პირველი შემთხვევა - ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება.

ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდავეთი), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი
დაამტკიცეს.

უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტი - კახა ჭუმბურიძე (ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი).

უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტი - ალექსანდრე იაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).

მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭო - ნიკოლოზ ჯღარკავა (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი).

უეფას მედიაკომიტეტი - ოთარ გიორგაძე ( საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი).

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
სასიხარულო ამბავია, ვულოცავ ლევანს და მის გუნდს.
DAVE
14:38 30-05-2019
4
ხო და დაამსგავსებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და გლდანს უეფას ფეხბურთის კომიტეტს))))))))) რამდენს გაწვდეს ეს ერთი კაცი)))
llcl
14:20 30-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული