საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ორი მატჩისთვის ემზადება, მისმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრებს მზადყოფნაში შეხვდებიან:
"ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ.
პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით