ეროვნული ლიგა. XVI ტური: "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯიას" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯია" 3:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "საბურთალო" თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ანგარიში კი გონსალვესმა ჩინებული საჯარიმოთი გახსნა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შინდაგორიძე შევიდა და თავისი საფირმო დარტყმით მეორედ დაამწუხრა მეტოქე. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეათე გოლია. შემდეგ შინდაგორიძემ შორიდან დაარტყა ბურთი, რომელიც მეკარემ ცუდად მოიგერია და დამატებაზე ყველას დიასამიძემ დაასწრო.

მოკლედ, ჩემპიონმა დამსახურებულად იმარჯვა, ხოლო მძიმე სიტუაციაში მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" თუ ვერ მოახერხა შემადგენლობის გაძლიერება, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ვიტ
ჯორჯია 3:0
გოლები: 1:0 ვაგნერ გონსალვესი (28), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (64), 3:0 გიორგი დიასამიძე (70)

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ცოტნე ნადარაია, დაჩი ცნობილაძე, ვაგნერ გონსალვესი (ლაშა შინდაგორიძე 46), გიორგი დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი კოხრეიძე, ანტე გი (სანდრო ალთუნაშვილი 8), ოგნენ როლოვიჩი (გიორგი გულიაშვილი 70)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): ნიკა ქავთარაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცბიძე, ალიკო ჩაკვეტაძე, დავით საჯაია, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ცოტნე მოსიაშვილი, ვანო კურდღელაშვილი (ირაკლი ზარიძე 71), გიორგი ვასაძე, ზურაბ მუსელიანი, დავით მუჯირი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოხრეიძე-შინდაგორიძის დუეტი აღარ ხუმრობს... შემგომ წარმატებებს ვუსურვებ!!!
tngh
14:44 29-05-2019
0

სიახლეები პოპულარული