გურამ კაშია: გვაჯობეს, დავმარცხდით, მსაჯთანაც და დანიასთანაც

AutoSharing Option
11 ივნისს, დანიასთან მარცხის შემდეგ (1:5), საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დანიის ნაკრები საქართველოზე ბევრად მაღალი დონის გუნდია და მსაჯის შეცდომებზე ყურადღების გამახვილება არ სურს.

"სამწუხაროდ, მსაჯის ასპექტშიც არ გაგვიმართლა. ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა თამაშზე, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ დანია ჩვენზე ძლიერი ნაკრებია, ყველა ასპექტში ჩვენზე კარგად თამაშობდნენ და გვაჯობეს.

ბევრი ორთაბრძოლა მოგვიგეს. ალბათ, პოზიციურადაც არ ვიყავით კარგად. გვემჩნეოდა, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა.

გასამართლებელი საბუთი არ არის ის, რომ სადავო იყო პენალტის ეპიზოდი, გიორგი ლორიაზე კი ჯარიმა იყო. პენალტის მომენტი არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა.

არ მინდა, წაგება მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი გავუშვით. დღეს არ ვიყავით ასეთი თამაშისთვის მზად. გამოჩნდა, რომ ის ფეხბურთელები გვაკლია, რომლებიც ეს ორი წელი ჩვენთან ერთად იყვნენ. ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე - ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და არ შეიძლება ამდენი ფეხბურთელი ტრავმირებული იყოს ისეთ ნაკრებში, როგორიც ჩვენ ვართ.

ძალიან რთულია გადაეწყო-გადმოეწყო, რამდენიმე შემადგენლობა სცადო. გვაჯობეს, დავმარცხდით, მსაჯთანაც და დანიასთანაც", - განაცხადა გურამ კაშიამ.

საქართველოს ნაკრები ოთხი მატჩის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 პოზიციას იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს მშიშარა ჩასვრილი ახალგაზრდების გუნდია და არა ფეხბურთელების, სანამ თამაში დაიწყებოდა უკვე ჩასვრილები იყვნენ, მოკლედ ჯერ შიშის კომპლექსი უნდა მოუხსნათ როგორმე და მერე ასწავლოთ ფეხბურთი
zmo
11 ივნისი 2019 14:07
0
აი ცისარტყელა რომ შეგება ხელზე, მსაჯსაც გული გაუთბებოდა და დანიის ფეხბურთელებსაც შერცხვებოდათ გოლების გატანა.
აკი
11 ივნისი 2019 12:56
7
მერებაშვილი რა პონტში არ ათამაშა ვერ ვხდები.მეორე.პარუნაშვილი რა პონტში დააყენა ვერ ვხდები.საერთოდ უსაქმურურად იყო ტიპი.საუკეტესო იყო გუშინ კიტეიშვილი კაცმა იცის თამაში და აზროვნებს,ლობჯანიზე კი ბევრ მომენტში საერთოდ უაზრო გადაწყვეტილებეს იგებდა,კაშია იმენა დირკაა რასაც ქვია,მარტო გრზელი პასი იცის ტიპმა.
butxa
11 ივნისი 2019 12:49
5
ვინც ცისარტყელას ართმევს ბავშვებს იმან რა უნდა ითამაშოს
jiji
11 ივნისი 2019 11:32
6
3-1-ის შემდეგ მეგონა 7-1 მაინც მოგვიგებენ მეთქი ისეთი უმწეო ჯოგი ვიხილე ჩვენ ნაკრების ფორმაში. უსუსური, დამფრთხალი, მშიშარა ბრბო.
Geo_Dinamo
11 ივნისი 2019 11:08
6
რა გიკვირთ? საქართველოს მეორე ნაკრწბმა წაგო დანიის პირველ ნაკრებთან. თავს ვერ დავდებ პირველი ნაკრებით მოვიგებდითო,მაგრამ ასე მაინც არ წავაგებდით..
გოგა
11 ივნისი 2019 10:51
21
მსაჯმა დაგვჩაგრა თორე 4:1 იქნებოდა
me
11 ივნისი 2019 10:25
2
აბა რო იქადნებოდი კვერცხებით უნდა შეხვიდე გასახდელშიც და მოედანზეცო? არ გეყო სტადიონამდე? :)
me
11 ივნისი 2019 10:24
1
საკმარისია სირცხვილი! თავი დაანებეთ ფეხბურთის თამაშს, უთავმოყვარეო თაობა ყველა ასაკობრივ ნაკრებში!!!!!!!!!!!!!!
გიო
11 ივნისი 2019 09:48
2
კარში დარტყმა 22-5 ზე რო გაქვს ეგეც მსაჯის ბრალია ხომ? :)))
Pride
11 ივნისი 2019 09:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული