ფორსბერგი დაბრუნდა

AutoSharing Option

ლეგენდარულმა შვედმა ჰოკეისტმა პეტერ ფორსბერგმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დაბრუნება. ფორვარდმა "კოლორადო ეველანშთან" ამ სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რითაც დაახლოებით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ფორსბერგმა ფიზიკური ფორმის შესამოწმებლად იანვარში დაიწყო "კოლორადოს" ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიში. როგორც ჩანს, შვედს ამჟამად აღარ აწუხებს ფეხის ქრონიკული ტრავმა, რის გამოც NHL-ში კარიერის განახლება გადაწყვიტა.
ფორსბერგი გამოტოვებს უახლოეს მატჩს "ფინიქსთან". ამ სეზონში მისი დებიუტი 9 თებერვალს "მინესოტასთან" მატჩშია დაგეგმილი.
"კოლორადოს" მთავარმა მწვრთნელმა ჯო საკომ განაცხადა, რომ ფორსბერგთან კონტრაქტი მხოლოდ იმიტომ არ გაფორმდა, რომ

შვედი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. საკოს იმედი აქვს, რომ ფორსბერგი დაეხმარება "ეველანშს" პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში.

შვედი ფორვარდი 1991 წლის დრაფტის მეექვსე ნომერი იყო. დღემდე მან მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში 706 მატჩი ჩაატარა და 885 ქულა დააგროვა. ოკეანის გაღმა ფორსბერგი "კოლორადოს", "ფილადელფიასა" და "ნეშვილის" შემადგენლობაში თამაშობდა.

ვაშინგტონი-პიტსბურგი 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ლეიჩი-11 (ერსკინი-7, მ. პერო-6), 2:0 მ. იოჰანსონი-7 (შულცი-7), 3:0 ნუბლი-13 (ჰენდრიქსი-9).
მონრეალი-ნიუ ჯერსი 1:4
0:2, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ზუბრუსი-10, 0:2 კოვალჩუკი-16 (კ. უაიტი-3, ზაიაცი-21), 0:3 ზაიაცი-9 (ვოლჩენკოვი-4), 1:3 სუბანი-6 (გომესი-21, პასიორეტი-8), 1:4 კოვალჩუკი-17 (ზაიაცი-22).
ტამპა ბეი-სტ. ლუისი 4:3 (ო)
1:0, 2:3, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 სტემკოსი-40 (ბ. კლარკი-13, სენტ ლუისი-43), 1:1 ბერგლუნდი-12 (სტინი-24, ოში-10), 2:1 მური-9 (სტემკოსი-30, მ-ა. ბერჟერონი-1), 2:2 ბეკსი-17 (სტინი-25, დ'აგოსტინი-15), 2:3 ნიკიტინი-1 (მაკლემანი-10), 3:3 დაუნი-6 (სტემკოსი-31, სენტ ლუისი-44), 4:3 ლეკავალიე-9 (მ-ა. ბერჟერონი-2, სტემკოსი-32).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული