 კოვალიოვი-10 (გონჩარი-16, ე. კარლსონი-22), 1:1 ფრანცენი-22 (სალეი-8, ფილპულა-19), 1:2 ფრანცენი-23 (ზეტერბერგი-38, ბერტუცი-22), 2:2 რეგინი-2 (კოვალიოვი-11, კამპოლი-8), 3:2 კამპოლი-2 (ალფრედსონი-16, ფოლინო-12), 3:3 დრეიპერი-5 (ივსი-5, ჰელმი-16), 3:4 კრონვალი-9 (ლიდსტრიომი-32), 4:4 მ. მიხალეკი-12 (რეგინი-11, კამპოლი-9), 4:5 ფრანცენი-24 (ზეტერბერგი-39, რაფალსკი-29), 5:5 მ. მიხალეკი-13 (კოვალიოვი-12, რეგინი-12), 5:6 ფრანცენი-25 (რაფალსკი-30, ლიდსტრიომი-33), 5:7 ფრანცენი-26 (ზეტერბერგი-40).
პიტსბურგი-აილენდერსი 3:0
2:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ტაილერ კენედი-8 (პ. მარტინი-15, ზ. მიხალეკი-9), 2:0 კუნიტცი-18 (დუპუი-12, პ. მარტინი-16), 3:0 ტელბოტი-6 (ადამსი-7).
მონრეალი-ფლორიდა 3:2
0:1, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ტიმინსი-1 (ოლეში-11, ბერნიე-8), 1:1 ჰალპერნი-8 (სუბანი-15), 2:1 პლეკანეცი-17 (პასიორეტი-6), 3:1 ჯონტა-19 (პასიორეტი-7, სუბანი-16), 3:2 ვეისი-15 (ფროლიკი-19, კულიკოვი-14).
ფინიქსი-ვანკუვერი 0:6
0:1, 0:2, 0:3
გოლები: 0:1 ბაროუზი-13 (დ. სედინი-40), 0:2 ჰანსენი-6 (სვიტი-1, რეიმონდი-15), 0:3 ჰოჯსონი-1 (ტამბელინი-8, ჰამჰუისი-13), 0:4 კესლერი-29 (სამუელსონი-20), 0:5 რეიმონდი-10 (სამუელსონი-21), 0:6 კესლერი-30.
ედმონტონი-ლოს ანჯელესი 1:3
0:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 პააიარვი-7 (სემ განიე-19, უმარკი-7), 1:1 რ. სმიტი-20 (დაუტი-23, ჯ. ჯონსონი-30), 1:2 რ. სმიტი-21 (დაუტი-24, ჯ. ჯონსონი-31), 1:3 ჯ. ჯონსონი-5.
ანაჰაიმი-სან ხოსე 3:4
0:3, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ჰიტლი-19 (ჯ. ტორნტონი-32, მიურეი-6), 0:2 იგერი-4 (სეტოგუჩი-7, ლ. ბოილი-29), 0:3 დემერსი-2 (ქლოუ-27, სეტოგუჩი-8), 1:3 ლუპული-5 (ლაპიერი-5, სექსტონი-4), 1:4 ქლოუ-14 (დ. ბოილი-30, პაველსკი-24), 2:4 ფაულერი-6 (პერი-27, ს. კოივუ-17), 3:4 რაიანი-23 (პერი-28, მაკლინი-1).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული