U23. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ქალ მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდურში მე-10 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხმლით გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა.

პირველი  შეხვედრა ქართველმა გოგონებმა ესპანეთის გუნდთან დათმეს - 42:45.
შემდეგ  მე-9-მე-10 ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიასთან დამარცხდნენ - 37-45. საბოლოოდ მე-10 ადგილზე დაასრულეს ტურნირი.

საქართველოს ნაკრებში ლიკა ჯიჯიეშვილი, ანა აფრასიძე, თამარ ჩარკვიანი და თეონა გოგლიძე ასპარეზობდნენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული