დანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

AutoSharing Option
11 ივნისს, საქართველოსთან გამარჯვების (5:1) შემდეგ დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. მას საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ვაისის განცხადების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"მე სათადარიგოთა სკამთან ვიყავი, ამ პოზიციიდან კი არაფერი ჩანდა. მსაჯი უკეთეს პოზიციაზე იყო. თუმცა ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა. ამ მატჩში 5 გოლი გავიტანეთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.

მთავარი ბრძოლა ირლანდიასთან და შვეიცარიასთან გვექნება. ორივე გუნდმა სძლია საქართველოსა და გიბრალტარს", - განაცხადა ჰარეიდემ.

დანიის ნაკრებმა საქართველოსთან გამარჯების შემდეგ 5 ქულით
მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
დანია რომ ჩვენსაზე უკეთესი გუნდი იყო მოედანზე რად უნდა ამას ბევრი მსჯელობა? მე მიყვარს ჩემი ნაკრები და ვხედავ ფეხბურთელების შემართებასაც და მონდომებასაც და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენზე მეტად განიცდიან წაგებას და ჩვენზე მეტად უნდათ გამარჯვება, ამიტომ მე ისევ მივალ სტადიონზე და ვიყვირებ საქართველოს, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანა და ჩემი გუნდია! ისე კი, რაც მალე ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ჩვენ-ჩვენი საქმით ვეცდებით დანიისნაირი ქვეყნის აშენებას, მით უფრო მალე დაამარცხებს ჩვენი ნაკრები დანიის გუნდს ფეხბურთშიც და სხვა სფეროებშიც. მანამდე კი გაუმარჯოს ჯაბა კანკავას და ჩვენს გუნდს!
ენვერი
10:37 11-06-2019
4
თამაშამდე დავწერე რომ ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით დანია გაგვანადგურებს-მეთქი და ისიც ვთქვი, თუ შევცდები ბოდიშს მოვიხდი-თქო.
ახლა იმათმა მოიხადონ ბოდიში, ვინც მანამდე დისლაიქები დაწერეს ჩემს ნათქვამზე. არავინ იფიქროს რომ ეს ჩასაფრებული კაცის პოზიციაა. მე ამას გულისტკივილით ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი ბადალ დონეზეა. დანია ჩვენზე ერთი თავით მაღლაა და ამას დაემატა წამყვანი მოთამაშეების ტრავმები, მიკერძოებული მსაჯობა და კიდევ სხვა რამეებიც, რამაც ეს შედეგი განაპირობა
სიმართლე
11:57 11-06-2019
1

სიახლეები პოპულარული