14 შაიბა, 178 საჯარიმო წუთი და მეკარეების ჩხუბი

AutoSharing Option

ფანტასტიკური მატჩი იხილეს გუშინ ჰოკეის მოყვარულებმა. თანადივიზიონელების -  "ბოსტონისა" და "მონრეალის" შეხვედრაში 14 შაიბა გავიდა, 178 წუთი საჯარიმო დრო დაფიქსირდა, დესერტად კი გულშემატკირებმა მეკარეების ჩხუბიც "დააგემოვნეს".

ეს მეორე პერიოდში მოხდა, როცა "ბოსტონის" კარის დარაჯმა ტიმ ტომასმა ბრძოლაში გამოიწვია "მონრეალის" მეკარე კორი პრაისი. ამ
დროს მოედნის კუთხეში პარალელურად წინა ხაზის მოთამაშეების ბრძოლა მიდიოდა. მეკარეების ჩხუბი მაინც და მაინც უხეში არ ყოფილა. პრაისის დარტყმის შემდეგ ტომასი ყინულზე დაეცა, მაგრამ უცებ წამოდგა, რის შემდეგაც არბიტრმა ჩხუბი შეაჩერა.
მესამე პერიოდში მოედანზე კიდევ ორი ხელჩართული

ჩხუბი გაიმართა რამდენიმე მოთამაშის მონაწილეობით. ამის გამო, თითქმის ორი
პერიოდი გუნდები რიცხვნაკლულნი იმყოფებოდნენ მოედანზე.

შეხვედრა "ბოსტონმა" 8:6 მოიგო. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ამ გუნდის ფორვარდი ნათან ჰორტონი გახდა, რომელმაც გოლი და ოთხი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. "მონრეალის" რიგებში სამი ქულა (1+2) დააგროვა მცველმა იანიკ უებერმა.
დღის დანარჩენ მატჩებში ძირითადად დასავლეთის გუნდები მონაწილეობდნენ. მაგალითად, "კოლამბუსმა" კინაღამ გააგრძელა თავისი მოგებათა სერია ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "სან ხოსესთან". საწყის პერიოდში "ბლუ ჯეკეტსმა" ორჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ "ზვიგენებმა" მეორე 20-წუთეულში გაათანაბრეს ანგარიში, მატჩის ბოლოს კი პატრიკ მარლომ გამარჯვების შაიბა გაიტანა.

არასასიამოვნოდ გააკვირვა თავისი გულშემატკივარი "დეტროიტმა". ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ ზედიზედ ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით - 0:3, შემდეგ "რეინჯერსი" დაამარცხა - 3:2, ახლა საკუთარ მოედანზე დანებდა "ნეშვილს" - 1:4. თანაც სტუმრები 4:0-ს იგებდნენ. "ნეშვილი" დივიზიონში სწორედ "დეტროიტის" უკან დგას, მაგრამ "რედ უინგზს" ჯერ სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ამ ორი გუნდს შორის სხვაობა სოლიდურია.

"დალასმა" კი კინაღამ დაკარგა ლიდერობა დივიზიონში. "სან ხოსემ" "კოლამბუსის" ძლევით დროებით გაასწრო "ვარსკვლავებს". ტექსასელები "ფინიქსს" 2:1-ს უგებდნენ, მაგრამ მესამე პერიოდში სტუმრებმა გაათანაბრეს ანგარიში და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს, იქ კი რიცხობრივი უპირატესობით გამოყენებით გამარჯვებაც მოიპოვეს. წაგების მიუხედავად, "დალასმა" ერთი ქულა აიღო და ისევ გაუსწრო "სან ხოსეს". მაგრამ "სტარზს" ძალიან გაუჭირდება ლიდერობის შენარჩუნება, რადგან ძალიან ახლოს არიან იგივე "შარქსი", "ფინიქსი" და "ანაჰაიმი".

ამ უკანასკნელმა გუშინ მთავარი მოულოდნელობა შემოგვთავაზა - სტუმრად მოუგო რეგულარულის ლიდერ "ვანკუვერს", რომელსაც მანამდე ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული. მართალია, "ანაჰაიმი" მეშვიდე ადგილზეა კონფერენციაში, მაგრამ "დალასს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. უფრო მეტიც - წყნარი ოკეანის დივიზიონში პირველსა და მეხუთე გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი ქულაა.
მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწიეს "კალგარიმ" და "ჩიკაგომ", რომლებმაც აუთსაიდერები - "ოტავა" და "ედმონტონი" დაამარცხეს. "ფლეიზმმა" საკუთარი მოედანზე მოუგო "სენატორებს" - 5:2 და შეინარჩუნა ადგილი პლეი ოფის ზონაში. ამავე ზონაში დაბრუნებას ცდილობს სტენლის თასის მფლობელი "ჩიკაგო" - მან "ედმონტონს" სტუმრად 4:1 მოუგო. "ბლეკჰოქსს" სამი ქულა აშორებს მერვე ადგილამდე. სულ ახლოს არის "მინესოტა", რომელმაც "კოლორადოს" ზედიზედ მეხუთე მარცხი აგემა.

ბოსტონი-მონრეალი 8:6
2:0, 4:4, 2:2
გოლები: 1:0 მარჩანდი-15 (პ. ბერჟერონი-26, რეკი-27), 2:0 საიდენბერგი-5 (ჰორტონი-18), 2:1 ჯონტა-20 (პლეკანეცი-26, ვიშნიევსკი-30), 2:2 სუბანი-7 (ჯონტა-10, პლეკანეცი-27), 3:2 მაკუეიდი-1 (ჰორტონი-19, ლუჩიჩი-14), 3:3 ი. უებერი-1 (დერჩი-12), 4:3 რაიდერი-15 (უელერი-14, ჰემილი-1), 5:3 ლუჩიჩი-22 (ჰორტონი-20, კრეისი-29), 5:4 დეშარნე-4 (სუბანი-18, ი. უებერი-8), 6:4 ლუჩიჩი-23 (კრეისი-30, ჰორტონი-21), 6:5 პასიორეტი-7 (ვიშნიევსკი-31), 7:5 რაიდერი-16 (საიდენბერგი-19, კამპფერი-5), 8:5 ჰორტონი-14 (კრეისი-31), 8:6 პასიორეტი-8 (დეშარნე-3, ი. უებერი-9).
კოლამბუსი-სან ხოსე 2:3
2:0, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 ჰუსელიუსი-12 (სტრალმანი-11, უმბერგერი-22), 2:0 კლიტსომი-3 (ტიუტინი-16, ბრასარი-25), 2:1 ჰასკინსი-1 (პაველსკი-25, მარლო-20), 2:2 უელვუდი-2 (ქლოუ-30, კუტური-12), 2:3 მარლო-20 (პაველსკი-26).
დეტროიტი-ნეშვილი 1:4
0:2, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 ერატი-8 (გოკი-15, ს. კოსტიცინი-17), 0:2 ლეგვანდი-8 (რ. სატერი-24), 0:3 კ. უილსონი-13 (სმიტსონი-5, ჯ. უორდი-13), 0:4 ს. კოსტიცინი-15 (ჰორნკვისტი-13, შ. უებერი-24), 1:4 სალეი-1 (ზეტერბერგი-41, კლირი-12).
მინესოტა-კოლორადო 3:2
2:1, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 მიეტინენი-10 (კულენი-22, ბერნსი-18), 1:1 დ. ჯონსი-17 (დუშენი-26), 2:1 ჰავლატი-15 (ბროძიაკი-11, კლატერბეკი-10), 3:1 მადენი-8 (კულენი-23, სპარჯონი-2), 3:2 დ. ჯონსი-18 (ჰეიდუკი-28).
დალასი-ფინიქსი 2:3 (ო)
1:1, 1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ოტი-10 (ბ. რიჩარდსი-39, ლ. ერიქსონი-35), 1:1 როჟსივალი-4 (პიატი-10, სტემპნიაკი-16), 2:1 ბ. რიჩარდსი-22 (გროსმანი-8, მოროუ-14), 2:2 ბოდკერი-1 (რეი უიტნი-30), 2:3 ვრბატა-14 (იენდლი-37, რეი უიტნი-31).
კალგარი-ოტავა 5:2
1:2, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 ჯეკმენი-8 (ჰაგმანი-15, რეგერი-9), 1:1 კელი-12 (ი. რუუტუ-8, კუბა-5), 1:2 კამპოლი-3, 2:2 ო. იოკინენი-10 (გლენკროსი-9, ბაბჩუკი-17), 3:2 გლენკროსი-15 (ო. იოკინენი-25, ბაბჩუკი-18), 4:2 ბაბჩუკი-7 (რეგერი-10), 5:2 ჯეკმენი-9 (იგინლა-29, ბ. მორიისონი-24).
ედმონტონი-ჩიკაგო 1:4
0:1, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 შარპი-27 (ტეუვზი-28), 0:2 ბიკელი-13, 0:3 პ. კეინი-16 (კოპეცკი-22, ტეუვზი-29), 1:3 ებერლე-11 (ტ. ჰოლი-17, ვანდერმეერი-7), 1:4 პ. კეინი-17.
ვანკუვერი-ანაჰაიმი 3:4
0:1, 1:2, 2:1
გოლები: 0:1 ჯ. ბლეიკი-11 (სელიანე-32, ლიდმანი-18), 0:2 მაკმილანი-6 (სექსტონი-5, ლილია-5), 0:3 რაიანი-24 (გეტცლაფი-25, პერი-29), 1:3 დ. სედინი-29 (სამუელსონი-24, კესლერი-22), 2:3 ბაროუზი-15 (ჰ. სედინი-55, დ. სედინი-42), 2:4 რაიანი-25 (სელიანე-33, ვიშნოვსკი-36), 3:4 კესლერი-32 (დ. სედინი-43, ბიეკსა-12).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული