ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ:

თბილისის "დინამო" - "ლა ფიორიტასა" (სან) და "ენდოგარს" (ანდ) შორის გამარჯვებული

შიმკენტის "ორდაბასი" (ყაზ) - ქუთაისის "ტორპედო"

"ფოლა ეში" (ლუქს) - საჩხერის "ჩიხურა"

აქვე გეტყვით, რომ "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.

I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივნისს ჩატარდება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
შანსი ყველასთან არის მთავარია გამოყენება ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ გაიხსენეთ გუშინდელი მატჩი ფიჯისთან მონდომებით და ბოლომდე ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია
Lova
18 ივნისი 2019 23:52
1
ეხლა ოღონდაც ცხადაძეს ნუ დაუწყებთ გინებას, აქ ამ კაცს იმდენი დამსახურება ნაკრების და ქვეყნის წინაშე, რომ , პატივი ვცეთ , მიხედავად იმისა რო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი იქნება
Vasili
18 ივნისი 2019 22:49
3
ცხადაძესთან შანსი არ აქვს ტორპედოს :(
იკა
18 ივნისი 2019 20:00
20
ოთხივეში გაგვიმართლა ლიგაზეც და ევროპა ლიგაზეც.. ვნახოთ აწი ამათ რა შეუძლიათ
გოგა
18 ივნისი 2019 19:40
1
იმათაც 2 ხელი და 2 ფეხი აქვთ და ჩვენებსაც. მოგებას ძალიან მონდომება სჭირდება!
სირბილის სწავლების ცენტრი
18 ივნისი 2019 22:08
0
დინამოს გაუმართლა მგონი
lego
18 ივნისი 2019 18:04
1
"მგონი" აღარ იყო საჭირო მგონი :-)
ქომაგი
18 ივნისი 2019 18:35
0
ყველაზე ძლიერი მეტოქე ტორპედოს შეხვდა და სავარაუდოდ ყველაზე ძლიერი გუნდი ევროპალიგაზე ტორპედო გვყავს.
roma
18 ივნისი 2019 18:00
16
გამართლებაც ასეთი უნდა იმედია რომელიმე უწევს ევროპალიგის ჯგუფში, ღმერთი ჩვენსკენ.
roma
18 ივნისი 2019 17:55
1
ჩემი აზრით კარგი კენჭისყრა იყო ნაკლებად ძლიერი მეტოქეები შეხვდათ ტორპედოსა და საბურთალოს ხოლო დინამოსა და ჩიხურას მაგრად გაუმართლათ ძალიან მწყდება გული რომ ჩიხურას ასეთი სუსტი შემადგენლობა ჰყავს თორე ამ გუნდს ლოკომოტივიც მოუგებდა
ka
18 ივნისი 2019 17:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული