გურამ კაშია: ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე

AutoSharing Option
დანიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ შემდეგი განაცხადა:

"სამწუხაროა, რომ ბოლო კვირებში კლუბში თამაში არ მომიწია, მაგრამ უახლოეს მომავალში ალბათ, მომეცემა შანსი.

ამერიკიდან ფრენას რაც შეეხება, ვვარჯიშობ და კვირაში ორჯერ თამაში შემიძლია.

დანიის ნაკრები ძალიან დიდი გუნდია. ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვთ და ხვალ აუცილებლად სამი ქულისთვის გამოვლენ. ჩვენ ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ, განსაკუთრებით, დაცვაში.

90 წუთის განმავლობაში გიბრალტარმაც შეგვიქმნა მომენტი და ეს ჩვენც უნდა მოვახერხოთ.

დღევანდელ დროში, ეროვნულ ნაკრებში როდესაც ხარ, ხარ კაცი. არ უნდა გჭირდებოდეს ვეტერანების დარიგება.
არავის ჭკუის დარიგება არ უნდა გჭირდებოდეს.

ამიტომ, ჩემი მხრიდან, ვინმეს რამე ჭკუის დარიგება რომ დავუწყო, არ იქნება სწორი.

ფეხბურთი და გასახდელი ისეთი რამეა, სადაც კვერცხებით უნდა შეხვიდე. ისეთი ბიჭები გვყავს, რომ თავს გაართმევენ.

ფიზიკურად უნდა ვიყოთ მზად. ახალგაზრდებს ფიზიკური მზადყოფნა უფრო მოეთხოვებათ, ვიდრე ფსიქოლოგიური".

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვერცხებით და არა კვერცხივით:))
tazo
11 ივნისი 2019 10:43
0
აბა სხვა რა ეთქმის.ვიცი რომ კრიტიკას მივიღებ, მაგრამ ეს მცველი არასდროს მიმაჩნდა ნორმალურ მცველად და ზოგადად ძალიან სუსტია დაცვაში.მარტო ეს კია არა კაკაბაძეა ერთი ნორმალური და კვირკველიასაც არაუშავს.დანარჩენი სასტავი ნულია.გგონიათ ჩვენი შეტევაც დიდად რამეს წარმოადგენს?უბრალოდ ტაქტიკურადაც გაუმართავია და ბურთს თუ ვინმემ მოარტყა ბურთი ეგარის და ეგ.
კარგით რა
10 ივნისი 2019 11:23
7
ტყუილად არ დაგსვეს სკამზე ამერიკაში, არა ხარ ფორმაში თავადაც იცი...დიდი გუნდია დანია და დაცვაში უნდა დავდგეთო, ქედი მოუხარა უკვე ფაქტიურად, ის კი არა რამე ოპტიმისტური ეთქვა, ბიჭები ხომ გაიგებდნენ.ვაისისგან გადაედო ენურეზი, თუ რა ქვია ქვეშაფსიობას.
emigranti
10 ივნისი 2019 01:21
16
Shenma matarebelma chaiara ukve. Didi xania kvercxebi unda gqondes dakodili ki ar unda dadiode :-):-):-):-)
Va-Le
09 ივნისი 2019 23:50
26
ეხ გურამ გურამ, სად არის ეს ყველაფერი მერე.
ფანი
09 ივნისი 2019 22:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული