ევროპის ჩემპიონატი: ქართველმა ქალმა მოფარიკავეებმა ჯგუფი დაძლიეს

AutoSharing Option
ფოტო: fencing.ge

17 ივნისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატში ქართველი ქალი მოფარიკავეები ჩაერთნენ.

ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების სამივე წევრმა: დარია ანტონოვამ, ლიკა ჯიჯეიშვილმა და თეოდორა კახიანმა ჯგუფი დაძლიეს და 1/64-ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

ჩვენი სპორტსმენებიდან ჯგუფში ყველაზე მეტი შეხვედრის მოგება და შედარებით მაღალი ადგილის დაკავება ჯიჯეიშვილმა მოახერხა. ლიკამ 3 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.

დარია ანტონოვამ 2 შეხვედრა მოიგო და მეხუთე ადგილი ერგო, ხოლო თეოდორა კახიანმა ასევე 2 შეხვედრა მოიგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. კახიანი 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონი
გახდა და მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ მოგებას ისახავს მიზნად.

ჯიჯეიშვილის მომავალი მეტოქე პოლონელი მარტა პუდა იქნება, დარია ანტონოვა უკრაინელ ოლენა ვორონინას შეხვდება, ხოლო კახიანი პოლონელ სილვია მატუშაკს დაუპირისპირდება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული