"სპარტაკი" ნახევარმცველის შესაძენად 6 ფეხბურთელის და მათ შორის, ჯანო ანანიძის გაყიდვას შეეცდება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" შემტევი ნახევარმცველის შესაძენად 7 მილიონი ევრო გამოჰყო.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ეს თანხა შეიძლება იმ შემთხვევაში გაიზარდოს, თუ ვინმეს გაყიდიან.

გამოცემის მტკიცებით, საუბარია ჯანო ანანიძეზე, დენის გლუშაკოვზე, ფერნანდოზე, ზე ლუიშზე, სოფიან ჰანისა და ალეკსანდრ ტაშაევზე.

"სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ჯერ საჭირო კანდიდატი ან ვერ მოიძია, ან მისი სატრანსფერო ფასი არ აწყობს.

ანანიძეს "კრილია სოვეტოვთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, "სპარტაკთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული