ტელეკომპანია "იმედთან", გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა:
"იდეა იყო, რომ კონტრშეტევაზე დაგვეჭირა გუნდი, რომელიც არცთუ ისე ძლიერია დაცვაში. კი არის ტოპ-გუნდი, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი. სცენარის მიხედვით, ეს განხორციელდა, მაგრამ მსაჯს რატომ აწერია Fair Play, მაშინ პირდაპირ ჩაეცვა დანიის ნაკრების მაისურა.
თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა მოახდინა და თანაც ისეთი, რომ ჯაბა კანკავაზე პენალტი დადო, შემდეგ ჩემი ეპიზოდი და თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. მეტი რაღა უნდა ექნა? თუმცა, ეს არაა ჩვენი გამამართლებელი საბუთი.
სანაკრებო შეკრებამდე მოვაწერე "ანორთოსისთან" ორწლიან კონტრაქტს ხელი. რამდენადაც ვიცი, თორნიკე ოქრიაშვილიც ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას".
თან ამდენი შეცდომა?!?!?!
მეც დავდიოდი ბავშვობაში ფეხბურთზე და სხვათა შორის მეკარე ვიყავი. იცით ვარჯიშის დროს მწვრთნელი რას მასწავლიდა? სჯობს ბურთი პირდაპირ გაუშვა კარში, ვიდრე უხეიროდ მოიგერიო, მიუვიდეს მოწინააღდეგეს და დამატებაზე გაგიტანოსო.
ნუთუ არ გვყავს მთელს ქვეყააში ნორმალური მეკარეებს მწვრთნელი. ვინმე კმაყოფილია ლორიას თამაშით ნაკრებში ან კლუბში? სხვა მეკარე რით ვერ მოიძებნა?
უთავმოყვარეოები!