ვლადიმირ ვაისი: შესაძლოა, ლობჟანიძემ ითამაშოს - კვარაცხელიაც, ალბათ, ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ, დანიასა და საქართველოს შორის, "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, მატჩი რთული იქნება, დანია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად არ დაუწყია, გასულ ტურში ირლანდიასთან ორი ქულა დაკარგა.

დანიას მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს.

ჩემი მოთამაშეები მიყვარს, ვენდობი. როცა მეტოქე დანიაა, ჭკვიანურად თამაშია საჭირო. ხვალინდელ შეხვედრაში რომ დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს ცხადია.

ლობჟანიძე და ხარაიშვილი სკანდინავიაში თამაშობენ? კიდევ კარგი, დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ
ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდა.

მათ ვარჯიშზე დავაკვირდები და მივიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, ლობჟანიძემ ხვალ ითამაშოს. ის სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. დღეს დავაკვირდებით და ალბათ, ითამაშებს".

დანიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვაისს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, 80% მეტი წამყვანი ფეხბურთელები გვაკლია, ზოგს ტრავმა აქვს, ზოგს კიდევ ეზარება ჩამოსვლა, ლობჟანიძეს თბილისში უნდა ეთამაშა, გუნდათ შეთამაშდებოდა, ნაცნობ მოედანზე და ნაცნობ გარემოში თამაში დიდი პლიუსია. ასეთი დანაკლისით როგორიც დაცვაშია ჯერ არ ვყოფილვართ, ყველას გვინდოდა ზარანდია გამოეძახებინა, მაგრამ ვაისი სხვაგვარად ფიქრობს... ცარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!!!
2
ვაკო, ანანიძე, ოქრი, მჭედლიძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაკვეტაძე, ნავალოვსკი, ქვილითაია. გუნდის 90% არ გვყავს და დანიას რო ვერ მოვუგოთ მაინც ვაისი უნდა გამოვლანძღოთ ხო?
semi
14:18 10-06-2019
5

სიახლეები პოპულარული