დიდი ტრავმიანობა

AutoSharing Option

ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთბაშად ხუთმა კლუბმა დაკარგა ტრავმის გამო წამყვანი მოთამაშე. თანაც ზოგიერთი მათგანი დიდი ხნით გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს. გაირკვა, რომ "პიტსბურგის" რუსი ლეგიონერი ევგენი მალკინი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და ექვსი თვე უსაქმოდ იქნება.

პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა "კალგარიმ" დაკარგა ალექს ტანგეი, რომელსაც კისრის ტრავმა აღმოუჩინეს. ჯერჯერობით გაურკვეველია დაზიანების ხარისხი და ფორვარდის დაბრუნების ვადა. კიდევ უფრო უარესად აქვს საქმე "აილენდერსს" - ამ გუნდმა ზედიზედ მესამე მეკარე დაკარგა. კევინს ცუდად მოხვდა მუხლში შაიბა და ამით მიმდინარე სეზონში თამაშის საშუალება დაკარგა. "კუნძულელთა"

წინა ორი მეკარის - ლოუსონისა და დიპიეტროს ტრავმების გათვალისწინებით, ამას უკვე ნამდვილი ეპიდემია ჰქვია.
უჭირს მეორე ნიუიორკულ კლუბს. "რეინჯერსის" კაპიტანი კრის დრური ექვს კვირას გამოტოვებს მუხლის ტრავმის გამო. თუმცა ამას უკვე ტენდენცია ჰქვია, რადგან კრისმა წელს ორჯერ მოიტეხა ერთი და იგივე თითი, რის გამოც 29 მატჩი გამოტოვა.

დაბოლოს, გუშინდელი მატჩი ვერ დაასრულა "ოტავას" კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა - 38 წლის შვედი ზურგის არეში ტკივილების გამო ლაზარეთში ორ კვირას გაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული