კაპიტანმა გოლები გააჩუქა

AutoSharing Option

"ლოს ანჯელეს კინგზის" ლიდერმა რაიან სმიტმა უარი თქვა ორ გოლზე, რომელიც "ედმონტონ ოილერზთან" მატჩში მის ანგარიშზე ჩაიწერა. 2 თებერვალს ჩატარებული შეხვედრის ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ ორივე შაიბა "კინგზის" მცველ დრიუ დაუტის ჩაუწერეს. ამის შესახებ NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

შეხვედრაში, რომელიც 3:1 დასრულდა, "ედმონტონის" რუსი მეკარის ნიკოლაი ხაბიბულინის კარში ორი შაიბა დაუტის უძლიერესი დარტყმების შემდეგ შევარდა, თუმცა ოქმში მცველს ორჯერ ასისტენტობა ჩაუწერეს, შეტევები კი სმიტმა დაასრულა. მაგრამ მატჩის შემდეგ რაიანმა განაცხადა, რომ არც ერთ ეპიზოდში არ შეხებია შაიბას. ვიდეოჩანაწერმა დაადასტურა ფორვარდის სიტყვები.

საინტერესოა, რომ სმიტი "ედმონტონის" საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, დაუტი კი მატჩის სამ ვარსკვლავს შორისაც ვერ მოხვდა.


ამ ორი გოლის ჩამოკლების შემდეგ სმიტის ანგარიშზე რეგულარულ ჩემპიონატში 19 შაიბა და 14 საგოლე პასი მოდის. დაუტის 6 გოლი და 22 შედეგიანი გადაცემა აქვს.

სმიტი რეგულარულად თამაშობს კანადის ნაკრებში და ხშირად ამ გუნდის კაპიტნად ნიშნავენ, როგორც ეს მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე იყო. რაიანმა გულშემატკვირებისგან მეტსახელიც მიიღო - "კაპიტანი კანადა".

 

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული