არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ დანია-საქართველოს მატჩის შესახებ "ლელოსთან" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები დანიასთან სტუმრად ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, ვაისი უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად?
- უნდა დარჩეს. ერთა ლიგის დარჩენილი შეხვედრებია ჩვენი მთავარი საფიქრალი. ეს ციკლი იმ თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ახლა რომ სხვა მწვრთნელი მოვიდეს, მას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება ვითარებაში გასარკვევად. ვაისმა დაიწყო ეს საქმე, ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო და ბოლომდეც მანვე უნდა მიიყვანოს საქმე.



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ხო აბა რა, უნდა დარჩეს, მერე ვინღა ათამაშებს რეზიკოს შვილს. მამიკოს უნიჭო ბიჭუნები მერე როგორ მოხვდებიან ნაკრებში? უნდა დარჩეს ვაისი. ეს გუნდი ღირსია ბელარუსმაც მოუგოს და ჩატოვოს ფლეიოფში.
გიგა
13 ივნისი 2019 20:35
4
კუმაც ფეხი გამოყოო, ამას ვინ კითხავს უსირცხვილოდ რომ აფრქვევს აზრებს. გასაგებია რატომაც გინდა ვაისი. რეზისაც შევეკითხოთ უნდა?...ვაი თქვენს პატრონს, რა იოლად იშიფრებით.
emigranti
12 ივნისი 2019 23:05
0
კუპერს, არც ქეცბას, არ ჰყოლია ის რეზერვი, რაც დღეს არსებობს, ვაისას გამართლება არააქვს, შემადგენლობას ვერ აყენებს, საჭირო ფეხბურთელესს არ იძახებს, ტაქტიკა არა, ზამენა არა, საშინაო დავალება არა, რაუნდა დაცვაში მეტრნახევრიან უთამაშებელ მცველებს, გასაკვირია, რა უნდოდა დვალს სკამზე? გაუშვით ეს იდიოტი ესა. აი მაგას თუ სექტემბერში თავბედი არ ვაწყევლიოთ , ნახავთ
ვასო
12 ივნისი 2019 19:28
2
kidev erti "brzeni" gamoxta, turme vaisi unda darches:((, gmerto vinmes sertod anagvlebs chveni pexburti da gulshimatkivrebi!! yvela tavisi interesit rom aprkvevs azrebs!!!
სანდრო
12 ივნისი 2019 18:13
1
კომენტარებში ბევრი იძახის უცხოელი გამოცდილი მწვრთნელი უნდა მოვიყვანოთო, აბა ერთი იმ უცხოელ გამოცდილ მწვრთნელს კითხეთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა თუ გინდა თქვა, ეხლა უცხოელ მწვრთნელებში აზერბაიჯანელ ან ესტონელ მწვრთნელს თუ გულისხმობთ არ ვიცი
dinamo
12 ივნისი 2019 17:36
4
ყველას თავისი აზრი აქვს მწვრთნელთან დაკავშირებით, ჩემი სუბიექტური აზრით მსოფლიოს ვერც ერთი მწვრთნელი ვერ უშველის საქართველოს ნაკრებს ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ექტორ კუპერმა საქართველოს ნაკრებით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ზედიზედ ათზე მეტი თამაში ქონდა მოგების გარეშე ხოლო ეგვიპტის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზეც გავიდა. ასე რომ ვაისი არაფერ შუაშია, ეგ კიარა საერთოდ უმწვრთნელოდ რომ იყოს ნაკრები უკეთესია, ძირითადის შემადგენლობა აირჩიოს კაპიტანმა და ვიცე კაპიტანმა, ამაზე უარესი მაინც არ იქნება და თან მწვრთნელისთვის გადასახდელ რამდენიმე მილიონს დავზოგავთ რომელიც შეიძლება რაიმე კარგ საქმეს მოხმარდეს მაგალითად ბავშვთა ფეხბურთს))
irakli
12 ივნისი 2019 17:30
5
თუ გულშიც მასე ფიქრობ და მიმიფურთხებია მაშინ თქვენი გაგებისთვის! კარგია ხომ რეზის ბიჭს რომ ათამაშებს ნაკრებში, აქაოდა კარიერის აწყობაში ეხმარებაო? სულ დაკარგეთ ამ ძმებმა (მინიმუმ შენ და რეზიმ, შოთას იმდენად ეს არ ეხება) ობიექტურობის განცდა და ამ ჩვენი დაჩაჩანაკებული ნაკრების საცოდავ მდგომარეობაზე თვალებს ხუჭავთ. რა ვაისი რის ვაისი, ვაი და უია ცარიელი მაგ კაცი ჩვენთვის!
patrioti
12 ივნისი 2019 17:30
1
არჩილ მთელი ქვეყანა პატივს გცემთ და ნუ ჩაყვებით საფლავში ამ უვიც მწვრთნელს. მაგ მატარებელმა რაც ვაისმა დააყენა არასდროს არ გაამართლა, ამის სტატისტიკა არსებობს, ეგ კაცი თამაშობს პოსტსაბჭოურ ფეხბურთს. მოედანზე იყო ქაოსი, ბიჭებმა არ იცოდნენ რა ექნათ, ჩვენ გვახსოვს უფრო ძლიერ მეტოქეებთან ტოლ-სწორად ნათამაშები ღირსეული მატჩები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრესკონფერენციებზე ეგ კაცი დაგვცინის, რატომ ითმენთ ამას? აცე ძვირი ღირს? კაცს შეეძლო შემადგენლობის გამოყვანა, ფაქტი იყო, რომ აქ ბურთის დამჭერი მოთამაშეები იყო საჭირო რომლებიც ჰყავდა და არ ათამაშა. კანკავა გუნდში დაცვაში ირჯება და კარგადაც დაეყენებინა სამი მცველი გრირალავა,კანკავა,დვალი, სამი საყრდენი, აბურჯანია,გვილია კვეკვესკირი, პაპუნაშვილი კიტეიშვილი ხარაიშვილი, და ფორვარდად ლობჟანიძე. ამ შემთხვევაში, ბურთის დამჭერი ფეხბურთელები გვეყოლებოდა, შეტევის პოტენციალი გაიზრდებოდა და არც გამარჯვება იქნებოდა გასაკვირი.დაცვაც დაზღვეული იქნებოდა და საჭიროების დროს პირველი პასიც გარდაუვალი იყო, ხოლო გამგრძელებლები და ბურთის გამტანი მინდორზე მრავლად იქნებოდა. თქვენ და თქვენი მოთრეული მწვრთნელს, ყოველგვარი ღირსება დაკარგული გაქვთ და წინასწარ გვაგუებთ წაგებას. ეგ მწვრთნელი სასწრაფოდაა მოსაცილებელი და სასექტემბროდ ახალმა კაცმა უნდა გაიყვანოს ნაკრები მინდორზე. საქართველოში იოლად მოძებნით შესაბამის მწვრთნელს, თუნდაც შოტის. თქვენ რომ გეთქვათ ვაისმა ამოწურაო შესაძლებლობები, ბევრად მოიგებდით. რომც გახვიდეთ ევროპაზე, იქ რას აპირებთ საინტერესოა? კოსოვოს თუ გავცდით რასაკვირველია
iaSha
12 ივნისი 2019 16:30
4
ხალხს ჯერ კიდევ უყვარხართ სამივე ძმები და თავს ნუ შეაზარებთ, ისედაც მაფიოზობაში გდებენ ბრალს და ვაისს ნუ გადააყოლებთ ყველაფერს, სასწრაფოდ სექტემბრამდეა ახალი მწვრთნელი მოსაყვანი, თუნდაც შოთი, ამას ასკარად აჯობებს. სავსებით გასაგებია რისთვისაც გჭირდებათ ვაისი, აბა მაგისი დონე ვერავინ ვერ დაინახა, 4 წელია ანადგურებს ნაკრებს. ხოდა აი ნახავ, სულ მალე ერთად მოგადგება გაბრაზებული ხალხი და კინწისკვრით გადმოგყრიან მანდედან, სამუდამოდ და ფეხბურთსაც ეშველება.
ვასო
12 ივნისი 2019 15:53
15
ვეთანხმები არჩილს!!! სანამ ერთა ლიგის გათამაშება არ დამთავრდება, მწვრთნელის შეცვლა არ შეიძლება...
tngh
12 ივნისი 2019 15:22
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული