ეროვნული ლიგა. XVI ტური: გოლების წვიმა და მორიგი საფეხბურთო ზეიმი ანგისაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "სიონი" 5:1 გაანადგურა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და დიდი ძალებით შეუტიეს, სტუმრები კი ყრუ დაცვაში არ ჩადგნენ და სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ.

ანგარიში 39-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით მამუჩაშვილმა გახსნა. მან ბურთი ჩამოიღო და საჯარიმოს ხაზიდან ცაციათი ზარქუას კარის ცხრიანში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში ბათუმელთა უპირატესობა უდიდესი იყო და ეს ანგარიშშიც აისახა:

55-ე წუთზე ბათუმელებმა მეორე გოლის გატანის შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან - ფლამარიონის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ზარქუამ მოიგერია, დამატებაზე კი
საბანაძემ ბურთი ძელს გაარტყა.

62-ე წუთზე მსაჯმა ვადაჭკორიამ, ცოტა არ იყოს, საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა ბოლნისელთა კარში, როდესაც სუხიაშვილმა სანტოსი უნებურად წააქცია და წააქცია საჯარიმოს ხაზთან. პენალტი რამოსმა გამოიყენა.

შემდეგ კი ტეიდმა შორიდან ყუმბარისებურად გაისროლა, 3:0 და მატჩის ბედიც გადაწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 3:0 იყო, ამის შემდეგაც ცალკარა თამაში მიდიოდა და აშკარად გამოიკვეთა ზღვისპირელთა გუნდის ბოლნისელებთან შედარებით უფრო მაღალი კლასი.

შედეგად, მამუჩაშვილმა ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დუბლი შეასრულა.

84-ე წუთზე ჩაჩუამ პრესტიჟის გოლი გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში საბანაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - სიონი 5:1
გოლები: 1:0 ვლადიმერ მამუჩაშვილი (39), 2:0 გაბრიელ რამოსი (62, პენ), 3:0 ბენჟამინ ტეიდი (66), 4:0 ვლადიმერ მამუჩაშვილი (77), 4:1 რომან ჩაჩუა (84), 5:1 ნიკოლოზ საბანაძე (90+3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე (გიორგი გადრანი 81), მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ), გაბრიელ რამოსი (ვალერიან თევდორაძე 69), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი (გიული მანჯგალაძე 70)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სიონი (3-1-4-2): თორნიკე ზარქუა, რომან ჩაჩუა, გულვერდ თომაშვილი, გივი ხეცურიანი (ზვიად სიხარულია 67), ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ვაჟ ქიქავა (დავით რაჟამაშვილი 73), თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, ჯაბა უგულავა (ლაშა მანაგაძე 77)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული