საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მატჩში წაგება ჩაუთვალეს

AutoSharing Option
აპრილის დასაწყისში საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში იასპარეზა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა II დივიზიონის საგზურის მოპოვებამდე.

სამწუხაროდ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩვენს ნაკრებს ყველა შედეგი გაუუქმა და ყოველ მათგანში 0:5 წაგება ჩაუთვალა.

საქართველოს ნაკრებს 0:5 ჩაეთვალა თურქეთთან მატჩში (4:5 წააგო), ასევე ბოსნიასთან (8:0 მოვიგეთ), სამხრეთი აფრიკასთან (6:5), ლუქსემბურგთან (5:0) და ჰონკონგთან (14:3).

მიზეზად განმარტებულია ისეთი მოთამაშეების გამოყვანა, რომელთაც IIHF-ს წესებით, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ აპრილში გუნდში უკრაინიდან მოწვეულმა ჰოკეისტებმაც
ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში გაისად ბულგარეთში ითამაშებს. აპრილში ჩვენი მეტოქეები ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ლუქსემბურგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იქნებიან.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ გვჩაგვრავენ ამ ქართველებს..
ზურაბ
16:44 26-12-2016
0
დედაააა,ჩემი სიკვდილიიიი!!!
tazo
16:05 26-12-2016
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული