პირველი შემთხვევა - ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება.

ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდავეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი
დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი).

უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).

უეფას მედიაკომიტეტი - ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი).

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
Nu viqnebit bogmianebi cinikosebi da ash... Carmatebebi da ufro meti ganvitareba qartul fexburts, kobi mujiris shvili ra kriteriumit shearchiet axalgazrdulis cevrad aranairi statistikit ar jdeba nakrebis cevrad gulshematkivrebs pativi gvecit da didi kitxvisnishnebs nu tobebt gulshematkivrebshi rogorc qartulfexburtidan dacyebuli asakobrivit nakrebit gagrdzelebuli da damtavrebuli erovnulit obieqturebi tu ar iqnebit xalxis mimart verasdros ganvitardeba qartuli fexburti amaze metad rac gvaqvs
Va-Le
31 მაისი 2019 11:41
0
საღოლ კალაძე.. მემგონი მამამისს არ გაუკეთებია კობიაშვილისთვის იმდენი რასაც კალაძე უკეთებს.
ჰმ
31 მაისი 2019 10:08
0
ვაიიი რა ეშველება ახლა პარლამენტს?
თიმო
30 მაისი 2019 17:17
8
სასიხარულო ამბავია, ვულოცავ ლევანს და მის გუნდს.
DAVE
30 მაისი 2019 14:38
4
ხო და დაამსგავსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და გლდანს უეფას ფეხბურთის კომიტეტს))))))))) რამდენს გაწვდეს ეს ერთი კაცი)))
llcl
30 მაისი 2019 14:20
5
და სულაც არარი საღადაო და დასაცინი!
წარმატებები ლევანს და მის გუნდს ქართული ფეხბურთის წინსვლის საქმეში!
მე
30 მაისი 2019 16:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული