ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
შე კაი კაცცო, ზარანდიასთვის არ გემეტება ადგილი და თუ ვინმე დედამ დაწყევლა ყველა გუნდში გყავთ
ვაკო
11 ივნისი 2019 10:37
6
რა შეილება თქვა ყოველივე ამის შემდეგ?ალბათ ბევრი არც არაფერი!კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ კვირკველია და ხოჭოლავა ნახევარი გუნდია.კაშიას რაც შეეხება ჩვენი ჩემპიონატის დონესაც ვეღარ ქაჩავს უკვე.
ქობულეთელი
11 ივნისი 2019 10:20
2
მსაჯს რო დააბრალო წაგება ამისათვის მინიმუმ კარგად უნდა ითამაშო. კარებში მსაჯი გვირტყავდა? 10-2 !!!! კუთხურებს მსაჯი აწვდიდა? 10-3 !!! ბურთს მსაჯი ფლობდა? 56-44 !!! პასებს მსაჯი აკეთებდა? 548 - 217 !!! დედა გვიტირეს დანიელებმა რა მსაჯი რის მსაჯი? ვაჟკაცურად მაინც ვაღიაროთ და ვთქვათ რომ დღეს ჩვენ არცერთ შესარჩევს არ უნდა ვთამაშობდეთ იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ამას. მე იმის მეშინია ბელორუსმაც იგივე არ დაგვმართოს და საერთოდ თავი არ მოგვეჭრას სრულიად დუნიაზე (მაგრამ მეტი როგორღა უნდა მოგვეჭრას ეგეც საკითხავია).
dadu
11 ივნისი 2019 10:08
4
მსაჯი, ლორია, ნელსონ მანდელა, გია სურამელაშვილი, ჩერნობილის აფეთქება, კონფლიქტი სირიაში და ა.შ. ეს კაცი ყველას და ყველაფერს აბრალებს წაგებას საკუთარი თავის გარდა, ბატონო გლდანის მაჟორიტარ-ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაუშვი ეს კაცი, ვიღაც ოდნავ ნორმალური ნახე, რომ გაზაფხულისათვის ოდნავ გუნდს დაამსგავსოს ვინმემ, ხომ შეიძლება 90 წუთში ან 2 კომბინაცია მაინც გათამაშდეს დამუშავებული ან სტანდარტი
llcl
11 ივნისი 2019 09:35
2
კობიაშვილი ვაისს არ გაუშვებს, რადგან ეს იქნება მისი შეცდომის აღიარება ცხადაძესთან დაკავშირებით... მოკლედ რიგგარეშე პარლამენტის არჩევნები თუ გვიშველის თორემ -ვაისი არსად წამსვლელი არ არის!!!
ჟორა
11 ივნისი 2019 15:07
0
დვალი რატომ იჯდა, ვინ დაგაბრალა მწვრთნელობა. ამდენი ხანია ლობჟანიძეს გიძახით და ხომ ხედავ გაამართლა. შემქმნელი, და ბურთის დამჭერი ფეხბურთელები სკამზე გეჯდა, მაგალითად აბურჯანია, მერებაც ბურთს კი ღეჭავს, პაპუც თავიდან გამოგეყვანა, ხარა, აქ გჭირდებოდა სწორედ ზარანდია და მჭედლიშვილი დაცვაში, საბერძნეთიდან მცველი დაგემატებია, უთამაშებელი კაშია, კაკაბაძე და ნავალა რომ ვერ გაქაჩავდა არ იცოდი? ბოლობოლო კანკავა დაგეწია და საყრდენში ადგილი გაგითავისუფლდებოდა, აბა რა მწვრთნელი ხარ. ფედერაციის მიკვირს საქართველოში მწვრთნელი არაა? მოდებაში არაა მაგ კაცი, ვერ ხვდებით? ფუი თქვენი.
iaSha
11 ივნისი 2019 09:33
1
ძლივს ვნახე სწორი კომენტარი. + 1000
ერთი მერებას "ბურთის ღეჭვა" რა არის ვერ გავიგე :))
გადასარევი გიორგი
11 ივნისი 2019 12:56
0
ეს არაპროფესიონალი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა 2018-ში აი მაშინ გვქონდა უკვე საქმე ცუდად.

ჭ ლიგის ლომები წლის ნაკრები და წლის მწვრთნელი !!! :)
აფერუმ
11 ივნისი 2019 09:17
2
ამ კაცის მიზეზებს, რომ ცუდ გუნდებში თამაშობენ ფეხბურთელები სადამდე უნდა ვუსმინოთ? აქ მოსვლამდე მარტო ხელფასს ჩახედა ვერ ნახა რა გუნდებში თამაშობდნენ? ხო იცოდა სადაც მიდიოდა არანაირი ტაქტიკა არააქ კაცს უბრალოდ 11 კაცი გამოყავს სტადიონზე
მე
11 ივნისი 2019 08:49
1
კიდევ წავაგეთ? აუ, აბა იხახდა მოვიგებთო
roma
11 ივნისი 2019 08:48
1
კატეგორიულად მოვიტხოვოტ ფეხბურტის ფედერაციის სრული გადადგომა.ფედერაცია არი უვიცი გაუნატლებელი ხალხის ხელსჰი და ერტადერტი სასაც აკეტებენ არის ფულის გატეტრება.ამატმა უკვე დაგვაჯვეს ტავზზე და ჰვენ კიდევ სტადიონს ვავსებტ ტამასჰებზე.
bajo
11 ივნისი 2019 08:42
2
ვთქვად მოვუგეთ ბელორუსიას, გაგვირდა სიტყვაზე კოსოვოსთან, მერე ასეთი თამაშით და სტრატეგიით რა გვინდა ევროპაზე. სანამ კიდევ დროა მწვრთნელის შეცვლა თუ უშველის ამ საქმეს, სირცხვილია ბოლოს და ბოლოს.
mamuka
11 ივნისი 2019 08:28
1
კოსოვო გახევს ამ ნაკრებს ამ სირმანჯოსთან ერთად
dato
11 ივნისი 2019 11:08
1

სიახლეები პოპულარული