კროსბის მარტამდე ვერ ვნახავთ

AutoSharing Option

კვლავ ცუდი ამბები ვრცელდება "პიტსბურგ პინგვინზის" ბანაკიდან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ერთ-ერთი ლიდერი ევგენი მალკინი, გუშინ კი გაირკვა, რომ "პინგვინებს" მარტამდე ვერ დაეხმარება კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი სიდნი კროსბი, რომელიც ტვინის შერყევის შემდეგ კვლავაც აღდგენით კურსს გადის.

კროსბი, რომელმაც დაზიანება იანვარში მიიღო, მხოლოდ ათი დღის შემდეგ განაახლებს სრულფასოვან ვარჯიშებს. ამასთან, ექიმები იმის გარანტიასაც ვერ იძლევიან, რომ სიდნი დათქმულ დროში (მარტია დასაწყისში) მზად იქნება სათამაშოდ.
ნებისმიერ შემთხვევაში, კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი პლეი ოფში აუცილებლად ითამაშებს. სტენლის თასის საგზურის

მოპოვება "პიტსბურგს" არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ეს გუნდი თავისი ლიდერების გარეშეც ახერხებს წინსვლას.

* * *

"ანაჰაიმ დაქსმა" კარის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნა და კონტრაქტი გააფორმა ვეტერან მეკარე რეი ემერისთან. ეს გოლკიპერი შარშან "ფილადელფია ფლაირეზში" გამოდიოდა - 29-ჯერ დაიცვა ამ გუნდის კარი. გასული სეზონის ბოლოს ემერიმ საზარდულის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, სეზონებს შორის შესვენებისას კი ოპერაცია გადაიტანა.

"ფილადელფიამდე" ემერი "ატლანტას" ღირსებას იცავდა - 2008-09 წლების სეზონში ამ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული