ოთარ კიტეიშვილი: დანია დაუმარცხებელი გუნდი არაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დანიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

"დანიის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი სტარტი არ გამოუვიდათ, როგორსაც ელოდნენ, ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს განწყობას, საწყის ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ საკუთარ მოედანზე გიბრალტარი დავამარცხეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. გიბრალტარი არცთუ ისე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში კარგი განწყობაა. დანიის ეროვნული ნაკრები დაუმარცხებელი გუნდი არაა. ჩვენ გარკვეული შანსები გვექნება და იმედი მაქვს, დადებით შედეგს ვაჩვენებთ"
- აღნიშნა გრაცის "შტურმის" ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, დანიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს, 10 ივნისს გაიმართება. მატჩი კოპენჰაგენში, "თელია პარკენზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეტევაში ლობჟანიძე,კიტეიშვილი,ხარაიშვილი,- ცენტრი კანკავა,კვეკვესკირი,გვილია. დაცვა გრიგალავა,კაშია,კაკაბაძე,ხარაბაძე და მეკარე ლორია!
kaxa
18:07 10-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული