დანიის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩის წინ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ის, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე მოწინააღმდეგე ნაკრებსაც შეეხო:

"ვფიქრობ, ვინ ვათამაშოთ ცენტრფორვარდის პოზიციაზე. იუსუფ პოულსენი ერთ-ერთი ვარიანტია.

მშვენიერი ატმოსფეროა, ჯერ არ გვივარჯიშია. ირლანდიასთან კარგად ვითამაშეთ, კარგი განწყობა გვაქვს და იმედია, ორშაბათს გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვერ გამოვარჩევთ კონკრეტულ ფეხბურთელებს, მთლიან გუნდს ვაფასებთ.

მიგვაჩნია, რომ ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. თუ მათ დროს და სივრცეს მისცემ, იციან ამის გამოყენება. ისინი კარგად თამაშობენ შეტევაში".

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას
მოგვიანებით ჩაატარებს.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან


მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს გუნდი რომელიც მოუგებს, ლატვიას ლიტვას ესტონეთს , ყაზახეთს, ანდორას , ლუქსებურგს , სან მარინოს , მალტას, ფარერებს, გიბლარტარს, მოლდოვას, სომხეთს , ლიხტენშტეინს, კვიპროსს, აზერბაიჯანსაც .... კოსოვოს მაკედონიას და ბელარუსს თუ ვერ მოვუგეთ არ წავაგებთ მაინც წესით. მოკლედ რისი თქმა მინდა გავათვითცნობიეროთ რო ვართ იმ დონეზე რო. ამათი მოგება შეგვიძლია და ნუ ვილანძღებით მერე დანიას თუ ვერ ვეთამაშეთ მოსაგებად , მარტო იმ ელემენტარული და მნიშვნელოვანი მიზეზის გამო რომ იქ ლიგის ფინალისტები და ათასი ზვეზდები თამაშობენ , რომლებიც კიარ დარბიან დაფრინავენ ჩვენთან შედარებით.ისინი უბურთოდ რო დარბიან იმდენს ჩვენები ბურთიანად ვერ დარბის. ეს რეალობაა აქ გასატეხი არაფერია. მომავმის იმედით ვიყოთ და ხვალ დავტკბეთ იმ ერთი ორი ლამაზი მომენტით რასაც ჩვენები შექმნიან , თუ შევაგდეთ ხო საერთოდ ფეხზე დამდგარი დავუკრავ ტაშს მე პირადად
Emiri
04:29 10-06-2019
2
სერიოზულ მოწინააღმდეგედ არც კი განგვიხილავენ))))
soso
19:55 09-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული