ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქე მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ბელორუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო თანამდებობიდან წავიდა.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კრიუშენკომ ბელორუსის ნაკრები 2017 წლის მარტში ჩაიბარა.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 8-ში მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 13-ში წააგო.

ბოლო 4 მატჩი ბელორუსის ნაკრებმა საერთო ჯამში 1:9 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც ერთმატჩიანია, საქართველოს ნაკრების მეტოქეა. შეხვედრა საქართველოში 2020 წლის მარტში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ თუ გვყავს ხო რას ამბობთ ციდან ვარსკვლავებს წყვეტს....
კახა
28 ივნისი 2019 12:18
2
ფეხბურთი ჩვენთან არ გაუქმდება,ისეთი ფეხბურთი გვექნება თურქეთში,რომ იყო გასული საუკუნის 60-70-80-ან წლებში და ახლა რომ არის ინდოეთში.
ზასტაველი
14 ივნისი 2019 20:04
0
ჩვენში ფეხბურთი მოკვდა! შედეგი არანაირი არ იქნება, თუ მოხდა სასწაული და მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია, შენგელია არ გაცოცხლდნენ, სხვა მხრივ, ვაისი იქნება, მაისი, თუ კვატაისი, ორ ტაიმს რომ ვერ ირბენს ფეხბურთელი, 45 წლის მსაჯს რომ გაეკიდება საცემრად და ვერ დაეწევა, ვარჯიში ენის ბლატავი, რომ გგონია და სხვაც რომ არავინ გყავს ქვეყანაში, ე ამაშია საქმე!...
კ ო მ ბ ლ ე
14 ივნისი 2019 02:29
3
ფეხბურთი ნაკლებად გესმის,სხვა სპორტზე გადადი
:-)
14 ივნისი 2019 07:12
5
ვაისი იმის გამოც გასაშვებია ერთი ვრცელი ინტერვიუ როარ მისცა ქართულ მედიას
daka
13 ივნისი 2019 17:57
3
როგორ უნდა მიეცა ინტერვიუ? კითხვის დასმა არ იციან.
martlaaa
14 ივნისი 2019 17:51
0
მარტო ვაისი რამდენი ფეხბურთელია გასაშვები ეს ჟურნალისტები კიდე რეალური კითხევები დასვით სამი თამაში წააგო გუნდმა მეტი აღარაა ჩვენჯგუფში გუნდი კიდე რო წავაგოთ დაასახელოს კონკრეტული მიზეზები წაგების სად არი მისი წვლილი წაგებაში სად ფეხბურთელების თუ ფეხბურთელები არ ვარგა და მიზანს ამ ფეხბურთელებთან ერთად ვერ შეასრულებ მიბრძანდი ბატონო დაგვანებე თავი ჩვენით მოვიტეხთ კისერს კიდევშენ რო არ გვაბოთაო
კახა
13 ივნისი 2019 17:10
2
ჩვენც არ გვაქვს მაგარი სტატისტიკა 4 მატჩი 4:8 საშინელებაა
roma
13 ივნისი 2019 16:28
0
კი გაიყვანა ბელორუსის ნაკრები იგორ კრიუშენკომ ერთა ლიგის ნახევარფინალში,მაგრამ როცა ცუდი შედეგები დადო,მაშინვე გაანთავისუფლეს და კაციშვილს არ უთქვამს არიქა ვაცალოთო.ჩვენთან კი ყველა ერთხმად იძახის ვახტანგ ქორიძის გარდა დავტოვოთ ვაისიო. მე კი (ღმერთმა არ ქნას და) თუ წავაგეთ და ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე,ყველა ეთხმად აწკავწკავდება დაგვაქციაო. აი ასეთი ხალხი ვართ ჩვენ.
mamulo
13 ივნისი 2019 16:26
3
ანუ ბელარუსიის ფეხბურთის ფედერაციაა ის ფედერაცია ვისაც უნდა მივბაძოთ?
:-)
14 ივნისი 2019 07:14
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული