საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მიიღო და მოახლოებულ მატჩებში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" შეიკრიბა და ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა.

შეკრების პირველ დღეს, საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით წარიმართა. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო მატჩების გამო ეროვნულ გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.

ინდივიდუალურად ვარჯიშობს სოლომონ კვერკველია, გიორგი ქვილითაია კი, ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა და მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

სავარაუდოდ, ნაკრებს ასევე ვერ დაეხმარება ჩეხური "ზლინის" ქართველი ლეგიონერი ვახტანგ ჭანტურიშვილი. ფეხბურთელი ჩეხეთში სამუშაო ვიზის მოლოდინშია.

მთავარი
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში "თარაზის" ქართველი ლეგიონერი, ელგუჯა ლობჯანიძე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ტრავმა არა კვატი! სავარუდოდ, ვაისმა უთხრა რომ გიბრალტართან არ იქნები ძირითადშიო და ამანაც ბუნტი გამოაცხადა. ნაკრების მესვეურებმა კი ეს ყველაფერი "ლამაზად შეფუთეს". აი ესაა მწარე რეალობა - რაც ფედერაციაა, ისაა ნაკრებიც
სიმართლე
11:01 03-06-2019
3
მერამდენე შემთხვევაა დააკვირდით რომ ნაკრების შეკრებახე ტრავმებს ღებულობენ
0

სიახლეები პოპულარული