საქართველოს ნაკრებმა 10 ივნისს დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. გთავაზობთ Sportall.ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

გიორგი ლორია - 4.5 - საქართველოს ნაკრების მეკარის "სინდისზე" გაშვებული 5 გოლიდან, ალბათ, მხოლოდ მე-3 არის. იყო თუ არა ჯარიმა, ფაქტია, ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი ვერ მოიგერია და გოლიც გავუშვით. ასევე, მეოთხე გოლის დროსაც მარცხენა მხარეს იყოს გადაწეული და ბურთის კარგად მოგერიება გაუჭირდა. სტატისტიკის მიხედვით, 5 სეივი ჰქონდა, თუმცა არცერთი ყოფილა ისეთი, რომ ვთქვათ, კარი გადაარჩინაო. განსაკუთრებული შეცდომები არ ჰქონია, თუმცა, როცა მეკარე 5 გოლს უშვებს, ძნელია ვთქვათ, ცუდად არ უთამაშიაო.

გიორგი ნავალოვსკი - 4.5 - მარცხენა მცველი ხშირად მიდიოდა წინ, ცდილობდა თამაშის გამწვავებას. დანიელები არც მარჯვნიდან აკლებდნენ შეტევებს, თუმცა ძირითადად ჩვენი მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, აწვდიდნენ. გაშვებული 4 გოლიდან (მე-5 გოლის დროს მოედანზე აღარ იყო) მისი ბრალი არცერთი არ ყოფილა. 2 შემთხვევაში უკან ჩამოსვლა დააგვიანდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და გოლი არცერთხელ არ გაგვიშვია. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მსგავსი ინტენსიური შეტევის ფონზე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.

გია გრიგალავა - 4.5 - პირველ ტაიმში გია გრიგალავა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ცენტრალურ მცველს არც კაცი გაუტარებია და არც ბურთი, მხოლოდ 1 შემთხვევაში დაასწრო კიაერმა. მეორე ტაიმში კი, მესამე გოლის შემდეგ ვეღარც გია დარჩა მოწოდების სიმაღლეზე. მეოთხე გოლის დროს დოლბერგს ვერ დაუფარა, ანკერსენის გარღვევისას ძალიან სუსტი იყო, ბოლო გოლის დროსაც უკეთ უნდა ემოქმედა. ნავალოვსკის მსგავსად, საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ...

გურამ კაშია - 3.5 - რთულია თქმა, თუმცა, შესაძლოა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად ამ მატჩში ითამაშა. ეტყობა გურამს ამერიკაში გადასვლა; ისიც ეტყობა, რომ ბოლოს თამაშიც არ უწევს. მე-3 ბურთის დროს ის და ლორია ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, მე-4 გოლის დროს აშკარად დააგვიანა, 2-3 ჯერ ადვილად გასცდნენ. სამწუხაროდ, კაშიასგან ვერ მივიღეთ ის, რასაც მისგან მიჩვეულები ვართ - დაცვის ეფექტური ხელმძღვანელობა.

ოთარ კაკაბაძე - 3.5 - კაშიას მსგავსად, ძალიან სუსტი შეხვედრა ჰქონდა. შეტევაში თითქმის ვერცერთხელ ვერ გაამწვავა სიტუაცია. პირველი გოლის დროს დოლბერგს ვერ შეუშალა ხელი, მესამე გოლის დროს შორიდან უყურებდა მოვლენებს. ოთარისგან საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდება და მარჯვენა მცველსაც რომ უკეთ შეუძლია თამაში, საიდუმლო არაა.

ჯაბა კანკავა - 4.0 - ყველაზე სუსტი რგოლი ამ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა იყო. დანიელებს არც ფლანგებიდან უჭირდათ შეტევა, არც ცენტრიდან. ამდენი ნახევარმცველის ფონზე ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ფაქტია, კაპიტანმა სუსტად ითამაშა. რამდენიმე არასაჭირო სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გაძევებასთანაც ახლოს იყო. პენალტი "აიკიდა" (შესაძლოა არც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მაინც). ვხედავთ იმ ჟინს, რა განწყობითაც ჯაბა თამაშს იწყებს და ამთავრებს, ბოლომდე იბრძვის, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

ნიკა კვეკვესკირი - 4.0 - ასეთი სუსტი თამაში კვეკვესკირისგანაც მოულოდნელი იყო. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ნიკა საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფეხბურთელია, ნაკრების ღერძი. თითქმის ყველა წარმატებულ თამაშში მისი წვლილი უდიდესი იყო, თუმცა დანიასთან ძალიან დაიჩაგრა. მესამე გოლის დროს დოლბერგი მიატოვა და საჯარიმოს ცენტრიდან ადევნებდა თვალს.

ლაშა პარუნაშვილი - 3.5 - ყველაზე სუსტი ჩვენს ნაკრებში სწორედ ლაშა პარუნაშვილი იყო. "ესბიერგის" ნახევარმცველმა მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ეს მწვრთნელის ბრალიც არის, ალბათ, თუმცა, ფაქტია, პირველი ზუსტი პასი მეორე ტაიმში გააკეთა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც. ნიჭიერი ნახევარმცველია, კარგად შეუძლია თამაში, თუმცა ამ შეხვედრაში სრულიად ამოვარდნილი იყო წესრიგიდან, თუ მოედანზე არსებულ მოცემულობას ჩვენთვის წესრიგი ერქვა.

საბა ლობჟანიძე - 5.5 - საბამ ერთადერთი გოლი გაიტანა და უფრო დიდი სირცხვილი აგვარიდა თავიდან. ცდილობდა, დარბოდა, იბრძოდა, თუმცა ძალიან ძნელი იყო. ალბათ, მასთან სასაყვედურო ყველაზე ნაკლები გვაქვს, რაც შეძლო მარტომ, გააკეთა. 1 რეალური მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა, მაგრამ იყო მომენტები, როცა შეტევაში არაზუსტ გადაცემას აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი - 5 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ კიტეიშვილი იყო. საგოლე შეტევისას სწორედ ოთარმა მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა მასზე 10 სანტიმეტრით მაღალ ანკერსენს. გარდა ამისა, დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს, შეტევაშიც ცდილობდა ბურთის წაღებას და რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც. შეეძლო გოლის გატანაც, თუმცა გვილიას ლამაზი პასის შემდეგ ძლიერად ვერ დაარტყა. ჰქონდა ტექნიკური წუნი.

ვალერიან გვილია - 5.5 - კიტეიშვილის მსგავსად, გვილიაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ჩვენს ნაკრებში. პირველი გოლის დროს კიაერთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა ამ მომენტის გარდა, უხეში შეცდომა არ დაუშვია. ძალიან კარგი პასი გაუკეთა საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს. მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა და რაც შეეძლო, გააკეთა.

გიორგი პაპუნაშვილი - 5 - ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე, თუმცა შემოსვლიდან 5 წუთში მე-3 გოლი გავუშვით და ნაკრებიც მოიშალა. პაპუმ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება. 2-3-ჯერ კარგად წაიღო ბურთი. გოლის გატანაც შეეძლო, მცირე მანძილით ააცილა კარს ბურთი. ალბათ, გაცილებით კარგი იქნებოდა მისი პირველივე წუთებიდან დაყენება.

ელგუჯა ლობჯანიძე: შეფასების გარეშე - ლობჯანიძე 74-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. ფიზიკურად ძლიერმა ფორვარდმა რამდენიმე ბურთის მოგება შეძლო, კარგად ებრძოდა კრისტენსენს, თუმცა ბურთი ბევრჯერ არ მიუღია, არც მომენტი ჰქონია.

ლაშა დვალი: შეფასების გარეშე. 4:1-ს ვაგებდით, როცა მწვრთნელმა ამპლუით ცენტრალური მცველი დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად შემოიყვანა მოედანზე და მატჩის ბოლომდე გოლის გაშვება მაინც მოვასწარით, თან მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევით.

ვლადიმირ ვაისი: 2 მინუსით - ყველაზე სუსტი ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. უამრავი შეცდომა ჰქონდა სლოვაკს. თემურ ქეცბაიას ნაკრებს ვაკრიტიკებდით, რადგან 9 ფეხბურთელით დაცვას თამაშობდა გუნდი, თუმცა მაშინ ამდენ გოლს არ ვუშვებდით. ახლა 10 ფეხბურთელით ვიცავდით თავს და 5 გოლი გავუშვით. ვაისი იმიტომ მოგვწონს, რომ შეუძლია გუნდს კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. აშკარად არ გამოსდის დაცვითი ფეხბურთით გუნდის დალაგება. საჭიროა მეტი გაბედულობა, ასე შეშინებული გუნდი მწვრთნელს არ უნდა გამოჰყავდეს მოედანზე. რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა, 5 გოლზე მეტს გავუშვებდითო, ვერ ვიტყვით. თუკი ვინმემ იმედები გაგვიცრუა, ეს ვაისი იყო. შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ არ ველოდით, რომ იმავეს გააკეთებდა. კიდევ ერთი, შორიდან ჩანს, რომ სლოვაკ მწვრთნელს გუნდის ფსიქოლოგიურად დამუხტვა არ გამოსდის და თამაშამდე აცხადებს კაპიტულაციას.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

სირბილის სწავლების ცენტრი
უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი 1 თამაშში უნდა აკეთებდეს 30-დან 70 აჩქარებამდე (საშუალო მანძილად 20 მეტრი ითვლება). რაც შეეხება მატჩის განმავლობაში დაფარულ მანძილს 12-დან 15 კილომეტრამდე უნდა იყოს. როდესაც ამას შეძლებენ მოწინავეთა რიგებში გადავინაცვლებთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
ის ერთი გოლი ნიშნავს რომ ტექნიკურად და ტაქტიკურად წესრიგი გვაქვს, მაგრამ ამტანობით და მენტალური მომზადებით ძალიან ჩამოვრჩებით
ჩორნა
modi shevtanxmdet rom chven gulshematkivari aazzrze ar vart fexburtis))) sagool kobi da vais rom shemayvaret fexburtze yureba,,dauuviwyari matchebi iyo yvela am tamashebis istorias taobidan tsobas gadavcemt da shens gvars oqros asoebit movqargavt sagol kobiashvili agmwshenebelo(rodemde vitminot).cxadazis dros bichebi pampersit ar gamodiodnen moedanze,ar vaqeb aqvs mag mwvrtnelsac minusi is ro misi drois fexburtelebsac atamashebda xolme,is jvarze acven icit ratom?! qartvelia da magitom didia xelfasio))) ai kosovos versia momwons minda yazaishvili atamashon belarus tu gavcdit milot rashicas minda chaxedos tvalebdhi mis dubliors vitesidan.. kashia mcvelad ar casula smerikashi is yaraulad waiyvanen ra shechsmad eg kaci ra vergaiged yaraulad kaco da ara mcvelad))
ფეღბურთის ექსპერტი
ეს შეფასებები, რა თქმა უნდა, უნდა ეფუძნებოდეს რამე მონაცემებს და არა ჟურნალისტის პირად შთაბეჭდილებებს. ვაისის შეფასება ხომ საერთოდ არასერიოზულია საგაზეთო სტატიისთვის. ვისაც არ ეზარება ყველა ლანძრავს ვაისს და კოლექტივს, აქაოდა შემტევი ფეხბურთი გვეთამაშაო ორი ან სამი თავდამსხმელითო, ესაო და ისაო, მაგრამ რა რესურსით ფიქრობთ ნეტავ დანიასთან შემტევი ფეხბურთის თამაშს? ვინმეს შეუძლია დაასახელოს 2 ან 3 ქართველი შემტევი რომლებიც დანიის დონის გუნდის დაცვვას ააწიოკებდა? (იტყვით ალბათ ჩაკვეტაძეო) მე პირადად იმ ერთი გოლისაც მადლობელი ვარ ბიჭების მართლა იდეალური კონტრშეტევა გააკეთეს და რატომღაც ამას არავინ აღნიშნავს. მოკლედ გაუმარჯოს ჩვენს გუნდს მომავალი წარმატების იმედით!
QT
ხვიჩა, შეფასებების გაკეთების დროს, სფფ-ს გამოართვი ოფიციალური სტატისტიკა, ვინ რამდენი ირბინა, რამდები აჩქარება გააეთა, პასების სიზუსტე, ჩაშლილი და წამოწყებული შეტევები, გამამწვავებელი პასი და ა.შ., თორე სხვანაირად საკუთარ მოსაზრებებზე და ტელევიზორში ნაყურებზეა დაფუძნებულია ეს შეფასება.
Burdzika
ვაისმა რომ შერჩევა არ იცის ეს ბევრჯერ დავინახეთ...თუნცა ფეხბურთელი რომ გურთს ვერ დაიჭერს ეს არაა ვაისის ბრალი.გამოჩნდა ვინ იყო ფორმაში.საბა ძალიან მაგარი იყო იმ ფონზე რაც ითამაშა გუნდმა.ასევე გვილიაა და კაპიტანი.სხვა ვერავის გამოარჩევ.დაცვაზე ზესმეტია ლაპარაკი.აშკარად კვირკველია ხოჭოლავას დოეტი ჯობია ცენტრში.ეს პარუნაშვილი საერთოდ იცოდა სად იყო.ტიპს პირველ ტაიმში ბურთი არ მიუღია მე არ დამინახავს რავი.ხარაიშვილი დაეყენებინა ჯობდა.ყველანაირი პრაქტიკაა აქვს ბიჭს ტო.თუმცა მაინც მგონია 1-1ზე მსაჯმა დაასვა დაღი თამაშსს.რა პენალტი ინგლისის ჩემპიონატს არ უყურებს ეგ ჩჩემის მსაჯი.ყველგან ხდება ეგრე და რაღა აქ ნახა დარღვევა.
დათო
თამაშის დაწყების წინ, ბიჭებს სახეზევე ეტყობოდათ, რომ ჩაფლავდებოდნენ, არ იყვნენ ანთებული თვალებითა და ,,ჟილკით" განწყობლნი, ტრუსიკჩახდილებს გავდნენ, შეშინებული თვალებითა და მომჩვარული ტანით.
Geo_Dinamo
ვაისი ძალიან მშიშარა და სუსტი მწვრთნელია. იმის შიშით იყო რაც მოუვიდა დანიაში, განადგურდა)) რისიც გეშინია ქვეცნობიერად უმეტეს შემთხვევაში ის გემართება. მას ეს პირველად არ დაემართა. უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი რომ მის ხელში წინ სვლა წარმოუდგენელია. ახლა ხომ გამოჩდა კობიაშვილის შეცდომა? მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დაკარგულ დროზე, რომელიც ვერაფრისთვის ვერ გამოიყენა ვაისმა.
ნუგზარი
ყოჩაღ ხვიჩა, კარგი ანალიზია ნამდვილად.
Xevsuri 08
Xom sheidzleba vinmem visac sheudzlia miigos normaluri hadawyvetileba sheapasos mimdinare statistikebi da sheqmnili situacia da daayenos mwvrtnelis kompetenciis sakitxi me ar vambob rom am nakrebebs utuod unda movugot tumca imitom gvyavs sapexburto nakrebi rom pexburti vitamashot biwebs es sheudzliad tumca taktikuri monaxaE konkretuli tamashis stili mat niws a malavs chvens chempionatshi moidzebneba kaci romelsac sheudzlia gunds atamashos pexburti daayenet soso pridze mtavarmwvrtnelad
me
ჯერერთი, რომ ერთა ლიგაზე ანდორას დონის გუნდებს ვეთამაშეთ და არა დანიას, მეორეც 5 ჩაკვეტაძე 3 მესი და 3 კრიშტიანოთი ბებიაჩემიც მოიგებს და ვაისმა კარგად იცოდა სადაც მოდიოდა ხელფასს რო დახედა ფეხბურთელებიც ნახა იქვე მიშა მესხი და დათო ყიფიანი, რომ არ დახვდებოდა გუნდში იცოდა, კარგი მწვრთნელი იმიტო არი საჭირო, რომ არსებული რესურსით მოახერხოს შედეგის დადება, თორე საუალო ევროპულ გუნდთან როგორიც დანია და შვეიცარიაა მეტი ანგარიშით უმწვრთნელოდაც არ წააგებ და იმ მაჩანჩალა გიბრალტარსაც მოუგებ 3:0-ს სახლში!!! ასე რომ ვაის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთ! ცხადაძე ბევრად უკეთ ათამშებდა გუნდს და რაც იყო ფეხბურთს გავდა!
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
ვაისის ბრალი ის არის,რომ ფეხბურთელების შერჩევა არ იცის.თამაშსს ვერ კითხულობს.სადაც კონტრშეტევა აქვს სათამაშო,იქ ისეთ ფორვარდებს ათამაშებს,რომლებიც ვერ დარბიან.მოკლედ რაში იღებს ამხელა ხელფასს საკითხავია.ზარანდიაზე დაწერა, რომ დრიბლიორიაო. შე კარგად მოწყობოლო ფეხბურთელი ,რმელიც ორ-სამ კაცს ატყუებს უპრობლემოდ თამაშსს არ იმსახურებს?ნეტა ეგეთი მომტყუებელი და სწრაფი მთელი გუნდი იყოს შე კეთილად მოწყობილო კაცო.მაგრამ ყველაზე დიდი "მომტყუებელი"თვითონ ვაისია.
0000
ცეცაძის ნაკრებებსაც აქვს ნავაჟკაცები. ფარერებთან 1–3 მაგალითად.
გოგა
ავტორს ვეთანხმები ვაისი განადგურდა დანიასთან.. ჯობია 6:3 წაგო და შემტევი ფეხბურთი ითამაშო. 10 კაცით იცავ თავს და მაინც 5 გოლს,რო გაგიტანენ, ეგ უკვე ცალსახად მწვრთნელის ბრალია.. მოკლედ ქართველი მწვრთნელი იყოს ვინმე ჯობია. მე პირადად ცხადაძე და დევდარიანი მომწონს... დუეტში კარგი იქნებოდა ეს ორი
gio
ცეცაძეს ჩააბარეთ ნაკრები დროა.. შეტევა და ევროპაზე გასვლა თუ გვინდა..არც შეტევითი თამაში ეშლება და ევროპაძეც ყავს გაყვანილი 19 წლამდელები..არც არავის ჩარევს ფეხბურთელების არჩევაში.. მაგრამ უცხოელი ხოუნდა გავაძღოთ უსაქმურობაში აღებული ხელფასით.. ცეცაძე ნაკრების მწვრთნელად!!!!!!!
paata
... რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა... ჟურნალისტმა იქნებ გვითხრას ბურთის დაჭერაში პასუხისმგებელი ვაისია? მაგასაც ვაის აბრალებს? რაქნას გავარდეს მოედანზე ბურთი ხელში დაიჭიროს და თამაშის დამთავრებამდე აღარ გაუშვას? ყველაფერს მწვრთნელს რატო აბრალებთ? ანუ რა გამოდის რომ ვაისი უკრძალავს დაცვაში ნორმალურად თამაშს, ბურთის ფლობას, ბურთის კარში დარტყმას? ჩაკვეტაძე რომ თამაშობდა ჯგუფი მოვიგეთ, ჩაკვეტაძე აღარაა და ჯგუფში ბოლო ვართ. ამით მტკიცდება რომ ფეხბურთელები გვყავს დაბალი დონის და მწვრთნელი არაფერ შუაშია. გამოჩნდეს ერთი 3 - 4 ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი და ნახავთ ვაისი შედეგს თუარ დადებს, ამ შემადგენლობას კიდე კლოპი და გვარდიოლა ერთად რომ დაუნიშნო მწვრთნელად ვერაფეს უშველის
laguna
ბავშვთა ფეღბურთს მიხედეთ და ნეპოტიზმს ფეღბურთში და ყველაფერი კარგათ იქნება! აქ ვიღაცეები წერენ ეს დააბრუნეთ ის დააბრუნეთ არავინ ვინც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოსი ფეღბურთში მოღვაწეობდა ფეღბურთს არ უნდა გააკარო!!!! არც ჟორდანია არც ახალკაცი არც არველაძეები და რათქმაუნდა არც კობიაშვილი. მოიყვანეთ ქართული სულის ადამიანები და არა ფული ღლეტია წარსულები!!!!!!!!!
ქომაგი
კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ვაისს გამოსდის გიბრალტართან.
Va-Le
Rodesac jars yavs susti mshishara , metauri jaric sustia rac ar unda udzleveli jari gyabdes, davit agmashenebeli avogot rogor udzgoda da aimedebda sabrdzolad jars da ramxela omebshi brdzolobdnen
niko
რა ატბალიანი სისტემა, ვის რასი აინტერესებს. ლაშა დვალს რომ მარცხენა ფლანგზე აყენებს მწვრთნელი მანდ გამოიხატება მისი ცოდნა და კვალიფიკაცია. აშკარად არც პედერაცია არის აზრზე. ამას გარდა ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ აქვთ ასე რომ აგებენ.
Maximus
ვაისი არის ერთი ჩვეულებრივზე დაბალი დონის მწვრთნელი და მაგი ჩვენ ვერ გაგვიყვანს ევროპაზე. ასეთი თამაშით კოსოვოც და მაკედონიაც მოგვიგებს თუ რა თქმა უნდა ბელარუსს ვაჯობეთ მანამდე. ისე სომხეთს ხო ყავს ვარსკვლავები გენრიხას გარდა მაგრამ საბერძნეთს კი დაადეს გასვლაზე რაც გრანდებსაც არ გამოდით, ალბათ დამეთანხმებით... ასე რომ სანამ ვაისი იქნება ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ტელევიზორში იქნება რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს...
zaza
ვაისი რა თქმა უნდა ბევრ შეცდომას უშვებს, შემადგენლობას არასწორად აყენებს, შეცვლებს ან აგვიანებს ან უაზროდ აკეთებს, იმ რესურსსაც ვერ იყენებს სათანადოდ რაც გვაქვს, მაგისთვის ეს უბრალოდ სამსახურია როგროც ჩანს, ქვეყნის და ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟი სულაც არ ადარდებს, გუნდის მოტივირება ვერ შეძლო სათანადოდ ვერცერთ ნორმალურ მოწინააღმდეგესთან, თუმცა ფეხბურთელებიც ძაან უკვერცხებოდ თამაშობდნენ, შიშით და გამარჯვების რწმენის გარეშე
გუსანი
ძირითადში ვეთანხმები ავტორს, მგონია ცოტა რბილია, ვაისის სისუსტეები თანდათან გალატვიასაც ჩავარდნა ქონდა ჩვენდა ბედად. სამწუხაროდ კუდში მომყოლი ასაკობრივი ნაკრებებშიც ცუდი სიტვაციაა, 2-3 პერსპექტიული ახალგაზრდა ამინდს ვერ ქმნის გუნდში და ზრდასაც აჩერებენ. მოიკვეთა, მაგრამ ძირითადში განპირობებულია უსუსტესი კონტიგენტით, რომელიც ლაკმუსის ქაღალდივით კონტრასტული ხდება მეტნაკლებად დაბალანსირებულ გუნდებთან, არ ვგულიხსმობ საშუალო ევროპულ ქვეყნებს. იგივე ყაზახეთთან, თითქმის დარწმუნებული ვარ ჩაკვეტაძის გარეშე 1 ადგილს ვერ დავიკავებდით,
terasini
ავოეე....:)))დაუკრეფავში გადახვედი ჯიგარ!!!
ka
სასწრაფოდ უნდა გაუშვან ვაისი და მოიყვანონ ახალი მწვრთნელი რომელიც შემტევ გამართულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს 4 თამაშია წინ კიდე და მოასწრებს გუნდის გაცნობას ერთთა ლიგამდე რაც შეეხება ვაის ვაისი არის მშიშარა მწვრთნელი და ასეთით წარმატებას ვერ მივაღწევთ ტიპი პრესკონფერენციაზე ისეთებს ლაპარაკობს მერე ფეხბურთელს როგორ უნდა მოკითხო უმოტივაციოდ რატომ ხარო კიდევ ცვლილებებს ეგ არ აკეთებს ინდივიდუალისტებს ეგ არ იყენებს ზარანდიაზე რო თქვა მარტო დრიბლინგი არ არისო ფეხბურთი ჩაკვეტაძის დრიბლინგები როარა ერთა ლიგის ჯგუფს კივერმოიგებდი მანდ რო ჩაკვე არ ყოფილიყო ღმერთმა იცის რამოხდებოდა წარმოიდგინეთ გავედით ევროპაზე და შეგვხვდა საფრანგეთი ან რამე მაგარი გუნდი აქ ესეთ თამაშებში თუ დაცვაში უდგება 10 კაცით და 5-1ებს აგებს იქ რაიქნება საერთოდ გადაგვახევენ ბურთს მანდ გასვლაც რავიცი კოსოვო ისე ათამაშდა ეგეც საკითხავია გავალთ თუ არა
Ziqenbud
1. მეკარე - ლორიაზე ხო ჩახვეული აქვს, თვეების მანძილზე უთამაშებელი იყო და მაინც აყენებდა. 2. დაცვა - თუ ხოჭოლავას და კვირკველიას ტრავმები ჰქონდა, დვალი დაეყენებინა ცენტრალურ მცველად, ფლანგზე რომ შემოყავს ხოლმე და აწვალებს ბიჭს, ხარაბაძეს გამოცდილებას რომ უწუნებს, გრიგალავასაც შეუძლია ფლანგის მცველად თამაში, ნავალოვსკი რო ფორმაში არაა ყველამ კარგად ვიცით და საერთოდ არ უნდა ყოფილიყო შემადგენლობაში. კაშია კიდე ამ თამაშებისთვის არ იყო გამოსაძახებელი და აწი კიდე უფრო უკან წავა მაგის თამაშის დონე. ბოლოსდაბოლოს კანკავას ყაზახეთში ცენტრალურ მცველად ათამაშებენ ამ სეზონში და იმას გამოვიყენებდი. 3. ცენტრი - ჯაბა ნამდვილი კაპიტანია, მებრძოლია, ჟინიანია და თავს უფლებას არ მივცემ განვსაჯო, თუარა ამ თამაშში ნული იყო. 4. ფორვარდი - ყაზახეთის ბოლოს წინა ადგილოსან გუნდში, 13 თამაშში რო 5 გოლი აქვს გატანილი და იმას იძახებ, შე დალოცვილო თვალები დაფსებული გაქვს??? ზივზივაძეზე რო აღარაფერი ვთქვა, კაპანაძე თვალებ ანთებული ატარებს ყველა თამაშს, იმენა ცეცხლია, დარბის იბრძვის... მიეცი რა შანსი ახალ სისხლს, მაინც ჩაჯმული ტოვებ მოედანს და გიბრალტარს ჩემი უბნის ბიჭებით მოვუგებ, უბრალოდ ბაჩუკიას დათოიე ვერ აიღებდა იმ ჯარიმას თუარა :))))
მწვრთნელი
ნავალოვსკის ბრალი იყო პირველი გოლი ვერ მოასწრო, ჯარიმა აიკიდა და გოლოც მანდედან გავიდა! მეორე გოლი - კანკავამ აიკიდა პენალტი! მესამე გოლი - ლორიამ მოიტანა! მეოთხე გოლი - კაშიას სინდისზეა მეკარე ვერ დააზღვია დროულად, თუმცა კართან ახლოს იდგა ვიდრე მოწინააღმდეგე (მაინც აჯობა სირბილში)! მეხუთე გოლი კიდევ მთელი გუნდისაა იდგენ და უყურებდენ დანიელები როგორ აგორავებდნე ბურთს! ყველას 3 ბალზე მეტზე არ დავუწერდი!
Emiri
ა ბიჯო კაცი. 100 % ხარ მაგ აზრზე ვარ მე წლებია
gurami
ვაისი რომ გასაშვებია აქ ორი აზრი არ არის! მაგრამ ცხადაძე კრიზისიდან გამოყვანილი ნაკრები არსად გაიშვა. საჭიროა ძლიერი სპეციალისტის მოწვევა რომელსაც ცოტა მეტი თანხა ჭირდება სამაგიეროთ სწორი ტაქტიკით და სწორი მომზადებით ბოსნიის ან პოლონეთის დონის გუნდის დააყენება სრულიათ შესაძლებელია ახლო მომოვალში, და რაც მთავარია მწვრთნელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და მუდმივათ აკვირდებოდეს ახალგაზრდა და ნიჭიერ თაობებს!
zaza
ვაისი უნდა გაუშვან და თანაც სასწრაფოდ! ამ საქმის გადადება არ შეიძლება! უკრაინის მაგალითი ნახეთ კარგი მწვრთნელი რას ნიშნავს! ამ ეტაპზე ცხადაძესაც შეიძლება მივცეთ შანსი, რადგან ძაან უსამართლოდ მოექცნენ და გააგდეს ფაქტიურად ნაკრებიდან კობიაშვილმა და ვიღაც ხეჩიკაშვილმა. თუ ეგ არა, მაშინ ძაან მაღალი დონის პროფესიონალი გვინდა და ამაში თანხაც არ უნდა დავიშუროთ! 800 მილიონიანი ხოა პროექტი კლუბებს რო ეხმარებიან და პირველივე ეტაპზე რო ვარდებიან საკლუბო ტურნირებიდან სამარცხვინოდ? ხოდა, ამ 800 მილიონიდან 10 მიკიონი გაიმეტონ წელიწადში მაგარი მწვრთნელისთვის, რომელიც ქართული ფეხბურთით იცხოვრებს, ტალანტებს მოძებნის, თუნდაც უცხოელების ნატურალიზების გზით და ქართულ ნაკრებს დიდებას მოუტანს!
mamuka09ze
ვაისი სამწუხაროდ სუსტი მწვრთნელია,ელემენტარულია, რომ მას გიბრალტართან ზუსტად ის შემადგენლობა უნდა დაეყენებინა, რომლითაცდანიასთან აპირებდა დაწყებას, სუსტ მეტოქესთან უნდა შეეთამაშებინა გუნდი. ყოველთვის აგვიანებს ცვლილებებს და პრაქტიკულად ვერასდროს იღებს ამით შედეგს. ვერ განაწყობს გუნდს მაღალი მიზნებისათვის. 5:1 წაგება დანიასთან ამ შესუსტებული გუნდითაც კი საკმარისია კამათის დასასრულებლად-უნდა წავიდეს თუ არა ვაისი.
ბასილა მიდი
რა შუაშია და ბასილას თამაში როდის იწყება . პირველზე იყო ჩანიშნული და ოთხი ხდება
Emiri
ერთა ლიგაზე კოსოვოს ვერ გავცდებით ამ თამაშით და ამ სასტავით. ძლიერი გუნდი ყავს , ფეხბურთელებს გადავხედე 90% კარგ გუნდებში და ნაწილი ძალიან კარგ გუნდებში თამაშობს.დარწმუნებული ვარ მაკედონიას თავზე გადაახევს ბურთს
ვიკიგი
ცოტა ამბიციებს ჩაუწიეთ და აგარ მოგეშლებათ ნერვები. უეფა სულელი კი არაა?? სადაც არის ჩვენი ადგილი იქ გაგვამწესა ლიტვა ყაზახეთი.... აი ყაზახეთან რო წაგვეგო 5:1 მაშინ ამბავი იყო ასატეხი და წიოკი... და დანიამ რო გადაგირბინა ამაში უჩვეულო და გასაკვირო არაფერია... ესეც უნდა მომხდარიყო და ესეც მოხდება ყოველთვის სანამ ფეხბურთელები არ გვეყოლება. ვაისი, ტოპმოლერი,ჟირესი,ქეცბაია მოკლედ ჩვენი მოსაწონი მწვრთნელი არ გაჩნდა? იქნებ პირიკით შეხედოთ რო არ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებიც კი და სულ რო დელ ბოსკე დაუნიშნო ამათ ვერაფერს იზამენ. ასე რომ ამბიციებს ჩაუწიეთ და დაკმაყოფილდით ლიტვასთან და ყაზახეთის დონის (ჩვენი დონის) გუნდებთან გამარჯვრბას და ყველაფერი კარგათ იქნება.
x.x
როცა გუნდში რვა წამყვანი გაკლია, ძალიან ძნელია, ვაისი არ იყო მთლად სწორი, მაგრამ მაგის გაშვება არ იქნება კარგი, ერთი რამ მაკვირვებს კვირკველიას და ხოჭოლავას თუ ტრავმა აქვთ რატომ ჩამოდიან? მაგათ, რომ ეთამაშათ ესეთი ანგარიში არ იქნებოდა, იძახებს ისეთებს რომლებსაც ან არ შეუძლიათ ან არ უნდათ თამაში, ზარანდიაზე რამდენს ვწერთ, ვი გყავთ მაგაზე უკეთესი? არაბიძე ხო საერთოდ ამოაგდეს.
კახა
არა მგონია ვაისის დარჩენა ნაკრებში რაიმე სიკეთის მომტანი იყოს, სასწრაფოდ დააბრუნონ ცხადაძე ან ვინმე ქართველი მებრძოლი მწვრთნელი, როდემდე უნდა ვითამაშოთ ჩახდილებმა.
სირბილის სწავლების ცენტრი
ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა - გამოსავალი არსებობს! როდესაც სპორტის მოძრავ სათამაშო სახეობას ირჩევ და წარმატების სურვილიც გაქვს მზად უნდა იყო - ყოველდღიურად დახვეწო სირბილის ტექნიკა და აზროვნების სისწრაფე. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც სწორად სირბილის შესახებ მწირ ცოდნას იღებს, ყველაზე ადრე მუხლებში გრძნობს, რომ არ გაუმართლა... შლატერი მოზარდებში და მენისკი ზრდასრულებში - ეს ის ტრავმებია, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის. ორივე არასწორი სირბილით გამოწვეული დიდი დატვირთვებისგან ვითარდება და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. არასწორი სირბილით გამოწვეული ტრავმებისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან ექიმი მკურნალობს შედეგს, მიზეზი კი რჩება და არასწორად სირბილი იგივე ტრავმას განმეორებით იწვევს და ა.შ. კიდევ ერთი პრობლემა - კუნთების ასიმეტრია (სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის კუნთების განსხვავება) განსაკუთრებით ფეხბურთელებისათვის არის დამახასიათებელი. ასიმეტრიულიად ჩამოყალიბებული სხეული სირბილის დროს ზედმეტი ენერგიის ხარჯვას მოითხოვს, რაც ძვლების, კუნთების და მყესების დასუსტებას იწვევს. ეს ყველაფერი ერთად ტრავმების მიღების ალბათობას და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის. ამიტომ გვყავს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი და ეს მანამ გაგრძელდება, ვიდრე ფიზიკური ვარჯიშების პარალელურად გონების ვარჯიშს არ დავიწყებთ. ევროპის წამყვან საფეხბურთო აკადემიებში მოზარდი ფეხბურთელების შერჩევისას ძირითად კრიტერიუმად თავის ტვინის ორივე ნახერსფეროს თანაბარი განვითარება სახელდება. მენტალური მომზადების გამოყენება ამიტომ არის აუცილებელი და ეს წარმატებულმა უცხოელმა მწვრთნელებმა კარგად იციან. საქართველოში ფსიქოლოგიური მომზადება მენტალურ მომზადებასთან არის გაიგივებული, რაც სერიზულ შეცდომად მიმაჩნია. მენტალური მომზადება სწორად აზროვნების შესწავლას და აზროვნების სისწრაფის გაზრდას ემსახურება. ფსიქოლოგიური მომზადება კი გამაღიზიანებელზე სწორ რეაქციას გვინვითარებს. იქნებ მოვიდა დრო, რომ ჩვენმა მწვრთნელებმაც მიაქციონ ყურადღება ამ მნიშვნელოვან კომპონენტს და მენტალური მომზადების სპეციალისტების მოძიება დაიწყონ? პატივისცემით, გუჯა კახაძე
gaguuu
დააბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში უვიცია ეს ვაისი არ იცის როგორ ათამაშოს ნაკრები ფსიქოლოგიურად განაწყოს არ აქვს ტაქტიკა არანაირი დამუშავებული კომბინაცია უბრალოდ გაყავს გუნდი მოედანზე იმის იმედით იქნებ გაუვარდეს ყარაულის თოფივით
l
ყოჩაღ ავტორს, დროა ესე და უფრო თამამად თქვათ ჟურნალისტებმა სათქმელი, ცოტა მაინც აურიეთ, სად ნახეთ ბატონო ვაისის კომბინაციური შემტევი ფეხბურთი, ერთა ლიგაზე ის ჩაკვეტაძის დამსახურება იყო
გაგა
ცხადაძის გაშვებას ბევრჯერ ინანებთ. ბელარუსს შეიძლება მოუგოს ჩაკვეტაძემ მაგრამ! კოსოვო მაგარი გუნდია.
გიგა
დვალს ერთხელ არ მისცემია შანსი ცენტრალურ მცველად.
გიგა
ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი უკეთ ათამაშებდა გუნდს.
დიმა
ამათ შეფასებას ბაზარი აძლევთ, კაპიკია მათი ფასი.
Emiri
მაკარიძე ჩააყენეთ კარში. კვირკველია ხოჭოლავა კაკაბაძე ტაბიძე დაცვაში. კანკავაა, კვეკვე , ჩამშლელ საყრდენად , აქეთ ჩაკვე შუაში ყაზაიშვილი. კვარაცხელია ან ლობჟანიძე კრაიზე. წინ დააყენეთ ოქრი . ეს ნაკრები თუ შეიკრიბა . ჩვენი მოგება გაუჭირდება დანიაზე უკეთესებსაც. ჯანო რო შევა ფორმაში დიდი ძალაა . ზარანდიაც და ხარაიშვილიც კარგები არიან. მაგრამ აქ ვინც დავწერე ამათგან 7 ტრამვიანი . სამი გაუგებარი მიზეზით არც ათამაშა ერთი არც გამოიძახა და ახლა ვინცაა იმ ხალხით ვერ ვაკეთებთ ვერაფერს და გი და რო თქვა. თავს დავდებ კვირკველია რო ყოფილიყო მინიმუმ სამი გოლი არ გავიდოდა. ის პროფესიონალია
ქ. გ.
ვაისის შეფასებაში 100% მართალი ხარ.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...