ყაზახურმა გამოცემა vesti.kz-მ იმ თავისუფალ აგენტებზე ისაუბრა, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო კლუბის დროს, შესაძლოა, ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებში აღმოჩნდნენ.
ერთ-ერთ მათგანად გამოცემა გიორგი ჭანტურიას მიიჩნევს, რომელიც იანვრის შემდეგ თავისუფალი აგენტია.
"ურალში" ტექნიკური ქართველი ფეხბურთელი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა. ჭანტურიას შესანიშნავი ევროპული გამოცდილება აქვს: გაიარა "ბარსელონას" სკოლა, კარგად თამაშობდა ჰოლანდიაში და დასამახსოვრებელი იყო გერმანიასა და რუმინეთში.
პოტენციურად, ჭანტურია, შესაძლოა, "ორდაბასში" ვიხილოთ, რომელიც ევროტურნირებზე გამოვა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელსაც მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში უმუშავია", - წერს გამოცემა.
26 წლის შემტევმა "ურალის" რიგებში ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, სადაც 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.