ბელორუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კრიუშენკო თანამდებობიდან წავიდა.
მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
კრიუშენკომ ბელორუსის ნაკრები 2017 წლის მარტში ჩაიბარა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 27 მატჩი ჩაატარა, სადაც 8-ში მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 13-ში წააგო.
ბოლო 4 მატჩი ბელორუსის ნაკრებმა საერთო ჯამში 1:9 წააგო.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც ერთმატჩიანია, საქართველოს ნაკრების მეტოქეა. შეხვედრა საქართველოში 2020 წლის მარტში გაიმართება.