ვლადიმირ ვაისი: შესაძლოა, ლობჟანიძემ ითამაშოს - კვარაცხელიაც, ალბათ, ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ, დანიასა და საქართველოს შორის, "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, მატჩი რთული იქნება, დანია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად არ დაუწყია, გასულ ტურში ირლანდიასთან ორი ქულა დაკარგა.

დანიას მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს.

ჩემი მოთამაშეები მიყვარს, ვენდობი. როცა მეტოქე დანიაა, ჭკვიანურად თამაშია საჭირო. ხვალინდელ შეხვედრაში რომ დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს ცხადია.

ლობჟანიძე და ხარაიშვილი სკანდინავიაში თამაშობენ? კიდევ კარგი, დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ
ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდა.

მათ ვარჯიშზე დავაკვირდები და მივიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, ლობჟანიძემ ხვალ ითამაშოს. ის სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. დღეს დავაკვირდებით და ალბათ, ითამაშებს".

დანიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვითხოვთ რომ დანიასთან მოიგოს ხოოო? (მეც სხვათაშორის) მაინტერესებს რომელი საფეხბურთო კომპონენტის გამო უნდა მოვუგოთ დანიას, (გარდა იღბალისა)?
roma
10 ივნისი 2019 10:38
4
რას იგესლება ეს კაცი ხარაიშვილზე მუდმივად?
იაგო
10 ივნისი 2019 10:15
4
შენი ჭირიმე ოღონდ მერებაშვილი არ ათამაშოო
Buxrika
10 ივნისი 2019 09:05
8
რას ერჩით მერებაშვილს ვერ გავიგე, რასაც ვუყურებ, არც თავდადება არც კლასი არ აკლია, სტაბილური ძირითადის მოთამაშეა თავის გუნდში. ბევრი გვყავს ასეთი? თუ ვინმეს არ მოსწონს თავისი საქმეა, მაგრამ ობიექტურად ნაღდად საჭირო იგროკია, მითუმეტეს დანიისნაირ გუნდთან.
LEXA
10 ივნისი 2019 13:22
3
ლორია
კაკაბაძე-კვირკვე-ხოჭოლავა-დვალი
კანკავა-კვეკვე-გვილია
საბა ლ.- კიტე - ხარაიშვილი

დანია-საქართველო 1:2

ერიკსენი (30წ.)
საბა ლობჟანიძე (75წ.)
კვარაცხელია (87წ.)

მჯერა ბიჭების!
დიდგორელი!
10 ივნისი 2019 04:13
11
კვარაცხელია შემადგენკობაშიც არ გყავს და გოლი გაატანინე? :) )
Geo_Dinamo
10 ივნისი 2019 10:38
1
თამაში თუ გინდა ვაისმა როგორ უნდ შეგიშალოს ხელი?
sdfffff
10 ივნისი 2019 03:26
6
ბიჭებო ითამაშეთ გულით, მაინც და მაინც ნუ მოუსმენთ ვლადიმირს - ეგ კაცი მოგზავნილია რუსეთისგან და თავისი დავალებები პირნათლად შეასრულა - არ გაგვიყვანა მსოფლიოზე რუსეთში!!! ხვალ, მთელი თქვენი ტანჯული სამშობლო გადევნებთ თვალს და ნუ გაგვაწბილებთ, ალალად გთხოვთ.
ჩვენ ბიჭებს
10 ივნისი 2019 01:59
31
ეს უკვე ბოდვაა - ადმი შეეშვიჩემს დაბლოკვას
kote
10 ივნისი 2019 03:25
5
სავარაუდოდ ეს გუნდი იქნება:
ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე - გვილია, ხარაიშვილი, კანკავა, ლობჟანიძე - არველაძე, კვარაცხელია
ვახო
10 ივნისი 2019 01:17
4
ლობჟანიძე და ხარაიშვილი სკანდინავიაში თამაშობენ? კიდევ კარგი დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ
ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდა

Ise cinikosobs titos 1 velze viyot she araprofesionalo, neta tamashobdnen 6-7kaci nakrebs caadgeboda,
Va-Le
09 ივნისი 2019 23:46
2
https://lyricstranslate.com/en/mamao-chveno-lyrics.html

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა,
ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსებისა მომეც ჩვენ დყეს,
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ!.. ((( არანაირი ტაქტიკა , არანაირი პროფესიონალიზმი, მხოლოდ ლოცვა გავაძლიროთ!!!!
Vasili
09 ივნისი 2019 23:41
11
გიჟია :))
George
10 ივნისი 2019 01:16
3
ცხვარიც ხომ არ დაკვეგლა დილიდან?:)))
emigranti
10 ივნისი 2019 01:06
2
ყველა გამოხმაურება
გამოიყვანე ვაის ასეთი შემადგენლობით ნაკრები: მეკარე-ლორია, დაცვა - კაკაბაძე, დვალი, გრიგალავა, კანკავა,ხარაბაძე. ნახევარდაცვა, საბა ლობჟანიძე, კვარაცხელია,კვეკვესკირი,პაპუნაშვილი. თავდასხმა-ელგუჯა ლობჟანიძე. იქნებ რამე გამოვიდეს!
მწვრთნელი
09 ივნისი 2019 23:20
18
ერთი რამ დაგავიწყდა. შენ წადი და მე ვიქნები მწვრთნელი,ხვალ მაინც თქო))
დავით 67
10 ივნისი 2019 04:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული