ერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა
(შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო, 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ხოლო Sportall.ge დანიასთან მატჩს ადგილიდან გააშუქებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 37 /
ასე თუ ისე ნორმალური სიაა, კარგია რომ გრიგალავას მისცა შანსი. პარუნაშვილი და ხარაიშვილიც უნდა ყოფილიყვნენ სიაში. უბრალოდ ბევრი ნახევარმცველი ყავს სიაში. ჯიღაურის ნაცვლად ერთი თავდამსხმელის დამატება შეიძლებოდა.
ქომაგი
28 მაისი 2019 15:30
2
თუ ძმა ხარ პარუნაშვილის ფეხბურთზე რა გსმენია იმის გარდა, რომ დანიის რომელიღაც ჭ კლასის გუნდში "ირიცხება"?
ლაშა
29 მაისი 2019 09:06
3
Zarandias raserchit? Shergelashvilsac miscen shansi kargi dartyma aqvs
Bacho
28 მაისი 2019 14:44
3
ფუ შEნი თავდამსხმელი ისევ არა გვყავს.
Killer.
28 მაისი 2019 16:32
4
ზარანდიას იმიტომ არ იძახებს, რომ ფედერაციაში პატრონი არ ჰყავს,არავინ არ ლობირებს.ზარანდია,რომ გამოიძახოს და ათამაშოს და მაგრად,რომ ითამაშოს გულები გაუსკდებათ.სხვები დარჩებათ გასაყიდი.ზარანდიას ნიჭს ყველანაირად კლავენ.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
29 მაისი 2019 08:45
14
რამდენიც არ უნდა იმარჩიელოთ ნაკრები განწირულია, ყველა თამაშს წააგებს და როგორც ყოველთვი ბოლო ადგილზე გავა
555
28 მაისი 2019 17:06
31
გამოდი გრიშა გიცანით
:-)
28 მაისი 2019 22:15
2
როგორც იქნა ისმინა ვაისმა და ნახევარდაცვა დაამსგავსა რაღაცას, მხოლოდ ჟიღაურის ნაცვლად ზარანდია უეჭველი უნდა იყოს, მაგას ბეციც მიხვდება და ღმერთმა დაიფაროს, პაპუს რომ რაიმე დაემართოს? ძლივს ჩადგა ბიჭი ფორმაში და ამხელა ნაგრუზკა სრაზუ? ძალიან მომეწონა გრიგალავას გამოძახება, დღეს იგი უალტერნატივოა დვალთან და ხოჭოლავასთან ერთად. მაგრამ კაკაბაძე უთამაშებელია, კაშია უთამაშებელია და ისედაც გაფუჭდა, ნავალოვსკი ეროვნულში ჩამოლაბორანტდა და დაბერდა, ბურთს ვეღარ ეწევა და ვერ წვდება, კვერკველია მთელი თამაში რომ ირბინოს, ერთ-ორს ისეთ შეცდომას დაუშვებს, თამაშს წააგებს და. ხარაბაძის საუკეთესო მხარე დაცვა რომ არაა, ამას თვითონაც ამბობს, ამას დამატებული ლორია უწერია პირველ ნომრად, რომელიც მთელი თამაში რომ ითამაშოს, კვერკველიას მსგავსად ერთ-ორ ისეთ შეცდომას უშვებს, თამაშს ვაგებთ. ამიტომ იმ 9 კაციდან სასწრაფოდაა დასამატებელი დაცვაში მჭედლიშვილი და შერგელაშვილი, რომელმაც საბერძნეთში კარგი პრაქტიკა მიიღო. ვის ნაცვლად, ეს იასნია. ნახევარდაცვა კი გამოიძახა და მისასალმებელია, ყველა ეს ახალგაზრდები თავისი კლუბების საკვანძო ფიგურები არიან, მაგრამ დააყენებს თუ არა არ ვიცი. ასევე კანკავა-კვეკვესკირის წყვილიც აღარ მეიმედება, ჯერ დაბერდნენ და მერე კიდევ კაზახეთის დონემ მაინც დაღი დაასვა, თან ბოლო დროს 100 პროცენტიანი პრაქტიკა აღარც აქვთ, გვილია ფიზიკაში კაია, მარა ფილოსოფიის რა მოგახსენოთ, ამ სამეულის ნაცვლად პარუნა-აბუ-ხარას მოვიაზრებ და მასაც ამიტომა ყავს ალბათ გამოძახებული და ვეთანხმები 100 პროცენტით. მჭედლიძეს რაც შეეხება, ძლიერი ფორვარდია, მაგრამ პრაქტიკა 0 პროცენტი. მისი დაყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ნაკრები 6 ნახევარმცველით ითამაშებს, 5-ით მაინც და მას მხოლოდ საჯარიმოში ღრმად თამაშით შემოფარგლიან, რადგან ზედმეტი დატვირთვა აირიდოს თავიდან. 3-6-1 ყველაზე გამართლებულია დღეს. 3 ცენტრალური მცველი. გრიგალავა, ხოჭოლავა და დვალი. ესე იგი 2 მცველი და ზარანდია, უნდა დაამატოს. სხვა კარგია
ვასო
28 მაისი 2019 17:39
15
კიტეიშვილისათვისაც გეპოვა ადგილი და ცოტათი თუ კვარაცხელიასაც ათამაშებ კაფგი იქნება:)
emigranti
29 მაისი 2019 02:10
0
ჯანოს რა ჭირს გაფართოებულშიც რომ არ წერია, ისევ დაიმტვრა??? :/ :/
ინტერისტა
28 მაისი 2019 21:23
15
გეუბნებით მაგათი ინტერესი არის დაძირვა.აბა ყაზაიშვილიც არ გამოიძახა და ეგეთი სისულელეები უკვე ზედმეტია.
sdfffff
28 მაისი 2019 15:22
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული