14 ივნისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრების პოზიცია არ შეცვლილა.
"ჯვაროსნები" ამ დროისთვის, აპრილის რეიტინგის მსგავსად, 1255 ქულით 94-ე ადგილზეა. მაისში ფიფას რეიტინგი არ განუახლებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ივნისში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი გამართა.
7 ივნისს ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა გიბრალტარს 3:0 მოუგეს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მონაწილეების რეიტინგს, შვეიცარია ერთი საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-9 ადგილზეა, დანია უცვლელად მე-10 პოზიციას იკავებს, ირლანდიის ნაკრები 3 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 32-ე ადგილს იკავებს. გიბრალტარი 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 198-ე ადგილზეა.
ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ბელორუსი კი 82-ე ადგილზე იმყოფება, რაც წინა რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უარესი მაჩვენებელია.
საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:
- ბელგია
- საფრანგეთი
- ბრაზილია
- ინგლისი
- პორტუგალია +2
- ხორვატია -1
- ესპანეთი +2
- ურუგვაი -2
- შვეიცარია -1
- დანია
- გერმანია +2
- არგენტინა
- კოლუმბია -1
- იტალია +3
- ჰოლანდია +2
- ჩილე -1
- შვედეთი -3
- მექსიკა
- პოლონეთი +1
- ირანი +1
დანიასთან ის ერთი გოლი ნიშნავს რომ ტექნიკურად და ტაქტიკურად წესრიგი გვაქვს, მაგრამ ამტანობით და მენტალური მომზადებით ძალიან ჩამოვრჩებით.